ENG

სოციალური ქსელი, როგორც დემოკრატიული ანგარიშვალდებულების საშუალება

30 ნოემბერი, 2011

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკანასკნელ ხანებში პოპულარიზაციას უწევს სოციალური ქსელის აქტიურ გამოყენებას. Mმისი აზრით, ეს უნიკალური შანსია მოქალაქეებისათვის, მიიტანონ თავიანთი სათქმელი ხელისუფლების წარმომადგენლებამდე. ბაქრაძის განცხადებით, სოციალური ქსელით აქტიური სარგებლობა პრიორიტეტული უნდა იყოს ხელისუფლების ნებისმიერი წევრისათვის, რადგან ამ უკანასკნელთა მოვალეობაა ჰქონდეთ უწყვეტი პირდაპირი კონტაქტი ხალხთან.

ჩვენ გადავწყვიტეთ, შეგვემოწნებინა, თუ რამდენად მიმართავენ მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატები სოციალურ ქსელს თავიანთ ამომრჩეველთან კომუნიკაციის მიზნით. შევისწავლეთ სხვადასხვა სოციალური ქსელები: ფეისბუკი, იუტუბი და ტვიტერი. ყველა მაჟორიტარი დეპუტატი უზრუნველყოფილია საკუთარი პერსონალური ვებგვერდით და ჩვენ ასევე გამოვიკვლიეთ მათ საინფორმაციო კედლებზე სიახლეების განთავსების სიხშირე.

რამდენიმე დეპუტატი აქტიურად იყენებს ზემოჩამოთვლილ სოციალურ ქსელებს. მაგალითად, არჩილ გეგენავას, მთაწმინდის უბნის წარმომადგენელ მაჟორიტარს, საკმაოდ ვრცელი გვერდი აქვს ფეისბუკში, რომელზეც განთავსებულია უამრავი საზოგადოებრივი გამოკითხვა, ასევე ტვიტერსა და იუტუბზე. საბურთალოს უბნის წარმომადგენელი მაჟორიტარი, გიორგი მელაძე, ერთერთია იმ პარლამენტარებს შორის, რომლებიც აქტიურად იყენებენ ფეისბუკის პერსონალურ გვერდებს საპარლამენტო სიახლეების განსათავსებლად და რიგითი მოქალაქეების შეკითხვებსა და წუხილებზე საპასუხოდ.

თუმცა, კვლევამ გამოავლინა, რომ პარლამენტის წევრები ძირითადად მაინც საკუთარ პირად ვებგვერდებს მიმართავენ პარლამენტის საქმიანობაზე სიახლეების გამოსაქვეყნებლად. ამგვარი კომუნიკაცია ცალმხრივია, იმდენად, რამდენადაც, მოქალაქეებს გვერდზე განთავსებულ სიახლეებზე არ აქვთ კითხვების დასმისა და შენიშვნების გაკეთების საშუალება. ფეისბუკის, ტვიტერისა და იუტუბის გამოყენების შემთხვევები იშვიათია.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ სოციალური ქსელის აქტიური გამოყენება გააძლიერებს ანგარიშვალდებულებას და შექმნის ერთგვარ პლატფორმას მოქალაქეებისათვის, საიდანაც ისინი თავიანთ შეკითხვებსა და წუხილებს გააჟღერებენ. ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტის ყველა წევრს მიჰბაძონ თავიანთ კოლეგებს, რომლებიც ეფექტურად იყენებენ სოციალურ მედიას.

ამ ბმულზე თქვენ შეგიძლიათ გადმოტვირთოთ კვლევის სრული ვარიანტი.

Author: გიორგი თოფურია