სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოში უფასოდ აღარ გაიცემა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოში უფასოდ აღარ გაიცემა

14 აპრილი, 2011

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“, რომელიც ქვეყნის სტატისტიკურ ინფორმაციაზეა პასუხისმგებელი, 2011წლის 1 იანვრიდან სხვადასხვა ინფორმაციის გაცემაზე საფასურს იღებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამგეობამ 2010 წლის 22 ნოემბერს დაამტკიცა მონაცემებზე თანხის გადახდის გადაწყვეტილება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ „საქსტატი“ განაგრძობს რიგი სტატისტიკური მონაცემების გაცემას უფასოდ, როგორიცაა მაგალითად, ქვეყნის მოსახლეობის დემოგრაფიული მონაცემები, უმუშევრობის დონე, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი, ინფლაცია, ვაჭრობა და სხვა ეკონომიკური ინდიკატორები. ასევე უფასოა საქართველოში ბიზნესის საქმიანობის ბრუნვის შესახებ ინფორმაცია. თუკი თვალს გადავავლებთ სხვა მაჩვენებლებს, როგორიცაა ვთქვათ ტურიზმი ან მშენებლობა, აქ კომპანიების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღება ასევე უსასყიდლოდ არის შესაძლებელი, თუმცა ეს მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ინფორმაციაზე ვრცელდება. თუკი პიროვნებას სურს მიიღოს უფრო კონკრეტული ინფორმაცია, მაშინ მას ამისთვის შესაბამისი თანხის გადახდა მოუწევს. მაგალითად,იმისათვის რომ მიიღოთ ინფორმაცია საქართველოში სასტუმროებში ადგილების რაოდენობის შესახებ 2007 – 2009 წლებში, ამ ინფორმაციის საფასური დღგ–ს ჩათვლით 15 ლარი იქნება. ასევე თანხის გადახდა მოგიწევთ, თუ გსურთ გაიგოთ სასტუმროების ვიზიტორების რაოდენობა და მათი საქართველოში ჩამოსვლის მიზანი. ამ ინფორმაციის გაცემის საზღაური 30 ლარს შეადგენს. ამავე წლებში ფიჭვური ტელეფონების აბონენტების რაოდენობის დასადგენად გადასახდელი თანხა კი 60 ლარია. ასევე მაგალითად, თუ გსურს მიიღოთ ინფორმაცია რამდენი მშენებლობის უფლება გაიცა 2007–2010 წლებში ამისათვის 40 ლარი უნდა გადაიხადოთ. „საქსტატი“ გადასახადის გადამხდელთა თანხას იყენებს, რათა მოიპოვოს და განკარგოს საჯარო ინფორმაცია. ასევე „საქსტატს“ საერთაშორისო დონორების თანხასაც გამოიყენებს.ზემოთხსენებული საფასურის დაწესების შემდეგ, ქართველი სტუდენტების, აკადემიკოსების, ჟურნალისტებისა და საჯარო მოხელეების უმრავლესობა ვეღარ შეძლებს მათთვის საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის მიღებას. ჩვენი ვარაუდით, სტატისტიკურ ინფორმაციაზე საფასურის დაწესება უარყოფით გავლენას მოახდენს პოლიტიკური კვლევებისა და მიმდინარე მოვლენების შეფასებაზე – ანუ სწორედ იმ ორ სფეროზე, რომლის მხარდაჭერას და გაძლიერებასაც ცდილობენ დღესდღეობით დონორი ორგანიზაციები. სათანადო ინფორმაციის ხელმიუწვდომლობა კიდევ მეტად გაართულებს ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების მცდელობას ანგარიშველდებულნი გახადონ გადაწყვეტილების მიმღები პირები საკუთარი ქმედებებზე და დაპირებეზე. სათანადო ფინანსური რესურსის ქონის შემთხვევაშიც კი საჭირო ინფორმაციის მოპოვება საკმაოდ გართულებულ პროცედურას უკავშირდება. თუ კლიენტს სურს მიიღოს ფასიანი ინფორმაცია, ამისათვის მან „ჯეოსტატს“ უნდა დაურეკოს ან მიწეროს ელექტრონულ ფოსტაზე და გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია. მას შემდეგ რაც „საქსტატი“ შეაგროვებს კლიენტისთვის საჭირო ინფორმაციას, კლიენტმა ინფორმაციის საფასური უნდა გადარიცხოს კომპანიის საბანკო ანგარიშზე, რადგან საიტზე პირდაპირი გადახდა შეუძლებელია. მხოლოდ მას შემდეგ, რაც „საქსტატი“ მიიღებს გადარიცხვის შესახებ დასტურს, მომხმარებელს გაეგზავნება ინფორმაცია ელექტრონულ ფოსტაზე. მას შემდეგ, რაც 2010 წელს „საქსტატი“ გახდა დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიულად პირი, მისი პოლიტიკური დამოუკიდებლობის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა. თუმცა, ის მაინც განიცდის ფინანსების სიმწირეს და აქტიურად ეძებს სახსრებს საკუთარი ხარჯების დასაფარავად. ქვეყნის მთავრობა კი ისეთ სააგენტოებს, როგორიც მაგალითად „საქსტატია“ მოუწოდებს საკუთარი ფინანსური მდგობარეობის გაუმჯობესებისათვის სერვისი ფასიანი გახადონ. investor.ge–ზე გამოქვეყნებულ სტატიაში „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი ზაზა ჭელიძე აღნიშნავს, რომ სააგენტოს ოპერაციების დასაფინანსებლად მას წლიურად დაახლოებით 4.7 მილიონი ესაჭიროება. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრები კი „საქსტატს“ 2010 წელს 4.85 მილიონი ლარიდან 4.2 მილიონამდე შეუმცირდა, ხოლო 2011 წელს თანამშრომელთა ხელფასების დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხამ 3.48 მილიონის ნაცვლად 2მილიონი ლარი შეადგინა. 2011 წლის იანვარში კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ „საქსტატის“ შენობის პრივატიზება მოახდინა და 4.2 მილიონ დოლარად გაყიდა, რის შედეგადაც სააგენტო იძულებული გახდა ოფისი შეეცვალა. 28 თებერვალს GBC–თან საუბრისას ჭელიძემ აღნიშნა, რომ ორგანიზაციას არ აქვს იმის მოლოდინი რომ ინფორმაციაზე გადასახადის დაწესებით გაიზრდება მათ შემოსავალი და იმაზე საუბარი დაფარავს თუ არა გადასახადები სააგენტოს ხარჯებს სრულად ჯერ კიდევ ნააადრევი იყო. ჩვენ „საქსტატს“ ვთხოვეთ, რომ შეეფასებინა მოსაკრებელზე დაფუძნებული მოდელი და თუკი გადასახადებით მიღებული შემოსავალი არ იქნებოდა არსებითი იმისთვის რომ ინფორმაციის ელექტრონულად მიღება ყოფილიყო უფასო, მაშინ დაეწესებინათ გადასახადი მხოლოდ ცვლადი ხარჯებისთვის (მაგ.ინფორმაციის ამობეჭდვა, ასლის გადაღება ან დამატებითი მომსახურება და „საქსტატის“ ექსპერტების მიერ ჩატარებული ანალიზი).

Author: მათიას ჰუტერი და სარა დე სლოოვერი