ENG

ადმინისტრაციული ხარჯების ზრდა ქვემო ქართლის მუნიციპალურ იურიდიულ პირებში

30 მაისი, 2016

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მუნიციპალიტეტების არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში მიმდინარე პროცესების შესახებ კვლევას აგრძელებს. ორგანიზაციამ სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისკახეთისიმერეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების არასამეწარმეო იურიდიულ პირებში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის შესახებ მონაცემები უკვე გამოაქვეყნა

ამჯერად ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ იურიდულ პირებში არსებულ მდგომარეობას მიმოვიხილავთ.

ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია იურიდიულ პირებში 2014 წლის 1 მაისის და 2016 წლის 29 თებერვლის მდგომარეობით დასაქმებულთა რაოდენობასა და თვის მანძილზე გასაცემი ხელფასის ოდენობებს ეხება.

მიღებული ინფორმაციით დგინდება, რომ:

  • 2014 1 მაისის მდგომარეობით, ქვემო ქართლის მხარეში მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული 74 ა(ა)იპ და შპს ფუნქციონირებდა, ხოლო 2016 წლის თებერვლის მონაცემებით, მათი რაოდენობა 79-ია.
  • იურიდიულ პირებში დასაქმებულთა რაოდენობა 4 107 საშტატო ერთეულიდან 4 990 საშტატო ერთეულამდე - მთლიანობაში 883 ერთეულით გაიზარდა;
  • ხელფასებზე გასაწევი საბიუჯეტო ხარჯი ყოველთვიურად 571 961.19 ლარით, წლიურად კი საშუალოდ 6 863 534.28 ლარით გაიზარდა;
  • იურიდიულ პირებში დასაქმებულთა რაოდენობა არ შემცირებულა არცერთ მუნიციპალიტეტში;
  • 2014 წლის არჩევნების შემდეგ იურიდული პირების რაოდენობა მხოლოდ ქალაქ რუსთავში შემცირდა (20-დან 16-მდე);
  • 2014 წლის არჩევნების შემდეგ 5 ახალი იურიდიული პირი დაფუძნდა ბოლნისის მუნიციპალიტეტში: შპს “დეზ ეფექტი”, ა(ა)იპ “ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახური”, ა(ა)იპ “ბოლნისის მუნიციპალიტეტის სტადიონების და სპორტული მოედნების მართვის სამსახური”, შპს “რიტუალური მომსახურების სააგენტო” (სასაფლაოების მოვლა) და ა(ა)იპ “სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულება ბოლნისის ძიუდოს სკოლა”.
  • 2 ახალი იურიდიული პირი წალკაში: ა(ა)იპ “წალკის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების სამსახური” და ა(ა)იპ “წალკის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური”.
  • ერთი ახალი აიურიდული პირი დაფუძნდა გარდაბანში - ა(ა)იპ “სატრანსპორტო გაერთიანება” და მარნეულში კი ა(ა)იპ “სუფთა მარნეული”
  • თეთრიწყაროსა და დმანისის მუნიციპალიტეტებში იურიდული პირების რაოდენობა არ გაზრდილა.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ გრაფიკებში:

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პოზიციით:

  • იმ პირობებში, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობები ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად შესაბამისი ფინანსური სახსრების ნაკლებობას განიცდიან, მიზანშეუწონელია საშტატო ერთეულების მსგავსი მასშტაბური მატება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ადმინისტრაციული ხარჯებს;
  • ახალი იურიდიული პირის დაფუძნება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მისი არსებობა აუცილებელია მუნიციპალიტეტის გამართული საქმიანობისათვის;
  • მიგვაჩნია, რომ უნდა მოხდეს იდენტური ან/და შინაარსობრივად დაახლოებული მიმართულებების ა(ა)იპების თუ შპს-ს ერთი იურიდიული პირის ქვეშ გაერთიანება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს საბიუჯეტო დანახარჯებს;
  • ამასთან, აღსანიშნავია, რომ საჯარო მოხელეთა დანიშვნის წესისგან განსხვავებით, იურიდულ დასაქმება არ ითვალისწინებს კონკურსის გამოცხადებას, შესაბამისად, მისი ხელმძღვანელი საკადრო გადაწყვეტილებებს პრაქტიკულად ერთპიროვნულად იღებს, რაც თავისუფალი კონკურენციის პირობებში ვაკანტურ პოზიციაზე უფრო მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტის შერჩევის შესაძლებლობას არ იძლევა და ამასთან, ეჭქვეშ დგას საკითხი, თუ რამდენად შეესაბამება კონკურსის გარეშე, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დასაქმებულთა კვალიფიკაცია მათ მიერ დაკავებულ პოზიციებს.
Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“