ENG

რამდენად გამჭვირვალე და ინფორმაციულია ჩხოროწყუს მუნციპალიტეტის ვებ-გვერდები

08 თებერვალი, 2018

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” წარმოგიდგენთ კვლევას მუნიციპალიტეტებში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების არსებული პრაქტიკის შესახებ. ამჯერად გთავაზობთ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის შედეგებს:

  • ჩხოროწყუს საკრებულომ 2016 წლის 7 მარტს მიღებული დადგენილებით განსაზღვრა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი;

  • მიღებული დადგენილება მიესადაგება მთავრობის N219 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელიც ადგენს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მაღალ სტანდარტს;

  • თუმცა, მერიისა და საკრებულოს ვებ-გვერდზე (www.chkhorotsku.gov.ge)  განთავსებული ინფორმაცია არ პასუხობს დადგენილებით ნაკისრი პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხას, კერძოდ, მერიის შემთხვევაში სრულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის 44%, საკრებულოში შემთხვევაში კი 55 % არ ქვეყნდება.

  • არასრულად ქვეყნდება ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების დაფინანსების და ხარჯთაღრიცხვის შესახებ, არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული შესყიდვებისა და ქონების პრივატიზების შესახებ;

  • არ ქვეყნდება ინფორმაცია საკრებულოს დაგეგმილი სხდომისა და დღის წესრიგის თაობაზე, არ არის ხელმისაწვდომი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსა და დასახლების საერთო კრებების ოქმები და ა.შ.

 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ გრაფიკებში

 



 


 


“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” მოუწოდებს ჩხოროწყუს მერიასა და საკრებულოს დროულად აღმოფხვრან აღნიშნული პრობლემა, შეასრულონ 2016 წლის 7 მარტს მიღებული დადგენილებით ნაკისრი ვალდებულება და უზრუნველყონ ინფორმაციის სრული სახით ატვირთვა ოფიციალურ ვებ-გვერდზე.



პუბლიკაცია მომზადდა ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით