ENG
ანგარიშები
15 დეკემბერი, 2017

საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის შეფასება

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” კვლევის მიზანია, ახალი მენეჯმენტის პირობებში  მაუწყებელში მიმდინარე პროცესების შესწავლა და არსებული გამოწვევების დადგენა.

14 დეკემბერი, 2017

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მუშაობის შეფასება

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საქმიანობის შესახებ კვლევა მოიცავს მაუწყებელში ახალი მენეჯმენტის პირობებში  მიმდინარე პროცესების შესწავლას და არსებული პრობლემების დადგენას.

13 დეკემბერი, 2017

ვინ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში

2017 წლის 1 ივნისიდან 1 ნოემბრის ჩათვლით ქართული პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ განხორციელებული მთლიანი შემოწირულებების  - 15 480 402 ლარის 91% მმართველმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ” მიიღო, რაც  ათჯერ აღემატება ყველა სხვა პარტიის ჯამურ შემოწირულებებს.

01 დეკემბერი, 2017

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მე-5 მოწვევის საკრებულოს საქმიანობის შეფასება

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” შეისწავლა 2014 წლის 14 ივლისიდან 2017 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით ქალაქ ქუთაისის მე-5 მოწვევის საკრებულოს მიერ გაწეული საქმიანობა.

06 ნოემბერი, 2017

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს საქმიანობის შეფასება

 “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ახორციელებს წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის შეფასებას. მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს გამოქვეყნდა კვლევა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის V მოწვევის საკრებულოს საქმიანობის შესახებ, ამჯერად კი წარმოგიდგენთ თვითმმართველი ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს საქმიანობის შეფასებას.

20 ოქტომბერი, 2017

პოლიტიკური პარტიების დაფინანსება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ შუალედური კვლევა მოამზადა, რომლის თანახმადაც, 1 ივნისიდან 1 ოქტომბრამდე პერიოდში 10 319 998 ლარის ოდენობის მთლიანი შემოწირულებების 93% მმართველმა პარტიამ მიიღო, რაც 12-ჯერ მეტია დანარჩენი 14 კვალიფიციური სუბიექტის მიერ ჯამურად მიღებულ თანხებზე.

09 ოქტომბერი, 2017

თბილისის მერიის სისტემაში 2014-2017 წლებში განხორციელებული შესყიდვები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” თბილისის მერიის სისტემაში 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის აგვისტომდე პერიოდში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პრაქტიკა შეისწავლა.

გვერდები