2024 წელს დამატებით 300 თანამდებობის პირის ქონების დეკლარაცია შემოწმდება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

2024 წელს დამატებით 300 თანამდებობის პირის ქონების დეკლარაცია შემოწმდება

22 იანვარი, 2024

ჩვენი ძალისხმევით, 2024 წელს დამატებით 300 თანამდებობის პირის ქონების დეკლარაცია შემოწმდება. წინა წლების სტატისტიკით, თითქმის ყოველი მეორე თანამდებობის პირი ქონებას არასრულად ასაჯაროებს, რის გამოც ჯარიმდება.

შესამოწმებელი დეკლარაციები ანტიკორუფციული სამსახურის ბიუროს ფარგლებში სპეციალურმა დამოუკიდებელმა კომისიამ შეარჩია, რომლის შექმნის კოორდინაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ითავა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი:

  • თანამდებობის პირების მიერ ქონების, ფინანსებისა და კავშირების დეკლარირების სისტემა კორუფციის პრევენციის და გამოვლენის ერთ-ერთი საბაზისო მექანიზმია.

  • დეკლარაციების შემრჩევი კომისია წლების განმავლობაში ვერ იქმნებოდა (2018-22 წლებში მხოლოდ ერთხელ – 2019-ში შეიქმნა), რის გამოც ამ წლებში კანონით გათვალისწინებულზე ორჯერ ნაკლები დეკლარაცია შემოწმდა (მაგ: 600-ის ნაცვლად – 300).

მეტი დეკლარირების სისტემის შესახებ იხილეთ აქ – https://bit.ly/3xctjW9