ძიება :  Click to Search
 ჩვენს შესახებ
 საქმიანობა
 პუბლიკაციები
 რესურსცენტრი
 დაგვიკავშირდით
ახალი ამბები
 გამოკითხვა
 
როგორ შეაფასებდით საქართველოს ხელისუფლების ანტიკორუფციულ პოლიტიკას?
ძირითადი აქცენტი კეთდება კორუფციული ფაქტების გამოვლენაზე და დამნაშავეთა დასჯაზე
ძირითადი აქცენტი კეთდება პრევენციული ზომების მიღებაზე და ძლიერი ინსტიტუტების შექმნაზე
აქცენტი კეთდება როგორც რეპრესიულ, ასევე პრევენციულ ზომებზე
399

 რეგისტრაცია
  დარეგისტრირდით რომ მიიღოთ პერიოდული ინფორმაცია საქართველოში კორუფციის შესახებ
  ელ–ფოსტის მისამართი:
   



 

 

 
 
ართულ არასამთავრობო ორგანიზაციათა მემორანდუმი 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარების ხელშეწყობის შესახებ 2010-02-02

ვაცნობიერებთ, რა 2010 წლის ადგილობრივი  თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების დემოკრატიულად წარმართვისა და სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით, საქართველოში მოქმედი, ქვემოთ ხელისმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები  ვაცხადებთ მაქსიმალურ მზადყოფნას, ხელი შევუწყოთ  არჩევნების თავისუფალ, კონკურენტულ, სამართლებრივ და სტაბილურ გარემოში ჩატარებას.

ამ მიზნის მისაღწევად:

1. აქტიურად ვითანამშრომლებთ ერთმანეთთან წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და არჩევნების დღის შემდეგ, რათა ვიმოქმედოთ კოორდინირებულად და უზრუნველვყოთ მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაციის ეფექტიანი გაცვლა, შეჯერება და გავრცელება.

3. აქტიურად ვითანამშრომლებთ უცხოურ და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან, რათა  მივაწოდოთ მათ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია საქართველოს საარჩევნო სისტემაში არსებული ხარვეზებისა და რისკების და ჩვენს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგების შესახებ. 

4. გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ გზას დარღვევების დაფიქსირების და მათზე რეაგირების და ამ საკითხთან მიმართებაში საზოგადოების სრულყოფილად და ობიექტურად ინფორმირების მიზნით.

5. კონსტრუქციულ ურთიერთობას დავამყარებთ საარჩევნო ადმინისტრაციასთან, საარჩევნო სუბიექტებთან და საარჩევნო პროცესებში ჩართულ სხვა მხარეებთან და ვიმოქმედებთ მიუკერძოებლად.

ხელისმომწერები

1. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" - თამარ ხიდაშელი
2. "სამართალი და თავისუფლება" - ირაკლი სესიაშვილი
3. "სამართლის უზენაესობის სამართლებრივი ტრიბუნალი" -ნინო გვენეტაძე
4. "კანონი ხალხისთვის" - ზაქარია ქუცნაშვილი
5. "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" -ეკა სირაძე
6. "მრავალეროვანი საქართველო" - არნოლდ სტეფანიანი
7. "ადამიანის უფლებათა ცენტრი" - უჩა ნანუაშვილი
8. "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" - მანანა კობახიძე
9. "სამოქალაქო ფორუმი" - ჯონი კვინიკაძე
10."საზოგადოებრივი დამცველი" - ირინა ფუტკარაძე
11."სახალხო დიპლომატიის კავკასიური ცენტრი" -არინა თავაქარაშვილი
12. "საქართველოს პატიმართა თანამეგობრობა" -=ლალი აფციაური
13. "თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაცია" - კახაბერ სოფრომაძე
14. "ქალები საუნივერსიტეტო განათლებით" - თამარ კიკნაძე
15. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"  - თამარ ქაროსანიძე
16. "მედია მონიტორინგის ცენტრი" – თეონა აქუბარდია
17. "საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია"  -  ია მამალაძე
18. "მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირი" -  მანანა მებუკე
19. "ჯანმრთელი სამყარო" - ზურაბ ფუტკარაძე
20. "სამართლიანი სახელმწიფო" - ნიკოლოზ გვენეტაძე
21. "დემოკრატიული ინსტიტუტი" - გიორგი თოფურია
22. "საქართველოს ადვოკატთა პროფკავშირები" - ნათია კორკოტაძე
23. საზოგადოებრივი კავშირი "თემი" - ზაალ მამალაძე, დავით ჩხიკვაძე
24."კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ქსელი" - ალექსი შოშიკელაშვილი
25. "გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი" - თენგიზ ფხალაძე

 დაწვრილებით

ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს ბატონ მიხეილ სააკაშვილს 2010-01-18

18 იანვარი, 2010 წ.

საქართველოს პრეზიდენტს ბატონ მიხეილ სააკაშვილს:

2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლებული არჩევნები საქართველოს შიგნით და მის გარეთ კიდევ ერთ ტესტად აღიქმება იმისა, თუ რამდენად მზად არის საქართველოს ხელისუფლება და ზოგადად, ქვეყნის პოლიტიკური სპექტრი, ჩაატაროს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და ხელი შეუწყოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას. მმართველი პარტიისა და პრეზიდენტის ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციური წევრებისთვის წარსადგენ კომიისიის თავმჯდომარეობის კანდიდატებს პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეთანხმებით შეარჩევდა, პოზიტიურად შეფასდა, მაგრამ იმ 27 ორგანიზაციას , რომლებმაც საერთო კანდიდატი შემოგთავაზეთ, თქვენს მიერ საბოლოოდ შერჩეულ სამ კანდიდატთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა გვაქვს, კერძოდ: 
     
1. რატომ გადაწყვიტეთ შეგერჩიათ ის კანდიდატები, რომლებიც თითო-თითო არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ იყვნენ დასახელებულები და გამოგერიცხათ კანდიდატი, რომელსაც 27-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ დაუჭირა მხარი? შეგახსენებთ, რომ ამ 27 არასამთავრობო ორგანიზაციათა შორის არიან ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი სფერო არჩევნების მონიტორინგი და საარჩევნო პროცესის სამართლიანობის ხელშეწყობაა.


2. თქვენმა პრეს-სპიკერმა საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია თქვენს მიერ შერჩეული კანდიდატების განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ, მაგრამ ჩვენთვის დღემდე უცნობი რჩება, თუ რა მხრივ იყო არასაკმარისი ჩვენს მიერ დასახელებული კანდიდატს განათლება და საარჩევნო გამოცდილება, განსაკუთრებით, არჩევნებთან მიმართებაში და თქვენს მიერ შერჩეულ კანდიდატებთან შედარებით.


3. რატომ შეარჩიეთ ერთ-ერთ კანდიდატად ბატონი ლევან თარხნიშვილი, რომლის გადაყენებაც ოპოზიციის დიდი ნაწილის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, როცა 2009 წლის 20 ივლისის საპარლამენტო გამოსვლაში აღნიშნეთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარე ძირითად პოლიტიკურ სუბიექტებს შორის ფართო შეთანხმების საფუძველზე შეირჩეოდა?

გთხოვთ, გაგვაცნოთ თქვენი მოსაზრებები ამ კითხვებთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, ამ საკითხების გარკვევა დადებითად იმოქმედებს მომავალი არჩევნების მიმართ ქართული და საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულებაზე.


წინასწარ მადლობას გიხდით ყურადღებისა და თანამშრომლობისთვის.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
მრავალეროვანი საქართველო

 დაწვრილებით

`საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პასუხი პრეზიდენტის კორუფციასთან ბრძოლის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე 2009-12-10

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 8 დეკემბერს განაცხადა, რომ საქართველო კორუფციასთან ბრძოლის კუთხით გახდა "ნომერ პირველი" ქვეყანაა მსოფლიოში. ეს განცხადება ეროვნული ტელეარხის საშუალებით გადაიცა.


Civil.ge-ს მიხედვით, სააკაშვილმა განაცხადა: "მე მიმაჩნია, რომ მათი ("საერთაშორისო გამჭვირვალობის") შეფასება კიდევ არაობიექტურია იმიტომ, რომ ბევრად მეტია პროგრესი, ვიდრე ისინი წარმოსახავენ, მაგრამ ისინიც კი აღიარებენ, რომ ჩვენ ვართ ნომერ პირველი მებრძოლი კორუფციასთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით.”

 დაწვრილებით

ტელევიზიები საქართველოში - მფლობელები, მაკონტროლებლები და საკანონმდებლო გარემო 2009-11-20
ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (ENP) სამოქმედო გეგმით საქართველომ აიღო ვალდებულება, გაეუმჯობესებინა მედიის, როგორც დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის განვითრებისათვის საჭირო ერთ-ერთი ძირითადი ინსტიტუტის, თავისუფლების ხარისხი. მიმდინარე წლის შემოდგომის ბოლოს ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ფუნდამენტური თავისუფლებები, მათ შორის, "აზრის გამოხატვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება საქართველოსთან ორმხრივი დიალოგის პროცესში მნიშვნელოვანი კომპონენტებია".
 დაწვრილებით

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” 2009 წლის კორუფციის აღქმის ინდექსს აქვეყნებს 2009-11-17

17 ნოემბერი 2009 – თბილისი, საქართველო – კორუფციის დონე საქართველოში მცირედით შემცირდა “საერთაშორისო გამჭვირვალობის” (TI) 2009 წლის “კორუფციის აღქმის ინდექსის” (CPI) შედეგების მიხედვით.

“კორუფციის აღქმის ინდექსი” შემუშავდა და გამოქვეყნდა “საერთაშორისო გამჭვირვალობის” სათავო (ბერლინის) ოფისის მიერ. საქართველოს ინდექსი ეყრდნობა ექვსი ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციის და ფინანსური ინსტიტუტის მიერ 2008-2009 წლებში ჩატარებული შვიდი კვლევის შედეგებს[1], რომლის მიხედვითაც საქართველო 180 ქვეყნიდან 66-ე ადგილზე გავიდა და 4.1 ქულა მიიღო[2]. გასულ წელს საქართველოს ქულა 3.9 იყო.

 დაწვრილებით

კომენტარი რუსთავი 2-ისა და იმედის 28 ოქტომბრის სიუჟეტებზე 2009-10-30

28 ოქტომბერს ტელეკომპანია "იმედისა" და სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" საღამოს საინფორმაციო გამოშვებებმა გარკვეული უზუსტობებით გააშუქეს "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მიერ 2008 წელს გამოქვეყნებული "კორუფციის აღქმის ინდექსი" (CPI). ინფორმაციის დასაზუსტებლად არა ერთი სახელმწიფო დაწესებულება და საერთაშორისო ორგანიზაცია დაგვიკავშირდა, ამიტომ უფრო ვრცლად გაგაცნობთ ჩვენი ორგანიზაციის შენიშვნებს ამ სიუჟეტებთან დაკავშირებით.

 

 დაწვრილებით

საერთაშორისო ფინანსური დახმარების გამჭვირვალობა 2009-10-23
ბრიუსელის დონორთა კონფერენციიდან ერთი წლის შემდეგ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" წარმოგიდგენთ პუბლიკაციას, რომელიც აერთიანებს ყველა ინ ანგარიშსა და პრესრელიზს, რაც ორგანიზაციამ იძულებით გადაადგილებული პირებისათვის საერთაშორისო დახმარების განაწილების მონიტორინგისას მოამზადა. პროექტი დაფინანსებულია ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" მიერ.
 დაწვრილებით

ხუთლარიანი სადაზვევო პოლისი 2009-09-14

2008 წლის 12 თებერვალს, პარლამენტისადმი ყოველწლიური მიმართვის დროს პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა სახელმწიფოს მიერ თანადაფინასებული ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი სქემის ამოქმედების შესახებ.  ხსენებული სქემა პოტენციურად ვრცელდება იმ ერთ მილიონ ადამიანზე, რომლებიც მთავრობის მიერ განხორციელებული სხვა უფასო სქემებით ვერ სარგებლობენ. შემოთავაზებული პაკეტი მოიცავს ძირითად რისკებს და სამი ნაწილისგან შედგება - უბედური შემთხვევის შედეგად საჭირო სამედიცინო მომსახურება, გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება და გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება. პოლისის ფასი თვეში 5 ლარია, საიდანაც 3,35 ლარს სახელმწიფო იხდის.

 დაწვრილებით

საქართველოს საარჩევნო სისტემა: ძირითადი გამოწვევები 2009-07-24

საარჩევნო სისტემის ნაკლოვანებები კვლავაც რჩება საქართველოში პოლიტიკური არასტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვან პოტენციურ წყაროდ. 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სისტემისადმი ნდობის ნაკლებობამ საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია, ხოლო 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ოპოზიციური პარტიების ერთმა ნაწილმა მოპოვებულ მანდატებზე თქვა უარი. გარდა ამისა, შეიძლება ითქვას, რომ გასულ წელს გამართულ არჩევნებთან დაკავშირებულმა დაპირისპირებამ გარკვეულწილად 2009 წლის გაზაფხულის პოლიტიკური დაძაბულობის წარმოქმნასაც შეუწყო ხელი.

 დაწვრილებით

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" მიესალმება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დევნილთა კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას 2009-07-22

თბილისი, 2009 წლის 22 ივლისი – "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დევნილთა კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას მიესალმება და ამ პროცესის მონაწილე სხვა სახელმწიფო სტრუქტურებს მოუწოდებს, მათაც უზრუნველყონ თავიანთი საქმიანობის გამჭვირვალობა. მუნიციპალური განვითარების ფონდმა თავის ვებგვერდზე განათავსა ქართულენოვანი ცხრილი, სადაც დეტალურადაა წარმოდგენილი, თუ რა თანხაა გამოყოფილი თითოეული კოლექტიური ცენტრის რეაბილიტაციისთვის, რომელი სამშენებლო კომპანიები მუშაობენ ამ ცენტრების შეკეთებაზე, რა სახის სამუშაოები უნდა ჩაატარონ მათ და რა ვადებში. ცხრილში მითითებულია სამშენებლო კომპანიების საკონტაქტო ინფორმაცია და კოლექტიური ცენტრების ზუსტი მისამართებიც. ამ დოკუმენტის თანახმად, დღეისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდს 75 მილიონი ლარის საერთო ღირებულების 86 კონტრაქტი აქვს დადებული. 17 კოლექტიური ცენტრი უკვე სრულად არის რეაბილიტირებული.

 დაწვრილებით

სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი განცხადება კანონპროექტზე მანიფესტაციების შესახებ 2009-07-16

2009 წ. 11 ივლისს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის", "პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის", და "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" ცვლილებები და დამატებები.

ჩვენი აზრით, საკანონმდებლო ცვლილებათა ეს პაკეტი, უკან გადადგმული ნაბიჯია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე, რადგან:

• ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ზრდის ადმინისტრაციული პატიმრობის ვადას;
• აწესებს განსაკუთრებით მკაცრ სანქციებს საზოგადოებრივად ნაკლებად საშიში სამართალდარღვევებისთვის;
• სათანადო რეგულირების გარეშე შემოაქვს არალეტალური იარაღის გამოყენების შესაძლებლობა, რითაც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;
• არაპროპორციულად ზღუდავს მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლებას.

ამ ცვლილებებისა და დამატებების მიღება დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში მიანიშნებს, რომ ხელისუფლება არათუ ცდილობს დიალოგის, თანამშრომლობისა და კომპრომისის გზით მოაგვაროს ქვეყანაში შექმნილი კრიზისი, არამედ პირიქით - ამწვავებს დაპირისპირებას და ქმნის ძალადობის ესკალაციის საფრთხეს.

ჩვენ მოვუწოდებთ:
საქართველოს ხელისუფლებას: შეაჩეროს აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებათა  მიღება არსებული ფორმით

ქართულ საზოგადოებას: წინ აღუდგეს სამოქალაქო თავისუფლებათა შეზღუდვის მცდელობას

საერთაშორისო ორგანიზაციებს: აქტიურად ჩაერთონ საკანონმდებლო ცვლილებების  სამართლებრივი შეფასების პროცესში

მედიას: უზრუნველყოს ფართო საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით

თბილისი
14 ივლისი, 2009 წელი

ხელმომწერები:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო
ევროპული ინტეგრაციის ფორუმი
საერთო სამოქალაქო მოძრაობა ”მრავალეროვანი საქართველო”
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
განათლების ეროვნული კავშირი
კავშირი 21-ე საუკუნე
საქართველოს იურისტთა გაერთიანება
კავკასიის ქალთა ქსელი
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

ელისო ჩაფიძე-ჟურნალისტი
ლაშა ტუღუში - ჟურნალისტი
ნინო ნექიშვილი - ჟურნალისტი
ანი მიროტაძე - ჟურნალისტი
მარინე ჩიტაშვილი - ფსიქოლოგი, თსუ-ს პროფესორი 
ლევან ადეიშვილი - ადვოკატი

 

 დაწვრილებით

ფინანსთა სამინისტრო საერთაშორისო ფინანსური დახმარების განახლებულ ცხრილს აქვეყნებს 2009-07-07

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" მიესალმება ფინანსთა სამინისტროს მიერ საერთაშორისო ფინანსური დახმარების გამჭვირვალობის პრინციპის დაცვას

თბილისი, 7 ივლისი, 2009 წ. – "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" კიდევ ერთხელ დადებითად შეაფასა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მცდელობა, საზოგადოებას დონორების მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდოს. ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ახალ დოკუმენტში დეტალურადაა ასახული ბრუსელის კონფერენციაზე განხილული "ერთობლივი საჭიროებათა შეფასების დოკუმენტის" ფარგლებში დღეის მდგომარეობით რა თანხებია დამტკიცებული და გადმორიცხული.

გასულ წელს "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" "საჭიროებათა შეფასების ერთობლივი დოკუმენტის" მომზადების პროცესი და ბრუსელში გამართული დონორთა კონფერენცია გააკრიტიკა იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტი და სამოქალაქო საზოგადოება მათში ჩართული არ იყო. ფინანსთა სამინისტრო განსხვავებულად მოქმედებს – ის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან რეგულარულ შეხვედრებს მართავს და დონორებთან მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას პერიოდულად ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს.

"ამ სახის ინფორმაციის გამოქვეყნება დახმარების პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს", – აღნიშნა "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა თამუნა ქაროსანიძემ, – "იმედი გვაქვს, ფინანსთა სამინისტროს მაგალითს სხვა სახელისუფლებო სტრუქტურები და დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციებიც მიბაძავენ და საზოგადოებას იმის შესახებაც მიაწოდებენ ამომწურავ და ობიექტურ ინფორმაციას, თუ როგორ იხარჯება გამოყოფილი თანხები". 

 დაწვრილებით

გლობალური კორუფციის ბარომეტრი 2009 2009-06-03
  • 2005 და 2007 წლების მსგავსად, 2009 წელს გამოკითხულმა საქართველოს მოქალაქეებმა დემოკრატიულ ინსტიტუტებს შორის ყველაზე ნაკლები ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ გამოხატეს
  • ზოგადად, ხელისუფლების მიერ ანტიკორუფციული მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯები გამოკითხულთა 57%-მა დადებითად შეაფასა

სასწრაფოდ გავრცელებისთვის: 3 ივნისი, 2009 წ.

თბილისი, საქართველო – დღეს "საერთაშორისო გამჭვირვალობის” ბერლინის ოფისმა (სამდივნომ) საერთაშორისო კვლევის – "გლობალური კორუფციის ბარომეტრის” – 2009 წლის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა 69 ქვეყანაში ჩატარდა და მასში მონაწილეობა თხუთმეტ წელს გადაცილებულმა 73 132-მა რესპონდენტმა მიიღო.

"გლობალური კორფუციის ბარომეტრის” მიზანია განსაზღვროს, (ა) მოქალაქეების შეფასებით, მათ ქვეყნებში რამდენად გავრცელებულია კორუფცია ისეთ მნიშნელოვან სფეროებში, როგორიცაა სასამართლო, მედია, პარლამენტი, პოლიტიკური პარტიები, საჯარო სამსახური და კერძო სექტორი, (ბ) როგორ აფასებენ ისინი ხელისუფლების მიერ წარმოებულ ანტიკორუფციულ კამპანიას, (გ) რამდენად ხშირად უწევთ ქრთამის გადახდა და (დ) რამდენად არიან მზად, რომ პროდუქცია შედარებით მეტ ფასად იმ კომპანიებისგან შეიძინონ, რომლებიც გამჭვირვალე და სუფთა ბიზნესს ეწევა.

 დაწვრილებით

ანგარიშვალდებულება ბენეფიციარების მიმართ 2009-05-04

ამ ანგარიშში განხილულია საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მათი ბენეფიციარების მიმართ აღებული ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ვალდებულებები. ანგარიშის მიზანია, (ა) ამ ორგანიზაციებს შეახსენოს მათ მიერ აღებული ვალდებულებები, (ბ) ბენეფიციარებს გააცნოს ეს ვალდებულებები და ხელი შეუწყოს მათ დაცვას და (გ) საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია გასაჩივრების პროცედურებზე იმ შემთხვევებისთვის, როცა კონკრეტული საერთაშორისო ორგანიზაცია აღებულ ვალდებულებას არ ასრულებს.

 დაწვრილებით

სურსათის უვნებლობა საქართველოში 2009-04-28
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" გამოაქვეყნა ახალი ანგარიში, რომელიც ირლანდიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამის (საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების მონიტორინგის პროგრამა) ფარგლებში მომზადდა. ანგარიშში მიმოხილულია საქართველოში სურსათის უვნებლობის სისტემა. ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის თანახმად, საქართველო ვალდებულებულია სურსათის უვნებლობის სფეროში ევროპული სტანდარტები დააწესოს. 
 დაწვრილებით

საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარება:ინტერნეტი, როგორც საქართველოს მოქალაქეთა გაძლიერების საშუალება 2009-04-23

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 38 ქვეყანამ და 15 საერთაშორისო ინსტიტუტმა საქართველოს დახმარების სახით დაახლოებით 4,55 მლრდ. აშშ დოლარი აღუთქვა, რაც საქართველოს თითოეულ მაცხოვრებელზე დაახლოებით 1000 აშშ დოლარს უდრის. დახმარების 95% 12 დონორზე მოდის. `საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს~ მიზანია, უზრუნველყოს დახმარების პროცესის გამჭვირვალობა და თავად დონორების ანგარიშვალდებულება, რათა საქართველოს მოქალაქეებმა მართლაც ისარგებლონ გამოყოფილი დახმარებით.

საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი დიდი არ არის, მაგრამ დონორები, რომლებიც საქართველოსთვის გაწეული დახმარების შესახებ ინფორმაციას ინტერნეტში განათავსებენ, ძალზედ სასარგებლო ინსტრუმენტს აძლევენ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და თვით მთავრობის წარმომადგენლებსაც კი, რადგანაც მათ საშუალება ეძლევათ, რომ გაავრცელონ ეს ინფორმაცია და აუხსნან საზოგადოებას, თუ როგორ უნდა გააუმჯობესოს დონორების მიერ გამოყოფილმა თანხებმა დახმარების მიმღებთა ცხოვრება.

 დაწვრილებით

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მიესალმება მთავრობის გადაწყვეტილებას, დევნილთა განსახლების საკითხების გადაწყვეტაში დაინტერესებული მხარეები ჩართოს და მოუწოდებს მას, ამისთვის მეტი დრო გამოყოს 2009-04-15

თბილისი, 15 აპრილი, 2009 წ. – დღეს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მიესალმა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილებას, გამოაქვეყნოს იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის პროექტი და ამ გზით ხელი შეუწყოს ამ საკითხზე საჯარო დისკუსიისა და კონსულტაციების გამართვას. სამოქმედო გეგმის მიღება უახლოეს მომავალში იგეგმება. მისი ძირითადი მიზანი 2012 წლამდე დაახლოებით 200 000 დევნილის საცხოვრებელი პირობების პრობლემის გრძელვადიანი გადაწყვეტაა, რაზეც 1.6 მილიარდამდე ლარი (დაახლოებით 1 მილიარდი აშშ დოლარი) უნდა დაიხარჯოს. სამოქმედო გეგმის თანახმად, გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზეთიდან და ოსეთიდან დევნილთაგან 100 000 პირი ჯერ კიდევ უმძიმეს პირობებში – საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მდებარე კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში ცხოვრობს.

 დაწვრილებით

იძულებით გადაადგილებული პირები - არსებული პრობლემები 2009-04-03

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აგრძელებს საქართველოსთვის 2008 წლის აგვისტოს სამხედრო კონფლიქტის შემდეგ გამოყოფილი საერთაშორისო ფინანსური დახმარების მონიტორინგს.

 ამჯერად გთავაზობთ ანგარიშს, რომელიც იძულებით გადაადგილებული პირების პრობლემებს მიმოიხილავს. დოკუმენტი დევნილებთან ჩატარებული ინტერვიუებისა და `საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს~ მონიტორინგის ჯგუფის მიერ ახალ დასახლებებში განხორციელებული ვიზიტების შედეგად მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

 ანგარიშის შესახებ კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე info@transparency.ge

 

 

 დაწვრილებით

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება 9 აპრილს დაგეგმილი საპროტესტო აქციის შესახებ 2009-04-03

2009 წლის 9 აპრილს ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საპროტესტო აქციას გეგმავენ. ამ აქციის მშვიდობიანად ჩატარებას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და სტაბილურობისთვის განსაკუთებით დიდი მნიშვნელობა აქვს.

ქვემოთ ხელისმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები მოვუწოდებთ:

საქართველოს ხელისუფლებას - დაიცვას და უზრუნველყოს მოქალაქეთა უფლება მონაწილეობა მიიღონ მშვიდობიან საპროტესტო აქციაში და მხედველობაში მიიღოს აქციის მონაწილეების მიერ წამოჭრილი საკითხები.

დემონსტრაციის ორგანიზატორებს - მათი მოწოდებები და ქმედება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონის მოთხოვნებს და უზრუნველყონ აქციის მშვიდობიანად ჩატარება.

მედიას - ზუსტად, ობიექტურად და დროულად გააშუქოს 9 აპრილს განვითარებული მოვლენები.

აქციის მონაწილეებს - რომ მათი ქმედება იყოს მშვიდობიანი, რათა არ გამოიწვიოს ძალადობის პროვოცირება.

გამოვთქვამთ იმედს, რომ საპროტესტო აქცია კანონის ფარგლებში ჩატარდება და არ იქნება განმეორებული 2007 წლის 7 ნოემბერს დაშვებული შეცდომები.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - GYLA
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED
საერთაშორისო გამჭვირვალობა, საქართველო - TI Georgia
ახალი თაობა ახალი ინიციატივა - nGnl

 დაწვრილებით

ანტიკორუფციული პოლიტიკა: სამოქალაქო საზოგადოების წარმომადეგნელბისა და ექსპერტების რეკომენდაციები 2009-03-31

მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში, საქართველოს მთავრობამ გააკეთა განცხადება ახალი ანტიკორუფციული საბჭოს დაარსების შესახებ. საბჭოს იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ხელმძღვანელობს და მისი ამოცანა მთავრობის ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განახლებაა.

 დაწვრილებით

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მიესალმება ევროკომისიის მიერ ფინანსური დახმარების გამჭვირვალობის პრინციპების დაცვას და მოუწოდებს მას, დემოკრატიული რეფორმის შეფასებისთვის კონკრეტული კრიტერიუმები შეიმუშაოს 2009-03-06

თბილისი, 6 მარტი, 2009 წელი – "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"  მიესალმება ევროკომისიის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გამოყოფის პოლიტიკური პირობების საჯაროობის შესახებ და აქვე გამოთქვამს წუხილს იმის გამო, რომ ამ პირობებს კონკრეტიკა აკლია.

 "ევროკომისიამ პოლიტიკური პირობების გამოქვეყნებით სხვა დონორ ორგანიზაციებსა და ქვეყნებს მკვეთრი და ხმამაღალი სიგნალი გაუგზავნა იმის შესახებ, რომ დახმარების პროცესი საზოგადოებისგან დამალული ინფორმაცია არ უნდა არსებობდეს"– აღნიშნა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა თამუნა ქაროსანიძემ.

 

 დაწვრილებით

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" მოუწოდებს გაეროს და სხვა დონორებს, დონორთა დახმარებების შესახებ მოლაპარაკებები ღია გახადონ 2009-02-26

თბილისი, 26 თებერვალი, 2009 წ. – "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" დღეს გაეროსა და დონორ ორგანიზაციებს მოუწოდა, რომ ადგილობრივ ორგანიზაციებს პარასკევს თბილისში დაგეგმილ შეხვედრაზე დასწრების საშუალება მისცეს. ამ შეხვედრაზე გაეროს წარმომადგენლები საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს იმის შესახებ მისცემენ რეკომენდაციებს, თუ რაზე უნდა დაიხარჯოს ბრუსელის დონორთა კონფერენციაზე დაპირებული დარჩენილი 1 მილიარდი აშშ დოლარი, რომელიც პრიორიტეტების მიხედვით ჯერ არ განაწილებულა. 

 

 დაწვრილებით

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ოფისში ანტიკორუფციული საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა 2009-02-13

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" ანტიკორუფციული საკონსულტაციო ცენტრი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში მოქალაქეების აქტიურ ჩართვას შეუწყობს ხელს

  • ნტიკორუფციული საკონსულტაციო ცენტრი ასევე გამოავლენს, თუ რომელ სფეროებში აწყდებიან მოქალაქეები ყველაზე ხშირად პრობლემებს და რომელი სახელმწიფო სტრუქტურები რეაგირებენ ამ პრობლემებზე  ყველაზე სწრაფად და ეფექტურად 

თბილისი, 13 თებერვალი, 2009 წ. - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ოფისში ფუნქციონირებას იწყებს ანტიკორუფციული საკონსულტაციო ცენტრი, რომელიც მოქალაქეებს კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება. ცენტრს ოთხი ძირითადი მიზანი აქვს, ესენია:

 

  •  მოქალაქეების ინფორმირება იმის შესახებ, თუ რა საშუალებები არსებობს კორუფციული პრობლემების გადასაჭრელად, 
  • იმ სფეროების გამოვლენა, სადაც კორუფციის შემთხვევები ყველაზე ხშირია, 
  • გამოკვეთილი პრობლემების გადაჭრაზე პასუხისმგებელ სახელმწიფო სტრუქტურებსა და მოქალაქეებს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფა და 
  • კორუფციის ხელშემწყობი საკანონმდებლო და სისტემური ხარვეზების გამოკვეთა და მათი აღმოფხვრა
 დაწვრილებით

ანოტირებული მასალები საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ 2009-02-12

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” წარმოადგენს ანოტირებულ მასალებს საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა (იგპ) შესახებ. ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ ეს დაეხმარება პრაქტიკოსებს გააუმჯობესონ იგპ-ების პროგრამირება. ბიბლიოგრაფიაში ზიპ ფაილად შესული მასალები საჯაროა და შესაძლებელია მათი ჩამოტვირთვა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ვებ გვერდიდან.
 
ბიბლიოგრაფია დაყოფილია ოთხ ნაწილად:
 
ანგარიშები და გამოკვლევები
იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა და სტატისტიკა
რუქები
სხვა მასალები

 დაწვრილებით

კონკურენცია საქართველოში 2009-02-09

9 თებერვალს "საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველომ" გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც განხილულია საქართველოს საბაზრო კონკურენციის სისტემა, კერძოდ, ამ სფეროში არსებული ძირითადი პრობლემები, კონკურენტული გარემოს შექმნის ხელისშემშლელი ფაქტორები და მათი გადაჭრის გზები. 

ანგარიში მომზადებულია ირლანდიის მთავრობის მიერ დაფინანსებულ პროგრამის - "საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების მონიტირინგი" - ფარგლებში.

 

 დაწვრილებით

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" იწყებს ახალ პროექტს –საქართველოში საერთაშორისო დახმარების პროგრამის ეფექტიანობის გაუმჯობესებისათვის 2009-01-21

თბილისი, 20 იანვარი, 2009 – "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" ახალი პროექტის – "საქართველოში საერთაშორისო დახმარების პროგრამის ეფექტიანობის გაუმჯობესებისთვის" – განხორციელება დაიწყო. პროექტი ერთწლიანია და აგვისტოს სამხედრო კონფლიქტის შემდეგ საქართველოსთვის გამოყოფილი ასობით მილიონი აშშ დოლარის საერთაშორისო ფინანსური დახმარების განაწილებისა და ხარჯვის პროცესის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას ისახავს მიზნად.

 დაწვრილებით

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მიესალმება ფინანსთა სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯს 2008-12-22

თბილისი, 22 დეკემბერი, 2008 წ. _ `საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მიესალმება ფინანსთა სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯს, რომელმაც დღეს სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა `დონორთა მხარდაჭერის მატრიცა”. ამ მატრიცაში მოცემულია ინფორმაცია 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს სამხედრო კონფლიქტის შემდეგ საქართველოსთვის გამოყოფილი საერთაშორისო ფინანსური დახმარების განაწილების შესახებ.

ამა წლის 22 ოქტომბერს გამართულ დონორების კონფერენციაზე 38 ქვეყანა და 15 საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს მომდევნო სამი წლის მანძილზე დაახლოებით 4,5 მლრდ. აშშ დოლარის გამოყოფას დაჰპირდა. `საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ~ მაშინ გააკრიტიკა ის ფაქტი, რომ კონფერენციაზე წარდგენილი `საჭიროებათა შეფასების ერთობლივი დოკუმენტი~, რომელიც საქართველოს მთავრობისა და რამდენიმე დონორი ორგანიზაციის მონაწილეობით მომზადდა და მასზე მუშაობის პროცესი ფართო საზოგადოებისთვის დახურული იყო.

 დაწვრილებით

2009 წლის ბიუჯეტის კანონპროექტი 2008-12-19

წინამდებარე ანგარიში მიმოიხილავს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს 2008 წლის 11 დეკემბრის მდგომარეობით. უფრო კონკრეტულად, ის აანალიზებს ბიუჯეტის პროექტში წარმოდგენილ ეკონომიკურ მაჩვენებლებს, საგადასახადო ნოვაციებს და მათ მოსალოდნელ შედეგებს, ხარჯვით პრიორიტეტებს და დონორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების ფინანსურ დახმარებას.

 დაწვრილებით

კოალიციის დაფუძნება 2008-12-19

2008 წლის 19 დეკემბერს შვიდმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს და დააფუძნა კოალიცია "გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოსთვის", რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველო-რუსეთის სამხედრო კონფლიქტის შემდეგ საქართველოსთვის დონორი ორგანიზაციებისა და ქვეყნების მიერ გამოყოფილი საერთაშორისო ფინანსური დახმარების ეფექტიან განაწილებასა და ხარჯვას. კოალიციის წევრები არიან:
 
- "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი"
- "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი"
- "კივიტას გეორგიკა"
- "მწვანე ალტერნატივა"
- "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია"
- "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"
- ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო"

 დაწვრილებით

მონაცემთა ბაზა დონორთა მიერ დაპირებული და გამოყოფილი თანხების შესახებ 2008-12-17

ეს მონაცემთა ბაზა მოამზადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ", რათა ხელი შეუწყოს 2008 წლის 22 ოქტომბერს ბრუსელში გამართულ დონორთა კონფერენციაზე საქართველოსთვის დაპირებული 4.55 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარების გამჭვირვალობას და ეფექტიან განაწილებას. მონაცემთა ბაზაში წარმოდგენილია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი დონორი ქვეყანა და ორგანიზაცია რა რაოდენობის თანხას დაჰპირდა საქართველოს, ამ თანხის რა ნაწილი არის დამტკიცებული და რა ნაწილი - გადმორიცხული, და რაზე უნდა დაიხარჯოს გამოყოფილი და გადმორიცხული თანხები. ეს ინფორმაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" მიიღო უშუალოდ დონორებისგან. ორგანიზაცია მომავალშიც გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას და მონაცემთა ბაზას განაახლებს პერიოდულად.  
 

 დაწვრილებით

საზოგადოებრივი აზრის კვლევა საერთაშორისო ფინანსური დახმარების შესახებ 2008-12-11

"კავკასიის რესურსებისა და კვლევების ცენტრმა" (ჩღღჩ), "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" დაკვეთით, ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელშიც საქართველოს 1,837 მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. კვლევა საქართველოსთვის გამოყოფილ ფინანსურ დახმარებას და მისი განაწილებისა და ხარჯვის ეფექტურობას ეხებოდა. სულ გამოკითხულებს შემდეგი რვა კითხვა დაუსვეს: 

1. თქვენი აზრით, რატომ ეხმარებიან დონორი ქვეყნები საქართველოს?
2. თქვენი აზრით, რაზე უნდა დაიხარჯოს დახმარების თანხები (სამი პრიორიტეტული სფერო)?
3. რა მიგაჩნიათ საქართველოს მოქალაქეებისთვის დახმარების გაწევის საუკეთესო გზად?
4. თქვენი აზრით, ყველაზე მეტად ვინ ისარგებლებს დახმარებით?
5. თქვენი აზრით, როგორ დაიხარჯება დახმარების თანხები?
6. ყველაზე მეტად ვის ენდობით დახმარების ადმინისტრირებისა და კონტროლის კუთხით?
7. თქვენი  აზრით,  რა  არის  დახმარების  თანხების  ეფექტურად  და  კანონის  დაცვით განაწილებისა და ხარჯვის საუკეთესო მექანიზი?
8. ფიქრობთ  თუ  არა,  რომ  დევნილების  მუდმივი  საცხოვრებლებით  უზრუნველყოფა  მათ საკუთარ სახლებში დაბრუნებას ხელს შეუშლის?   

კვლევა ჩატარდა 2008 წლის ნოემბერში, საქართველოში ეუთო-ს მისიის მიერ დაფინანსებული მონიტორინგის პროექტის ფარგლებში.

 

 დაწვრილებით

საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების გამჭვირვალობა 2008-12-09

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" აგრძელებს საქართველოსთვის გამოყოფილი საერთაშორისო ფინანსური დახმარების აღნუსხვას და მონიტორინგს. ამჯერად გთავაზობთ მეორე ანგარიშს სახელწოდებით "ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ანგარიშვალდებულება და საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარება", რომელიც ფინანსური დახმარების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას აფასებს. მასში წარმოდგენილია ინფორმაცია დაპირებული თანხის ოდენობის, ძირითადი დონორების, გრანტებისა და სესხების ხვედრითი წილის, პრიორიტეტული სექტორების, დაპირებული და რეალურად გამოყოფილი თანხების თანაფარდობის, დახმარების წინაპირობების და ამ პროცესში ჩართული ძირითადი უწყებების შესახებ. ანგარიში ასევე მიმოიხილავს დახმარების კოორდინაციის კუთხით არსებულ სირთულეებს და საქართველოს ხელისუფლებასა და დონორებს სთავაზობს რეკომენდაციებს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გაიზარდოს დახმარების განაწილებისა და ხარჯვის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. დოკუმენტი მომზადდა საქართველოში ეუთო-ს მისიის ფინანსური მხარდაჭერით.  

 

 დაწვრილებით

საჭიროებათა ერთობლივი შეფასების დოკუმენტის მიმოხილვა 2008-11-17

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს"  წინამდებარე ანგარიშში განხილულია საჭიროებათა შეფასების ერთობლივი დოკუმენტი (Joint Needs Assessment), რომელიც საქართველოსთვის 3,25 მლრდ. დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს. დოკუმენტის წინასწარი ვერსია  მომზადდა მსოფლიო ბანკის,  ევროკომისიისა და გაერო-ს საჭიროებათა შეფასების ერთობლივი მისიის  მიერ, რომელიც საქართველოში ორი კვირის მანძილზე იმყოფებოდა 2008 წლის სექტემბერში.

 დაწვრილებით

საქართველოს ენერგეტიკული სექტორი აგვისტოს რუსულ-ქართული სამხედრო კონფლიქტის შემდეგ 2008-11-05

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომმა საქართველოს ეკონომიკურ და ფინანსურ სისტემას დიდი ზიანი მიაყენა, სამხედრო ინფრასტრუქტურის სრული ნგრევა გამოიწვია, პირდაპირი ინვესტიციების შემოდინება შეაფერხა და ქვეყნის როგორც უსაფრთხო და სტაბილური სატრანზიტო გზის სახელი მნიშვნელოვნად შეარყია . საერთაშორისო სარეიტინგო ინსტიტუტებმა საქართველოს და მისი ფინანსური სისტემის შეფასების რეიტინგები დასწიეს. Standard& Poors  სუვერენული კრედიტის რეიტინგი "პოზიტიურიდან" "სტაბილურამდე", ხოლო Fitch Rating-ის "საქართველოს გრძელვადიანი ადგილობრივი და სავალუტო რეიტინგი" BB-დან  B+ მდე დაიწია. Fitch Rating-მა დასწია საქართველოს ოთხი კომერციული ბანკის საკრედიტო რეიტინგებიც.

 დაწვრილებით

დონორთა კონფერენცია საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ განიცდის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ნაკლებობას 2008-10-21

საქართველოს პარლამენტთან და სამოქალაქო ორაგნიზაციებთან კონსულტაციების არარსებობა გამოყოფილი ფინანსური დახმარებების ეფექტურად გამოყენებას საფრთხეს უქმნის

თბილისი, 21 ოქტომბერი, 2008

 დღეს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" 22 ოქტომბრის დონორთა კონფერენციის მომზადების პროცესის არასათანადო გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება უარყოფითად შეაფასა. კონფერენციას ევროპის კომისია და მსოფლიო ბანკი უხელმძღვანელებენ და მასში დონორი ქვეყნების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. მასზე გადაწყდება, თუ რა რაოდენობით ფინანსურ დახმარებებს გამოუყოფენ სხვადასხვა ქვეყნები და ინსტიტუტები საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგების აღმოსაფხვრელად და თუ რაზე დაიხარჯება ეს თანხები.

გადაწყვეტილების მიღების ბუნდოვან პროცესზე კომენტარის გაკეთებისას, თამუნა ქაროსანიძემ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, თქვა; ,,როდესაც დახმარების საკითხი დახურულ კარს მიღმა წყდება, მნიშვნელოვანი ინფორმაციის გარეშე რჩება არა მხოლოდ იმ ქვეყნის მოსახლეობა, რომლისთვისაც ეს დახმარება გამოიყოფა, არამედ იმ ქვეყნების მოქალაქეებიც, რომელთა მთავრობებიც ამ დახმარებებს გამოყოფენ. თუ ეს პროცესი უფრო გამჭვირვალე არ გახდა, შემცირდება იმის შანსი, რომ გამოყოფილი დახმარებები ეფექტურად იქნას გამოყენებული. თუ დონორებს სურთ, რომ საქართველოს განვითარებაშს შეუწყონ ხელი, მათ უნდა იზრუნონ იმაზე, რომ დახმარებები გამჭვირვალედ და დემოკრატიის მნიშვნელოვანი პრინციპების დაცვით განაწილდეს და დაიხარჯოს". 

კონფერენციაზე გადაწყვეტილებები მსოფლიო ბანკისა და გაეროს მიერ კოორდინირებული სპეციალური მისიის შედეგად შემუშავებული `საჭიროებების შეფასების~ დოკუმენტის საფუძველზე მიიღება. ამ დოკუმენტის თანახმად, საბიუჯეტო სფეროს, სოციალური სექტორის და ინფრასტრუქტურული რეაბილიტაციის მხარდაჭერისთვის საქართველოს მომდენო სამი წლის მანძილზე  3.25 მილიარდ აშშ დოლარი (2.38 მილიარდ ევრო) დასჭირდება. ეს თანხა ქვეყნის 2009 წლის სავარაუდო ბიუჯეტს აღემატება, მთლიან მოსახლეობაზე გადანაწილებით კი, ერთ სულზე დაახლოებით 1 000 აშშ დოლარის ექვივალენტია.

`,ამ უზარმაზარი თანხების დახურულ კარს მიღმა და დახურული დოკუმენტის საფუძველზე განკარგვა ქართულ დემოკრატიას ცუდ მაგალითს აძლევს~, დაამატა ქაროსანიძემ, _ `თუ საქართველოს მოქალაქეებს ფინანსური დახმარებების განაწილების პროცესში ჩართვის საშუალება არ ექნებათ, ამით ქვეყანაში დემოკრატია არათუ განმტკიცდება, არამედ მნიშვნელოვნად შესუსტდება. მეგობარი ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებას საქართველოს მოსახლეობა მხოლოდ იმ შემთხვევაში აღიქვამს პოზიტიურად, თუ მას ეცოდინება, რომ დახმარების თანხები მიზნობრივად დაიხარჯება. ამისთვის აუცილებელია, რომ პროცესი ფართო საზოგადოებისთვის ღია გახდეს ~.

 დაწვრილებით

მოლაპარაკებები საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ უნდა მიმდინარეობდეს ღიად და საზოგადოების მონაწილეობით 2008-09-15

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" დონორებს მოუწოდებს, დაიცვან 2005 წლის პარიზის დეკლარაციით ("დეკლარაცია დახმარების ეფექტურობის შესახებ”) დადგენილი გამჭვირვალობის პრინციპები.

15 სექტემბერი, 2008 წ.

თბილისი, საქართველო – საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ, 3 სექტემბერს აშშ-ს მთავრობამ გააკეთა განცხადება, რომ აშშ საქართველოსთვის ჰუმანიტარული და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის მიზნით 570 მილიონი აშშ დოლარის  გამოყოფას გეგმავდა. ამ განცხადების თანახმად, დახმარების სრული პაკეტი აშშ-ს ახლანდელი ადმინისტრაციის არსებობის პერიოდში გამოიყოფა. შესაძლებელია, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყანამ დამატებით 430 მილიონი აშშ დოლარიც მიიღოს დახმარების სახით.

პირველ სექტემბერს ევროპელმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველო დახმარებას ევროკავშირისგანაც მიიღებდა. ევროპის დახმარების პაკეტის დეტალები შემოდგომაზე დაგეგმილ დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე გადაწყდება.

ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს `საერთაშორისო სავალუტო ფონდთანაც”. ეს მოლაპარაკებები ეხება საქართველოსთვის 570 მილიონი აშშ დოლარის კრედიტის გამოყოფას და მასში მონაწილეობენ საქართველოსა და აშშ-ს ხელისუფლების, "საერთაშორისო სავალუტო ფონდის” და "მსოფლიო ბანკის"  წარმომადგენლები.

 დაწვრილებით

საქართველოს სამოქალაქო სექტორის განცხადება 2008-08-21
 დაწვრილებით

წლიური ანგარიში 2007 2008-06-05

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" 2007 წლის საქმიანობა, გასული წლების საქმიანობის მსგავსად, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესის დახვეწას ისახავდა მიზნად. ჩვენ მხარს ვუჭერდით საზოგადოების მონაწილეობას პარლამენტისთვის წარდგენილი ან თავად პარლამენტის მიერ შემუშავებული მნიშვნელოვანი კანონპროექტების განხილვაში, საზოგადოებას ვაწვდიდით ინფორმაციას ახალი კანონების შესახებ, ვაკვირდებოდით ხელისუფლების მიერ საერთაშორისო და ადგილობრივი ვალდებულებების შესრულებას, თვალყურს ვადევნებდით და ვაანალიზებდით რეფორმების შემუშავებისა და გატარების პროცესში წარმოქმნილ სირთულეებს და მიღწეულ წარმატებებს, ჟურნალისტებისთვის ვმართავდით სემინარებს ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე ძირითადი მოვლენებისა და სხვა პრიორიტეტული საკითხების თაობაზე, ორგანიზებას ვუწევდით ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა და ადგილობრივი ხელისუფლების თანამდებობის პირთა სასწავლო ვიზიტებს ლატვიასა და პოლონეთში.

 დაწვრილებით

საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარების მიმართულებით 2008-05-30

საქართველოს განახლებადი ენერგიის წყაროების დიდი პოტენციალი აქვს. უხეში დათვლებით, რომელიც საქართველოს ენერგეტიკულმა აკადემიამ აშშ განვითარების სააგენტოს დაკვეთით მოამზადა, ქარის, მზის, გეოთერმული და ბიო მასის ენერგეტიკული პოტენციალი წლიურად 15-17 მილიარდ კვ/სთ-ს შეადგენს. ამათგან ქარის ენერგიის წლიური პოტენციალი 3-4 მლდ კვ/სთ-ია, მზის – 3-5 მლდ კვ/სთ, ბიომასის – 2 მლდ კვ/სთ, მცირე ჰიდროელექტროსადგურების – 5 მლდ. კვ/სთ, ხოლო გეოთერმული ენერგიის – 2 მლდ კვ/სთ.

 დაწვრილებით

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ არჩევნების დღის მონიტორინგი ქვემო ქართლში განახორციელა 2008-05-28
  •  ქვემო ქართლი კვლავ რჩება ერთ-ერთ პრობლემურ რეგიონად საქართველოში არჩევნების ადმინისტრირების კუთხით
  • 110 საარჩევნო უბნიდან, სადაც მონიტორინგი განხორციელდა, 56-ში მნიშვნელოვანი დარღვევები დაფიქსირდა

თბილისი, საქართველო – 2008 წლის 21 მაისს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” განახორციელა კენჭისყრის და ხმების დათვლის პროცედურების მონიტორინგი ქვემო ქართლის ხუთ საარჩევნო ოლქში: მარნეულში, გარდაბანში, ბოლნისში და წალკაში.  სულ ორგანიზაციას არჩევნების დღეს ამ რეგიონში 110 საუბნო დამკვირვებელი ჰყავდა და შესაბამისად, უბნების საერთოო რაოდენობის 40% დაფარა. საუბნო დამკვირვებლების გარდა მონიტორინგის პროცესში ჩართულები იყვნენ მობილური ჯგუფის დამკვირვებლებიც (სულ ხუთი მობილური ჯგუფი).

 

 დაწვრილებით

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" საქართველოს პარლამენტის შესახებ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს 2008-05-20
  • მოქალაქეები მწირ ინფორმაციას ფლობენ პარლამენტის საქმიანობის შესახებ
  • საკანონმდებლო ორგანოს  მიმართ ნდობა დაბალია

20 მაისი, 2008 წელი


"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" გამოაქვეყნა საქართველოს პარლამენტის შესახებ საზოგადოებრივი კვლევის შედეგები, რომელიც მისი დაკვეთით "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა" ჩაატარა. კვლევა ჩატარდა 2008 წლის 25 მარტიდან 2 აპრილამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით პირისპირ ინტერვიუების სახით. სულ გამოიკითხა 1538 რესპონდენტი. კვლევა მიზნად ისახავდა პარლამენტის შესახებ მოქალაქეების შეხედულებების გარკვევას და, შეძლებისდაგვარად, ახსნას.

 

 დაწვრილებით

ადმინისტრაციული რესურსების წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის გამოყენების მონიტორინგის შედეგები 2008-05-20

2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნები

2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში `საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” ახორციელებს საარჩევნო კამპანიის წარმოების პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მონიტორინგს. მონიტორინგი დაიწყო 21 მარტიდან, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება საპარლამენტო არჩევნების 2008 წლის 21 მაისს დანიშვნის შესახებ. 

2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების მსგავსად, საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში  "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მონიტორინგი ყურადღებას ამახვილებს ხუთი ტიპის ადმინისტრაციულ რესურსზე. ესენია: სამართლებრივი, ინსტიტუციონალური, ფინანსური, მედია და ე.წ. ხისტი (ძალოვანი) რესურსები.

მონიტორინგის პროცესში აქცენტი კვლავ მმართველ პარტიაზე და მის მაჟორიტარ კანდიდატებზე კეთდება, რადგან ადმინისტრაციულ რესურსებზე ხელი, როგორც წესი, სწორედ მმართველ პოლიტიკურ ძალას მიუწვდება. შეფასების კრიტერიუმად ისევ აღებულია არა მხოლოდ კანონდარღვევები, არამედ ის, თუ რამდენად თანაბარ პირობებშია ჩაყენებული მმართველი პარტია სხვა საარჩევნო სუბიექტებთან მიმართებაში და რამდენად უწყობს ხელისუფლება ხელს კონკურენტული წინასაარჩევნო გარემოს შექმნას. 

ამ ეტაპზე მონიტორინგის შედეგად შემდეგი ძირითადი ტენდენციები და დარღვევები გამოიკვეთა:

 

 დაწვრილებით

ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციათა განცხადება 2008-05-15

15 მაისს ხუთმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომლებიც განახორციელებენ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგს, გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ხაზგასმულია საარჩევნო პროცესის სამართლიანად და მშვიდ ვითარებაში წარმართვის მნიშვნელობა.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები: "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", "მრავალეროვანი საქართველო", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია".

განცხადების ტექსტი იხილეთ დანართის სახით.

 

 დაწვრილებით

ელექტროენერგიისა და გაზის ტარიფები 2008-03-26

თბილისი, 2008 წლის 26 მარტი

საქართველოში ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე ყველაზე მაღალი ტარიფებია რეგიონში და მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცეში. ამის ერთ-ერთი მიზეზი, სავარაუდოდ, იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყნის ბუნებრივი გაზით მომარაგება მთლიანად იმპორტირებულ გაზზეა დამოკიდებული, თუმცა განსხვავებული მდგომარეობაა ელექტროენერგიასთან მიმართებაში – ელექტროენერგიით მომარაგების 70-75% შიდა ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულ ენერგიაზე მოდის.

ამ ანგარიშზე მუშაობის პროცესში ვერ დადგინდებოდა, თუ რამდენად სწორად დაანგარიშებული და სამართლიანია საქართველოში დღეს არსებული ენერგოტარიფები, თუმცა მოპოვებული მასალების საფუძველზე აშკარად იკვეთება, რომ ენერგომარეგულირებელი კომისია, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი კომპეტენცია ტარიფების დადგენაა, მნიშვნელოვან ზეწოლას განიცდის სახელისუფლებო წრეებისგან. საქართველოს მთავრობა ცდილობს, საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქციოს ენერგეტიკული სექტორის  როგორც სახელმწიფო (რომელიც ისედაც მისი კონტროლის ქვეშაა), ისე კერძო სეგმენტი.

 

 დაწვრილებით

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” 2007 წლის “გლობალური კორუფციის ბარომეტრის” შედეგებს აქვეყნებს 2008-02-29
  •  სასამართლო სისტემა კვლავ ყველაზე კორუმპირებულ სისტემად დასახელდა, ეკლესია – ყველაზე მაღალი ნდობის მქონე ინსტიტუტად

სასწრაფოდ გავრცელებისთვის: 29 თებერვალი, 2008 წ. 

თბილისი, საქართველო – "საერთაშორისო გამჭვირვალობის” ბერლინის ოფისმა (სამდივნომ), მსოფლიოს წამყვანმა ანტიკორუფციულმა ორგანიზაციამ, “გლობალური კორუფციის ბარომეტრის” შედეგები გამოაქვეყნა. ბარომეტრი აერთიანებს მსოფლიოს სამოც ქვეყანაში გამოკითხული 63 199 რესპონდენტის მოსაზრებებს და იკვლევს მათ დამოკიდებულებას სხვადასხვა სფეროებში კორუფციის გავრცელების დონის, ხელისუფლების მიერ წარმოებული ანტიკორუფციული კამპანიის და კორუფციის შემცირების პერსპექტივის მიმართ.

 დაწვრილებით

საქართველოს სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკა ბუნებრივი აირის სფეროში 2008-02-29

საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 6 ივლისის დადგენილების თანახმად, გაზის და ელექტროენერგიის სფეროში საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტებია: (ა) გაზის ობიექტების აღდგენა, (ბ) მათი ვალებისგან გათავისუფლება და პრივატიზაცია, (გ) გაზის მოწოდების წყაროების დივერსიფიცირება და (დ) ამ სექტორში გამჭვირვალე და ლიბერალური ბაზრის ჩამოყალიბება.

 დაწვრილებით

10 წინაპირობა სამართლიანი და თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად 2008-02-05

1. საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა: ამ პროცესში ოპოზიციური პარტიების, ქართული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, დამოუკიდებელი ექსპერტების და სხვა დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა. სამუშაო პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა და საბოლოო ცვლილებების კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს ორი თვით ადრე განხორციელება, რათა მოხდეს მათ შესახებ კომისიის წევრების, საარჩევნო სუბიექტების და ამომრჩევლების დროული ინფორმირება.  კანონმდებლობის სრულყოფაზე მუშაობისას, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ყურადღება უნდა გამახვილდეს:
• წინასაარჩევნო კამპანიის დროს ადმინისტრაციული რესურსებიის გამოყენების გამორიცხვის უზრუნველყოფასა და
• საარჩევნო საჩივრების წარდგენასა და განხილვასთან დაკავშირებული ორაზროვანი საარჩევნო ნორმების დახვეწაზე, რათა უზრუნველყოფილ იქნას საჩივრების არსებითი განხილვა და მტკიცებულებების ხელმისაწვდომობა.

 დაწვრილებით

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ განხორციელებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის მონიტორინგისა და ანალიზის შედეგები 2008-02-05
2007 წლის დეკემბრიდან მაისამდე "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" აწარმოებდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის მიერ საქართველოსთვის შემუშავებული რეკომენდაციების განხორციელების მონიტორინგს. სხვა ტიპის ღონისძიებებთან ერთად პროექტის ფარგლებში ყურადღება დაეთმო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაძლებლობების შეფასებას ცენტრალური ხელისუფლების ანტიკორუფციულ საქმიანობაში თანამონაწილეობის მხრივ. შეფასება მოიცავდა შემდეგი კომპონენტების ანალიზს: ადგილობრივი თვითმმართველობის მარეგულირებელი კანონმდებლობა; ქალაქის საკრებულოების მიერ ინფორმაციის საჯაროობის წესებისა და შესყიდვების განხორციელების პროცედურების დაცვა; ქონების გადაცემა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებისათვის; ადგილობრივი ანტიკორუფციული ინიციატივების არსებობა. ინფორმაციის შეგროვების მიზნით "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" წარადგინა არაერთი განცხადება საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ, ადგილზე მოინახულა 20 მუნიციპალიტეტი, გამართა ფოკუს ჯგუფების შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციების, მასმედიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენელთა მონაწილეობით ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში და აგრეთვე ჩაატარა დეტალური გასაუბრებები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
 დაწვრილებით

საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა ელექტროენერგეტიკაში 2008-01-25

მოკლე წინაისტორია: საქართველოს ელექტროენერგეტიკა 1991-2003 წლებში

აქსიომაა ის, რომ ენერგეტიკული სექტორის გამართულ მუშაობაზე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ნებისმიერი ქვეყნის შიდა პოლიტიკური სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება. 1991 წელს, დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე, საქართველოს ენერგეტიკული სექტორი მძიმე დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა.

 

 დაწვრილებით

ქართული სადამკვირვებლო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება 2008-01-14

2008 წლის 7 იანვარს ქართულმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა და არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამება (მათ შორის, დამატებითი სიებით მიცემული ხმების სწორად დათვლა) საარჩევნო პროცესის ისეთივე მნიშვნელოვანი ეტაპებია, როგორც წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნების დღე.  შესაბამისად, სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდეს, რომ აღნიშნული პროცედურები – დამატებითი სიებით მიცემული ხმების დათვლა, საჩივრების განხილვა და არჩევნების შედეგების შეჯამება – გამჭვირვალედ და კანონის მოთხოვნების სრული დაცვით განეხორციელებინა. მიუხედავად ამისა, 7 იანვრის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია მასზე დაკისრებული უმნიშვნელოვანესი მოვალეობების შესრულებას არასათანადო პასუხისმგებლობით მოეკიდა: დამატებითი სიებით მიცემული ხმების დათვლა და დაჯამება განხორციელდა ქაოტურად და კანონდარღვევებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, პროცედურული უზუსტობების მიზეზით, უარი თქვა საჩივრების მნიშვნელოვნაი ნაწილის არსებით განხილვაზე და  საბოლოო ჯამში, არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამება მოხდა ისე, რომ არ იქნა გათვალისწინებული და გამოსწორებული სერიოზული ხარვეზები და გადაცდომები. 

 

 დაწვრილებით

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" განახორციელა წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირთა მიერ ხმის მიცემის მონიტორინგი 2008-01-06
  • 2 152 წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირიდან კონსტიტუციური უფლების რეალიზება – საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება – მხოლოდ 149-მ (7%-მა) შეძლო
  • კენჭისყრის დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებები გადაყვანილი იყო ყაზარმულ რეჟიმზე

თბილისი, საქართველო - 2008 წლის 5 იანვარს `საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ~ განახორციელა წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირთა მიერ ხმის მიცემის პროცედურების მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით სასჯელაღსრულების რვა დაწესებულებაში. საქართველოს კანომდებლობით წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირებს აქვთ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება. ისევე როგორც ყველა სხვა ამომრჩეველმა, ბიულეტენ(ებ)ის მისაღებად მათ საარჩევნო კომისიის შესაბამის წევრებს უნდა წარუდგინონ პირადობის დამადასტურებელი საბუთი (პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი). 

 დაწვრილებით

''საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო'' წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს 2007-12-27

თბილისი, საქართველო - "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" დღეს გამოაქვეყნა მეორე შუალედური ანგარიში წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისათვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მონიტორინგის შესახებ, რომელიც მოიცავს პერიოდს 2007 წლის 6 დეკემბრიდან 27 დეკემბრამდე.

 დაწვრილებით

საქართველოს სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკა 2007-12-17

საქართველოს პარლამენტმა 2006 წლის 7 ივნისს მიიღო დადგენილება “საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების” შესახებ, რომელიც განმარტავს სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკის არსს და სახავს მისი განხორციელების გზებსა და საშუალებებს. პარლამენტის ეს დადგენილება ელქტროენერგიისა და გაზის შესახებ საქართველოს კანონს ეფუძნება (კანონი 1997 წელს იქნა მიღებული). ამასთანავე მასში ნაწილობრივ არის ასახული საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში ჩატარებულ კვლევებსა და ნაშრომებში გაკეთებული დასკვნები საქართვლოს ენერგეტიკის განვითარების პერსპექტივებისა და სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ.

 დაწვრილებით

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს 2007-12-05

თბილისი, საქართველო – 2007 წლის 8 ნოემბერს, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ წარმოქმნილი დაძაბულობის განსამუხტავად, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება პოსტიდან გადადგომისა და რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის თაობაზე. საერთაშორისო საზოგადოებამ, ქართველმა პოლიტიკოსებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება დადებითად შეაფასეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რიგგარეშე არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებაზე მნიშვნელოვნად იქნებოდა დამოკიდებული საქართველოს მომავალი განვითარება.

 დაწვრილებით

ენერგეტიკის სფერო საქართველოში: ენერგეტიკული გზაჯვარედინი გარდამავალ პერიოდში 2007-11-16

საქართველოს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ენერგეტიკული დერეფნის გეოსტრატეგიული მდებარეობა დასავლეთის პოლიტიკოსების მიერ ხშირად სახელდება  ფართომასშტაბიანი ფინანსური ინვესტიციების, ტექნიკური და ეკონომიკური დახმარების, და ქვეყნის ახლანდელი ხელისუფლების პოლიტიკური მხარდაჭერის მთავარ მიზეზებად. ერთ-ერთი ინფორმაციით, 1995-2003 წლებში საქართველოს საერთაშორისო დახმარების სახით (კერძო ინვესტიციები და გაზისა და ელექტროენერგიის სესხები) თითქმის 3 მილიარდი აშშ დოლარი აქვს მიღებული.  საქართველოს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (ENP) სამოქმედო გეგმაც პარტნიორობის ერთ-ერთ ძირითად მიზნად ასახელებს "ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და ენერგომომარაგების დივერსიფიკაციას".

 დაწვრილებით

10 წინაპირობა საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად 2007-11-13
  1. საგანგებო მდგომარეობის დაუყოვნებლივ გაუქმება
  2. მედიის თავისუფლების აღდგენა და გარანტირება
  3. შეკრების თავისუფლების აღდგენა და გარანტირება
  4. არჩევნებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის დაზუსტება შეძლებისდაგვარად სწრაფად ყველა საარჩევნო სუბიექტს შორის კონსენსუსის საფუძველზე და შესაბამისი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით.  
  5. არჩევნების ადმინისტრირება ყველა დონეზე მიუკერძოებლად და პროფესიონალურად.
  6. ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების გამორიცხვა რომელიმე კანდიდატის ან პლებისციტში რომელიმე შესაძლო ვარიანტის მხარდასაჭერად.
  7. ყველა ღონისძიების გატარება ამომრჩეველთა სიების მაქსიმალურად დასახვეწად; რაც გულისხმობს სიების შეძლებისდაგავრად სწრაფად გამოქვეყნებას, რათა ამომრჩევლებმა შეძლონ საკუთარი თავის გადამოწმება და სიებში საჭირო ცვლილებების შეტანა.
  8. ყველა ამომრჩევლის უზრუნველყოფა დროული და ადეკვატური ინფორმაციით, საარჩევნო უბნების ზუსტი მისამართების ჩათვლით, რათა მათ შეძლონ ხმის მიცემის უფლების განხორციელება. განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა ეროვნულ უმცირესობათა უფლებებისთვის.
  9. ყველა საარჩევნო სუბიექტის მიერ საკუთარი საარჩევნო ფონდის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. აღნიშნული მოიცავს ინფორმაციის მიწოდებას, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, ისე საზოგადოებისთვის.
  10. საარჩევნო უბნის ოქმების გამოკვრა ყველა საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის პროცედურის დასრულებისთანავე. ცესკო-ს მიერ არჩევნების შედეგების უბნების მიხედვით გამოქვეყნება არჩევნების დამთავრებიდან 48 საათის განმავლობაში.

ხელს აწერენ:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

თარიღი: 2007 წლის 12 ნოემბერი

 დაწვრილებით

''საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო'' მიმდინარე პროტესტის ფონზე მხარეებს დიალოგისაკენ მოუწოდებს 2007-11-06
  • ''საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო'' მხარს უჭერს არჩევნებს და არა რევოლუციებს
  • ნატოსაკენ სვლის პარალელურად საქართველოს მთავრობამ საზოგადოებასთან დიალოგი უნდა გააძლიეროს

 

თბილისი, საქართველო – საქართველოს პარლამენტის წინ ეროვნული საბჭოს მიერ ორგანიზებულ მიტინგში ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა. დღეს დემონსტრაციის მეხუთე დღეა. დემონსტრაციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ პროტესტი მთავრობისათვის ხმის მიწვდენის ერთადერთი გზაა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ლიდერები ხაზს უსვამენ აქციის მშვიდობიან ხასიათსა და მოვლენების კონსტიტუციური ჩარჩოების ფარგლებში წარმართვის აუცილებლობას, მთავრობის არაადეკვატურმა რეაქციამ სიტუაცია დაძაბა. მომიტინგეებმა თავიანთი მოთხოვნები გაზარდეს და უკვე პრეზიდენტის გადადგომასაც ითხოვენ.

 დაწვრილებით

''საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო'' ეხმაურება პრეზიდენტის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს 2007-10-05
  • "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" მოუწოდებს ხელისუფლებას, ყურადღება გაამახვილოს დასაქმების პროგრამის გამჭვირვალობის გაზრდასა და მის სრულყოფილად დაგეგმვაზე
  • "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" თვლის, რომ კორუფციის პრევენციასა და აღმოფხვრაზე პასუხისმგებელი ინსტიტუტების გაძლიერებისათვის ხელისუფლების მხრიდან დამატებით ძალისხმევაა საჭირო
  •  დაწვრილებით

    ''საერთაშორისო გამჭვირვალობა'' 2007 წლის ''კორუფციის აღქმის ინდექსს'' აქვეყნებს 2007-09-26
  • 2007 წელს საქართველოს ინდექსი 2.8-დან 3.4-მდე გაუმჯობესდა
  • საჯარო სექტორის სხვადასხვა სფეროში ჯერ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმაა განსახორციელებელი
    • თბილისი, საქართველო – დღეს წამყვანმა საერთაშორისო ანტიკორუფციულმა ორგანიზაციამ, ''საერთაშორისო გამჭვირვალობამ'', რომლის სათავო ოფისიც ბერლინში მდებარეობს, გამოაქვეყნა საერთაშორისო კვლევის, ''კორუფციის აღქმის ინდექსის'' (CPI) 2007 წლის შედეგები. ამ კვლევის შედეგად წელს საქართველომ მაქსიმალური 10 ქულიდან 3.4 ქულა მიიღო და გამოკითხული 180 ქვეყნიდან 79-ე ადგილი დაიკავა. ''კორუფციის აღქმის ინდექსი'' ქვეყნებს აფასებს იმის მიხედვით, თუ რამდენად მწვავე პრობლემად ასახელებენ პოლიტიკურ კორუფციას ამ ქვეყნებში გამოკითხული ადგილობრივი და უცხოელი ბიზნესმენები და ანალიტიკოსები.
     დაწვრილებით

    ალტერნატიული მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ OECD-ის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობასთან დაკავშირებით 2007-09-25

    ვარდების რევოლუციის შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში მთავრობის მიერ ინიცირებულ რეფორმებს მოჰყვა წარამტების სხვადასხვა ხარისხი და წილად ხვდა სხვადასხვა ტიპის შეფასებები. აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია მთავრობის მიერ განხორციელებულმა ხშირად ნაჩქარევმა ანტიკორუფციულმა ზომებმა. თუმცა, რაც შეეხება ზოგადად კორუფციას, საჯარო მოხელეები ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები ერთხმად თანხმდებიან იმაზე, რომ შევარდნაძის ეპოქათან შედარებით ნაკლებად აქვს ადგილი მცირე კორუფციის ფაქტებს. კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით 2007 წელს საქართველოს მიერ მიღებულმა შეფასებამ პირველად გადააჭარბა 3 ქულას და მიაღწია 3.4-ს, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო გამოვიდა იმ ქვეყნების სიიდან, სადაც ფართოდ არის გავრცელებული კორუფცია. გასულ წელს აღნიშნული ქულა შეადგენდა 2.8-ს; შესაბამისად, 2007 წლის შედეგები მიუთითებს არსებით გაუმჯობესებაზე. ვარდების რევოლუციის შემდეგ კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით საქართველოს ქულა, რომელიც 2003 წელს შეადგენდა 1.8-ს, მტკიცედ იზრდება.

     

     დაწვრილებით

    ''საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების მონიტირინგის'' პროექტის ფარგლებში მომზადებული ანგარიშები 2007-05-20

    "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" წარმოგიდგენთ სამ ახალ ანგარიშს, რომლებიც მომზადდა ფინეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში. პროგრამის სახელწოდებაა "საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების მონიტირინგი". მის ფარგლებში ორგანიზაცია ახორციელებს საქართველოს ხელისუფლების მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს და ამზადებს პერიოდულ ანგარიშებს ამ ვალდებულებების შესაბამისად გატარებული ღონისძიებების შესახებ. 

    ანგარიშებში განხილულია შემდეგი თემები: (1) საქართველოს სტატისტიკის სისტემის რეფორმა, (2) პოლიტიკური პარტიების დაფინანსება და (3) ჰოსპიტალური სექტორის რეაბილიტაცია.

     დაწვრილებით

     

     
    თებერვალი
    2010
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
     

    პოდკასტი

    საქართველოს შესახებ

    სასარგებლო ბმულები

    კარიკატურები და ფრაზები

    საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო Georgia Today-ში
     
    © 2005-2007
    საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

    დამზადებულია ITDC–ს მიერ
    Tel: + (995 32) 92 14 03; 99 93 35
    Fax: + (995 32) 92 02 51
    რუსთაველის გამზ. 26,
    0108 თბილისი, საქართველო
     
    English Version Georgian Version Home Site Map Contact