ბათილი ბიულეტენების სტატისტიკა 2002 - 2016
ყოველ არჩევნებზე ხმების დათვლისას ბიულეტენების გარკვეული რაოდენობა ბათილად ცხადდება. წარმოგიდგენთ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზე მაჟორიტარული და პროპორციული და ასევე 2002 წლიდან ჩატარებულ არჩევნებზე გაბათილებული ბიულეტენების სტატისტიკას.
შეგახსენებთ, საარჩევნო კოდექსის მიხედვით საარჩევნო ბიულეტენი ბათილია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ:
-
ბიულეტენი დამოწმებული არ არის ამომრჩეველთა რეგისტრატორის ხელმოწერითა და ბეჭდით;
-
შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა (შემოხაზულია ერთზე მეტი სუბიექტი, გადახაზულია ყველა სუბიექტი და ა.შ.);
-
კონვერტში აღმოჩნდა დადგენილ რაოდენობაზე მეტი საარჩევნო ბიულეტენი;
-
სპეციალური კონვერტი არ არის დადგენილი ნიმუშის;
-
საარჩევნო ბიულეტენი საარჩევნო ყუთში აღმოჩნდა კონვერტის გარეშე;
-
საარჩევნო ბიულეტენი განკუთვნილი იყო სხვა საარჩევნო უბნისათვის.