ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პრემიების გაცემის მანკიერი პრაქტიკა კვლავ გრძელდება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აქვეყნებს ანგარიშს სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთისა და აჭარის თვითმმართველობებში, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და სამინისტროებში გაცემული პრემიისა და სახელფასო დანამატის შესახებ. კვლვევა 2014 წლის პირველი იანვრიდან მაისის ჩათვლით გაცემულ თანხებს ეხება, იმერეთის შემთხვევაში წარმოაგდგენილია 2014 წლის პირველი იანვრიდან მარტის ჩათვლით გაცემული პრემიების მონაცემები.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ მიუხედავად არაერთი რეკომენდაციისა და გამოქვეყნებული კვლევებისა, სიტუაცია არსებითად არ შეცვლილა. გრძელდება ცუდი პრაქტიკა და პრემიები შესაბამისი დასაბუთების გარეშე გაიცემა.
2014 წლის 1 იანვირდან მაისის ჩათვლით (5 თვეში) სამეგრელო-ზემო სვანეთის თვითმმართველობებში პრემიის სახით ჯამში 2 მილიონ 135 ათას ლარზე მეტი გაიცა (იხილეთ გრაფიკი N1). ყველაზე დიდი ოდენობით პრემია თვითმმართველ ქალაქ ფოთში (346 თანამშრომლეზე 564106.1 ლარი ), ზუგდიდის (170 თანამშრომლეზე 383584.5 ლარი), აბაშის (158 თანამშრომლეზე - 344150 ლარი), სენაკისა (198 თანამშრომლეზე 247940 ლარი) და მარტვილის (156 თანამშრომლეზე 229990 ლარი) მუნიციპალიტეტებში გაიცა. ხობის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებსა და საჯარო მოხელეებს მიმდინარე წელს პრემია არ აუღიათ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ედიშერ თოლორაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან კონჯარიამ 2014 წლის იანვარიდან მაისის ჩათვლით პრემია სამჯერ აიღეს, ჯამში თანაბრად 7950/7950 ლარი. ამავე პერიოდში სამჯერ აიღო პრემია ფოთის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ვასილ თოდუამაც, ჯამში 7550 ლარი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბაბილუამ კი ჯამში 8250 ლარი. სენაკის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ 2014 წლის პირველ ხუთ თვეში პრემია ორჯერ აიღო, ჯამში 5300 ლარის ოდენობით, ამავე ოდენობის პრემია მიიღო საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ ხაბურზანიამ. აბაშის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმაც იანვრიდან მაისის ჩათვლის სამჯერ აიღო პრემია, ჯამში 7950 ლარის მოცულობით. მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ გოროზიამ კი ორჯერ, ჯამში 5300 ლარი, ამავე ოდენობის პრემია მიიღო ყოფილმა გამგებელმა მამუკა დანელიამ.
გურიის მხარის მუნიციპალიტეტებში 2014 წლის პირველ ხუთ თვეში პრემიის სახით ჯამში 580 ათას ლარზე მეტი გაიცა (იხილეთ გარფიკი N2), ყველაზე მეტი მოცულობით პრემია გაიცა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში - 205 თანამშრომლეზე 262 875 ლარი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 210 თანამშრომლეზე 103 097 ლარი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში კი 191 თანამშრომლეზე 214 060 ლარი. გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში პრემია არ მიუღიათ. ლანჩხუთის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიგინეშივლმა 2014 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით პრემია ერთხელ აიღეს, ორვემ თანაბარი 2650 ლარის ოდენობით. ამავე პერიოდში ორჯერ მიიღეს პრემია ჩოხატაურის გამგებელემა თამაზ ჯინჭარაზემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ანტონ ხუნდაძემ 5300/5300 ლარის ოდენობით.
აჭარის თვითმმართველობებში, კერძოდ - ხულოს, ქედას, ხელვაჩაურისა და ქობულეთის გამგეობასა და ბათუმის მერიაში 2014 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით პრემიის სახით ჯამში 1 861 197 ლარი გაიცა, (იხილეთ გრაფიკი N3) ამათგან ყველაზე მეტი - 1 მილიონ ლარზე მეტი პრემიის სახით ბათუმის მერიის 471 თანამშრომელმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ ბათუმის მერიაში პრემია ხუთივე თვეს იქნა გაცემული. რაც შეეხება ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელს გიორგი ერმაკოვს მან 2014 წლის მარტიდან მაისი ჩათვლით პრემიის სახით 5535 ლარი მიიღო, მისმა წინამორმედბა ჯემალ ანანიძემ კი 2014 წლის იანვარში 2250 ლარი. 2014 წლის იანვრიდან მაისი ჩათვლით პრემია 5300 ლარის ოდენობით მიიღეს ხულოსა და ქობულეთის გამგებლებმა. ამავე პერიოდში ხელვაჩაურის გამგებლის ნადიმ ვარშანიძის პრემიამ 4505 ლარი შეადგინა, ქედის გამგებელმა დავით დუბაძემ კი 3975 ლარის მოცულობის პრემია მიიღო.
რაც შეეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლის უმაღლეს საბჭოს, პრემია ხუთჯერ, 2014 წლის ინავარიდან მაისის ჩათვლით ყოველ თვეს იქნა გაცემული, 98 თანამშრომელზე გაცემულმა პრემიის მოცულობამ ჯამში 333 158 ლარი შეადგინა, სამინისტროებსა და ცალკეულ უწყებებში კი ოთხჯერ, იანვრიდან აპრილის ჩათვლით იქნა გაცემული. ყველაზე დიდი ოდენობით პრემია აჭარის ა.რ. მთავრობაში გაიცა - 124 თანამშრომელზე 358 044 ლარი, მათ შორის აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ 2014 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით პრემიის სახით ჯამში 8650 ლარი მიიღო. ამავე პერიოდში განათლების, სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის მინისტრებმა თანაბარი ოდენობის პრემია 8160/8160 ლარი მიიღეს. აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტმა დავით ბალაძემ კი პრემიის სახით 7140 ლარი მიიღო.
უმაღლესი საბჭოს მიერ ჩვენთვის გამოგზავნილ დოკუმენტში მითითებულია, რომ უმაღლესი საბჭოს წევრებს თანამდებობრივ სარგოსთან ერთად მიღებული აქვთ “უსწ კომპენსაცია”(უმაღლესი საბჭოს წევრობისთვის კომპენსაცია). აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის თანახად, საბჭო უფლებამოსილია განსაზღვროს უმაღლესი საბჭოს წევრების სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ფულადი ანაზღაურების ოდენობა. აღნიშნული ოდენობა ემთხვევა “უსწ კომპენსაციისთვის” გაცემულ თანხებს, რაც ქმნის ბუნდოვანებას და გაურკვეველია თუ რატომ უწოდებს აჭარის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ფულადი ანაზღაურებას კომპენსაციას.
ავთანდილ ბერიძემ, რომლის აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეა 2014 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით თანამდებობრივი სარგოს გარდა (ჯამში 15 000 ლარი) უმაღესი საბჭოს წევრობისთვის კომპენსაციის სახით 13 750 ლარი მიიღო. ამავე პერიოდში აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ მედეა ვასამემ თანამდებობრივი სარგოს გარდა (5 თვეზე ჯამში 11 750 ლარი) უმაღლესი საბჭოს წევრობისთვის კომპენსაციის სახით 11 750 ლარი მიიღო, ისევე როგორც უმღალესი საბჭოს სხვა წევრებმა: ანზორ თხილაიშვილმა, ალექსანდრე ჩიტიშვილმა, თემურ კახიძემ, ირაკლი ჯაშმა, აკაკი ძნელაძემ, დავით ბაციკაძემ, გიორგი მასალკინმა, ჯემალ ფუტკარაძემ, სულხან ღლონტმა. აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს დანარჩენ წევრებს: მერაბ აბაშიძეს, მურმან ბერიძეს,თემურ ბოლქვაძეს, ასმათ დიასამიძეს, პეტრე ზამბახიძე, ეკატერინე თარგამაძეს, სვეტლანა კუდბას და მიხეილ მჟავანაძეს თანაბარი ოდენობის თანამდებობრივი სარგოს (5 თვეზე 9 750 ლარი) გარდა უმაღლესი საბჭოს წევრობისთვის კომპენსაციის სახით თითოეულს 10 750 ლარი აქვთ მიღებული. (იხილეთ გაფიკი N4)
გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ მოგვაწოდეს ქუთაისის მერიამ, ხონის, ვანისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების გამგეობებმა, ასევე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ და საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობებმა და საკრებულომ. გარდა ამისა,
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებზე 2014 წლის პირველ სამ თვეში ჯამში 18 560 ლარი იქნა გაცემული;
- ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მონაცემები მოწოდებულია იმგვარად, რომ გამოყოფილი არ არის ხელფასის და პრემიის ოდენობა, ხელფასისა და პრემიის სახით კი ჯამში 109 680 ლარი იქნა გაცემული;
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალური წერილის თანახმად, გამგეობის თანამშრომლებზე პრემია არ გაცემულა, თუმცა ხელფასების ასახული მონაცემები აღემატება საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს #726 ბრძანებით შესაბამისი თანამდებობებისთვის განსაზღვრული სარგოების მაქსიმალურ ოდენობას და აჩენს ეჭვის საფუძველს, რომ ინფორმაცია არაზუსტადაა მოწოდებული.
2014 წლის იანვარი-მარტში პრემიები არ გაცემულა ზესტანოფის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, თერჯოლისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების გამგეობასა და საკრებულოში. ქვემოჩამოთვილთაგან ყველაზე დიდი მოცულობის პრემია ქუთაისი საკრებულოში გაიცა, დაახლოებით 70 თანამაშრომელზე 97 850 ლარი, მათ შორის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ თამაზ მარგველაშვილმა პრემიის სახით იანვარში 2 700 ლარი აიღო, იგი თანამდებობიდან 2014 წლის თებერვალში გადადგა. სხვა მუნიციპალიტეტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ გრაფიკში N5.
მიმდინარე წლის 26 ივნის საქართველოს მთვრობამ მიიღო დადგენილება საჯარო უწყებებში პრემიების გაცემის წესის დარეგულირების შესახებ. თუმცა აღნიშნული წესი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე არ გავრცელდება. სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა ეკატერინე ქარდავამ განაცხადა, რომ არის რეკომენდაცია, რომ მათაც მიიღონ შესაბამისი დადგენილება პრემიების წესის შესახებ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ პოზიციით ხელისუფლების ასეთი მიდგომა არასწორია. პრემიების გაცემის წესი არა მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, არამედ კომპლექსურად - ყველა საჯარო უწყებაზე, მათ შორის ადილობრივ თვითმმართველობაზეც უნდა გავრცელდეს. საკითხისადმი არაუნიფიცირებული მიდგომა გამოიწვევს ფინანსური რესურსების მართვის სხვადასხვა პრაქტიკის ჩამოყალიბებას, რაც პრემირებისა და დანამატების გაცემის არსებულ სისტემას უფრო გაუმართავს გახდის.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიმართავს საქართველოს მთავრობას აღნიშნული წესი გაავრცელოს ადგილობრივ თვითმმართველობებზეც. თუკი აღნიშნული რეკომენდაცია არ იქნა მთავრობის მიერ გათვალისწინებული მოვუწოდებთ მუნიციპალიტეტებს გაითვალისწინონ მთავრობის რეკომენდაცია და უახლოებს ხანებში, თვითონვე დაარეგულირონ პრემიის გაცემის წესი - ამ მიზნით ადგილობრივ ხელისუფლებას ვთავაზობთ კონკრეტულ მექანიზმს საჯარო მოხელეთა და თანამდებობის პირთა პრემირების სისტემის მოსაწესრიგებლად.
- დაწესდეს საჯარო მოხელეთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების კრიტერიუმები, რათა მოხელეზე გაცემული პრემია მის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის შესაბამისი იყოს
- მოხდეს მხოლოდ იმ თანამშრომელთა წახალისება, რომლებიც გამორჩეულად კარგად ართმევენ თავს მათზე დაკისრებულ უფლებამოსილებებს. გადაწყვეტილება პრემირების შესახებ უნდა მიიღებოდეს ინდივიდუალურად, თითოეულ მოხელეზე
- პრემირების პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, დასაბუთებული საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის შემთხვევაში, საჯარო დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ საჯარო მოხელეთა პრემირების გადაწყვეტილებების განსაჯაროება
- ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხლეებზე და თანამდებობის პირებზე პრემია გაიცეს წელიწადში მაქსიმუმ სამჯერ.
ვფიქრობთ, რომ წარმოდგენილი მეთოდით პრემიის გაცემის დარეგულირება მნიშვნელოვანწილად მოაგვარებს არსებულ მანკიერ პრაქტიკას და ამავდროულად ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ფინანსური რესურსების ეკონომიასა და ხარჯვის გამჭვირვალობას.