საქართველოს ანტიკორუფციული საბჭო და საქართველოს საერთაშორისო ანტიკორუფციული ვალდებულებები - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საქართველოს ანტიკორუფციული საბჭო და საქართველოს საერთაშორისო ანტიკორუფციული ვალდებულებები

მიზანი: კანონსა და პრაქტიკაში ანტიკორუფციული და კეთილსინდისიერების წესების, მექანიზმებისა და პოლიტიკის გაძლიერება იმის უზრუნველყოფა, რომ ამ სფეროებში გასატარებელი რეფორმები მთავრობის დღის წესრიგშია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“:

  • მოამზადებს საქართველოს ანტიკორუფციული საბჭოს მუშაობის შეფასების ანგარიშს;
  • მოამზადებს სულ მცირე სამ პუბლიკაციას ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებაში მიღწეული პროგრესის შესახებ, ამ პროგრესის დამოუკიდებელი შემოწმების შემდეგ. ანგარიშში მთავრობის მიერ მიღწეული რეალური პროგრესი გაშუქდება.
  • პერიოდულად მოამზადებს ვიზუალიზაციის გრაფიკებს და დიაგრამებს, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იქნება დავინახოთ, დროის კონკრეტულ მონაკვეთში რა კონკრეტული ქმედებები განხორციელდა და სამოქმედო გეგმის განხორციელების თვალსაზრისით რა საერთო პროგრესია მიღწეული.
  • ჩაატარებს გაეროს ანტიკორუფციული კონვენციის (UNCAC) განხორციელების დამოუკიდებელ პარალელურ შესწავლას. შედეგად, ორგანიზაცია მოამზადებს ანგარიშს, სადაც განხილული იქნება კონვენციის განხორციელების ფაქტობრივი პროგრესი და მოცემული იქნება დასკვნები და რეკომენდაციები.
  • მოამზადებს ანგარიშს მთავრობის ღონისძიებების შესახებ, რომელიც შეავსებს  გაეროს ანტიკორუფციული კონვენციის (UNCAC) განხორციელების ანგარიშს. UNCAC-ის ფარგლებში მომზადებულ მიმოხილვას ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ, როგორც წესი, თან ახლავს შემდგომი პროცედურები. ხსენებული დამოუკიდებელი პარალელური შესწავლის გაგრძელების სახით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ დააკვირდება და მიმოიხილავს მთავრობის მიერ განხორციელებულ შემდგომ ქმედებებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემდგომი ქმედებები „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ სათანადოდ შეისწავლოს, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ სრული სურათი მთავრობის ქმედებებისა და მის მიერ კონვენციის სათანადო განხორციელებაზე აღებული კურსის ერთგულებისა.
  • მოამზადებს დამოუკიდებელ პარალელურ ანგარიშს მთავრობის მიერ GRECO-ს რეკომენდაციების განხორციელებაში მიღწეული პროგრესის შესახებ.