ENG

შემოსავლების დეკლარაცია

16 მაისი, 2011

განახლება, 2012 წლის 30 იანვარი: შემოსავლების დეკლარაციის ჩვენს ბაზას 2011 წლის შემდეგ განახლებული დეკლარაციები დაემატა, მეტი ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ.

 

რამოდენიმე თვის წინ, ჩვენ გამოვაქვეყნეთ ბლოგი, რომელშიც სამოქალაქო სამსახურის ბიუროს (CSB) შემოსავლების დეკლარირების საიტის http://declaration.ge ნაკლებზე ვსაუბრობდით, რადგან ამ ვებ–გვერდზე განთავსებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი ფორმატით არ იყო მოცემული. მიუხედავად იმისა, რომ CSB გამოეხმაურა ჩვენს ზემოხსენებულ კრიტიკას, მონაცემები საიტზე მაინც რთულად საძიებო და გასაანალიზებელია, რადგან ის PDF ფორმატშია ატვირთული. მეტად მნიშვნელოვანია სამთავრობო ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა, რადგან ის მოგვცემს მონაცემების ანალიზის და ძიების საშუალებას და ამით ხელს შეუწყობს მთავრობის წარმომადგენლების ანგარიშვალდებულების გაზრდას საზოგადოების წინაშე. ამიტომ, ჩვენ მოხარულები ვართ გაცნობოთ, იმისათვის რომ ოფიციალური საშემოსავლო დეკლარაციები საქართველოში უფრო გამოყენებადი გახდეს, ჩვენ გარდავქმენით declaration.ge ზე მოცემული ინფორმაციას Excel–ის ცხრილებად, რომლის ჩამოტვირთვაც თქვენ უკვე შეგიძლიათ ჩვენი ვებ–გვერდიდან. Excel–ის ფაილების გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ დეკლარიციების მონაცემები თქვენთვის სასურველი კრიტერიუმების მიხედვით. მაგალითად გაინტერესებთ, რომელიმე კორპორაციის წილს თუ ფლობს ოფიციალური პირი.

ეხლა თქვენ შეგიძლიათ ამის გარკვევა ( მოიძიეთ ეს ინფორმაცია ფაილში სახელით „ფასიანი ქაღალდები“). ან შესაძლოა თქვენ გაინტერესებდეთ რომელი მთავრობის წევრი მართავს მერსედესს, ამის გაგებაც საკაოდ მარტივია (მოიძიეთ ინფორმაცია ფაილში სახელით “ საკუთრება“). აღსანიშნავია, რომ ყველა ეს ინფორმაცია უკვე დევს და საჯაროა declaration.ge. მაგრამ ამ ვებ–გვერდზე ეს მონაცემები PDF ფორმატშია მოცემული და ამიტომ მეტად რთულდება კითხვებზე პასუხების გაცემის პროცესი. ჩვენს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები არ არის უნაკლო, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო უფრო მარტივი საძიებო სისტემის გამოყენება, მაგრამ ჩვენი ცხრილები შეიცავს მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც ხელმისაწვდომია declaration.ge–ზე. თუკი დეკლარაცია დასაწყისშივე არასრულად იქნა შევსებული, მონაცემებიც ფაილში ასევე არასრულად იქნება მოცემული.

თუმცა, მონაცემები ახლა გაცილებით უფრო გამოყენებადია, ვიდრე აქამდე იყო. მიუხედავად იმისა, რომ ადრე რამდენიმე ბლოგში declaration.ge ნაკლებზე მივუთითეთ, ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ მიერ გაწეულ რთულ სამუშაოს ამ საიტის შექმნისათვის– ოფიციალური პირების დეკლარაციების ელექტრონულად განთავსებასთან დაკავშირებით მათი ძალისხმევის გარეშე, ამ მონაცემების ავტომატურად მიღება შეუძლებელი იქნებოდა. 2010 წლამდე საშემოსავლო დეკლარაციებს ხელით ავსებდნენ და შემდგომ ასკანერებდნენ მათ, რაც შეუძლებელს ხდიდა მათ დამუშავებას ავტომატური გზით.

ვიმედოვნებთ, რომ დეკლარაციების მონაცემების გამოყენება იქნება ერთ–ერთი მაგალითი იმისა, რომ სამოქალაქო სამსახურის ბიურო მუდმივად შეეცდება მათი საიტის გაუმჯობესებას. ჩვენ ვიმდეოვნებთ, რომ საზოგადოება კარგი კუთხით გამოიყენებს აღნიშნულ მონაცემებს–– თუკი მოიძიებთ რაიმე საინტერესო ინფორმაციას, გთხოვთ, გვაცნობეთ ! ტექნიკური დეტალების მოკლე განმარტება:

    1. ყველა PDF ფაილი, declaration.ge–დან არის ჩამოტვირთული გარსის სკრიპტის და curl ფუნქციის გამოყენებით.
    2. PDF ფაილები კონვერტირებულია HTML ფორმატში გარსის სკრიპტის და pdftohtml ფუნქციის გამოყენებით.
    3. Python სკრიპტი აანალიზებს HTML ფაილებს BeautifulSoup-ის და მრავალი სხვა სკრიპტის გამოყენებით.
    4. Python–ის სხვა სკრიპტის მიერ იტვირთება პარსინგის სკრიპტის შედეგები CouchDB მონაცემთა ბაზაში couchdb-python ფუნქციის გამოყენებით.
    5. ჩვენ გამოვიყენეთ couchapp, CouchDB–ს ხიმვის ფუნქციის განსასაზღვრელად, რომელსაც გამოაქვს შემოსავლების დეკლარაციების ყველა სექცია, რომლებიც შემდეგ გადაიცემა CouchDB–ს სიის ფუნქციაში, რომელსაც, თავის მხრივ, CSV ფორმატში გამოაქვს მონაცემები (მონაცემებს შორის გამყოფი სიმბოლო არის “|”, რადგან მონაცემები შეიცავს ბევრ მძიმეს).
    6. გარსის სხვა სკრიპტი კვლავ იყენებს curl-ის სიის ფუნქციას ყველა სექციისთვის შედეგის გამოყოფილ CSV ფაილში ჩასასმელად.
    7. CSV ფაილები იმპორტირდება LibreOffice-ში Excel-ის ცხრილის სახით.
    8. ამ მონაცემების გამოქვეყნებისთვის გაწეული დახმარებისთვის გვინდა მადლობა გადავუხადოთ ღია საზოგადოების ინსტიტუტს.

declarations.zip

(30 იანვარი, 2011 წლის განახლება) მიყევით: მონაცემები_ka.zip

2013 წლის თებერვლის ვერსია: 11Feb2013.tar_.gz

თუ დაგჭირდათ დახმარება ამ მონაცემების გამოყენებისას, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: tech@transparency.ge.

Author: დერეკ დოლერი