ENG

დაესწარი წიაღისეულის მოპოვების ყველაზე დიდ აუქციონს საქართველოს ისტორიაში!

28 თებერვალი, 2012

საქართველოს უახლეს ისტორიაში სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის მიღებაზე სავარაუდოდ ყველაზე დიდი აუქციონი ჩატარდება ოთხშაბათს, 29 თებერვალს, 12 საათიდან სსიპ - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შენობაში (გ. გულუას ქ.#6, ტელ. (832) 72 72 48)

ჩვენ მოვუწოდებთ მედიას, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და ყველა დაინტერესებულ პირს ჩვენთან ერთად დაესწროს აღნიშნულ აუქციონს და ხელი შეუწყოს ამ პროცესის გამჭვირვალობას.

ლიცენზიის მფლობელი 27 წლის ვადით უფლებას მიიღებს ოქროსა და სპილენძის (და სხვა მინერალების) შესწავლა-მოპოვებაზე შიდა ქართლის რეგიონში ლიცენზიის ძალაში შესვლის დღიდან, კერძოდ 2014 წლის 15 აპრილიდან (!)

აუქციონის საწყისი ფასი 110 მილიონი ლარია, ხოლო  აუქციონზე თითოეული ახალი შემოთავაზება 500,000 ლარის მატებით განისაზღვრება. აქედან გამომდინარე, მოლოდინი გვაქვს, რომ აუქციონის საბოლოო ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება, სავარაუდოდ რამდენიმე ასეული მილიონი ლარით.

ჩვენი ინფორმაციით, ამ ლიცენზიაში შესული  ტერიტორია მოიცავს წიაღისეულის საბადოს ბოლნისში, სადაც ამჟამად საქართველოს უმეტესი, თუ არა მთელი, საექსპორტო ოქროსა და სპილენძის მადანი მოიპოვება - 2011 წლის საქართველოს მთლიანი სასაქონლო ექსპორტის 3.9 და 5 პროცენტი. მხოლოდ გასულ წელს, საქართველომ ექსპორტზე გაიტანა 110 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ოქრო და 85 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სპილენძი  და კონცენტრატები.

აღნიშნული აუქციონის განცხადება ხელმისაწვდომია ინტერნეტში.

Author: საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო