ENG

ბათილი ბიულეტენების სტატისტიკა 2002 - 2016

27 ოქტომბერი, 2016

 

ყოველ არჩევნებზე ხმების დათვლისას ბიულეტენების გარკვეული რაოდენობა ბათილად ცხადდება. წარმოგიდგენთ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზე მაჟორიტარული და პროპორციული და ასევე 2002 წლიდან ჩატარებულ არჩევნებზე გაბათილებული ბიულეტენების სტატისტიკას.

შეგახსენებთ, საარჩევნო კოდექსის მიხედვით საარჩევნო ბიულეტენი ბათილია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ:

  • ბიულეტენი დამოწმებული არ არის ამომრჩეველთა რეგისტრატორის ხელმოწერითა და ბეჭდით;

  • შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა (შემოხაზულია ერთზე მეტი სუბიექტი, გადახაზულია ყველა სუბიექტი და ა.შ.);

  • კონვერტში აღმოჩნდა დადგენილ რაოდენობაზე მეტი საარჩევნო ბიულეტენი;

  • სპეციალური კონვერტი არ არის დადგენილი ნიმუშის;

  • საარჩევნო ბიულეტენი საარჩევნო ყუთში აღმოჩნდა კონვერტის გარეშე;

  • საარჩევნო ბიულეტენი განკუთვნილი იყო სხვა საარჩევნო უბნისათვის.

ბათილი ბიულეტენების სტატისტიკა 2002 - 2016 by TIGeorgia on Scribd

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“