"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციათა მხარდაჭერით, თხოვნით მიმართავს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დევნილთა საკითხების მართვის კომიტეტში ადგილის დასაბრუნებლად

Print this pagePrint this pageSend

ქ. თბილისში დევნილთა საკითხებზე მომუშავე შვიდი ყველაზე აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო " თხოვნით მიმართავს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, რათა ნება დართოს დევნილთა საკითხების მართვის კომიტეტის ყველა იმ სხდომაზე დასასწრებად, რომელიც გაიმართება 2010 წლის 1 ოქტომბრამდე.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მოთხოვნით იმ ადგილობრივმა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა (ცალ-ცალკე), რომლებიც დევნილთა საკითხებზე მუშაობენ, თითო წარმომადგენელი უნდა შეარჩიონ დევნილთა საკითხების მართვის კომიტეტში მონაწილეობის მისაღებად. ამ მოთხოვნის შესაბამისად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” შეიმუშავა განმარტებითი ბარათი, რომელიც მიზნად ისახავს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს”, როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარდგინებას, დევნილთა საკითხების მართვის კომიტეტის წევრობის უფლების აღსადგენად და მისი როლის განსაზღვრას ამ კომიტეტის საქმიანობაში.

ამ საკითხის განსახილველად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” დაუკავშირდა ქ. თბილისში დევნილთა საკითხებზე მომუშავე რვა ყველაზე აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციის უფროს წარმომადგენლებს:

1. დევნილ ქალთა ასოციაცია „თანხმობა”
2. არასამთავრობო ორგანიზაცია „დაეხმარე საკუთარ თავს”
3. სოციალური პროგრამების ფონდი
4. კონსტიტუციის 42-ე მუხლი
5. დევნილთა უფლებების კოალიცია
6. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
7. სამოქალაქო განვითარების სააგენტო
8. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი”

2010 წლის 16 აგვისტოს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ზემოთაღნიშნული ორგანიზაციები მიიწვია შეხვედრაზე განმარტებით ბარათთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად. ზაფხულის არდადეგების გამო, მხოლოდ ორმა ორგანიზაციამ შეძლო ამ შეხვედრაზე მოსვლა (დევნილ ქალთა ასოციაცია „თანხმობამ” და არასამთავრობო ორგანიზაციამ „დაეხმარე საკუთარ თავს”), თუმცა შემდგომი სატელეფონო ზარებისა და ელ-ფოსტის მეშვეობით კიდევ ხუთმა სხვა ორგანიზაციამ დაუჭირა მხარი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს~, როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის დროებით წარდგინებას, დევნილთა საკითხების მართვის კომიტეტის სხდომებში მონაწილეობის მისაღებად. ამ დროისათვის, ვერ მოხერხდა კონსტიტუტციის 42-ე მუხლთან დაკავშირება.

აღნიშნული წარდგინება არის დროებითი და ძალაშია ამა წლის სექტემბრის ბოლომდე. სექტემბერში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” კვლავაც გააგრძელებს ამ საკითხის განხილვას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების უფრო ფართომაშტაბიან შეხვედრაზე, ასევე დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის შეხვედრაზეც, რომელიც დაგეგმილია 2010 წლის 10 სექტემბერს. სექტემბრის ბოლოს, ჩვენ ველით საბოლოო გადაწყვეტილებას დევნილთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა თანამეგობრობისგან დევნილთა საკითხების მართვის კომიტეტში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარდგინებასთან დაკავშირებით. ეს შეიძლება იყოს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”, ან რომელიმე სხვა ორგანიზაცია.

განმარტება: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროექტი „დახმარების ეფექტურობის ხელშეწყობა”, მეორე ფაზა, ხორციელდება ფონდის ღია საზოგადოება – საქართველო დაფინანსებით.

საკონტაქტო პირი: ლაშა გოგიძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”,
lasha@transparency.ge,
(995) 99 795 987