
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიზანია მთავრობას, ისევე როგორც ფართო საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და რეფორმების შესახებ; მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ინსტიტუტების გაძლიერებაში და ხელი შეუწყოს რეფორმების განხორციელებას იმ სექტორებში, სადაც კორუფცია არსებობს. ორგანიზაციის მიზანია განსაზღვროს კორუფციასთან ბრძოლის პოტენციური და არსებული ინსტიტუციური თუ სამართლებრივი წყაროები.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიზანია:
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი ოფისის შემადგენლობაში შედიან აღმასრულებელი დირექტორი, განვითარების მენეჯერი, პროგრამის დირექტორი, პროგრამის ასისტენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი, ანალიტიკოსები, იურისტები და ოფისის თანაშემწე. აღმასრულებელი ოფისი ახორციელებს `საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ყველა აქტივობას, მოიზიდავს თანხებს, პასუხისმგებელია ორგანიზაციის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე.
ცალკეული პროექტების განსახორციელებლად „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” თანხებს იღებს საერთაშორისო და უცხოური დონორი ორგნაიზაციებისგან. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” დონორები სხვადასხვა დროს იყვნენ: ამერიკის იურისტთა ასოციაცია ცენტრალური ევროპისა და ევრაზიის სამართლებრივი ინიციატივა(ABA/CEELI), ბრიტანეთის საბჭო საქართველო, ბრიტანეთის საელჩო საქართველო, კანადის ფონდი, კანადის საელჩო, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), BP საქართველო, გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტი (DFID), ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, ევროკომისიის დელეგაცია საქართველოში, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OSCE), ეროვნული შემოწირულობა დემოკრატიისთვის (NED), ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ნიდერლანდების სამეფოს საელჩო, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, პოლონურ-ჩეხურ-სლოვაკური სოლიდარობის ფონდი, საბიუჯეტო პოლიტიკის პრიორიტეტების ცენტრი, საერთაშორისო გამჭვირვალობა, სამდივნო, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF), ღია საზოგადოების ინსტიტუტი (OSI), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC).
წინა წლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” კორუფციის ცალკეულ შემთხვევებს არ შეისწავლიდა. ორგანიზაციის მიზანი იყო არა ცალკეულ შემთხვევებზე კონცენტრირება, არამედ იმ მიზეზების დადგენა, რაც კორუფციას უწყობდა ხელს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” სტრუქტურული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პრევენციული მექანიზმებს შეიმუშავებდა. ორგანიზაცია მიიჩნევდა, რომ კორუფციის შემთხვევების გამოააშკარავება და გამოძიება მედია სექტორის, პოლიციის, პროკურატურის მოვალეობა იყო, თუმცა თავის დახმარებას სთავაზობდა ამ სექტორებს.
2008 წლის ივლიდსიდან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” შეცვალა პოლიტიკა და ანტიკორუფციული საკონსულტაციო ცენტრის დაარსებით ის აქტიურ დახმარებას უწვს ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც თავს კორუციის მსხვერპლად თვლის.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ადგილობრივი, ქართული ორგანიზაციაა. ის დაფუძნდა და მოქმედებს საქართველოს კანონდებლობის შესაბამისად. ამავდროულად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მსოფლიო ანტიკორუფციული ქსელის, საერთაშორისო გამჭვირვალობის წევრია. ეს ქსელი 90-დე დამოუკიდებელ, ეროვნულ ბიუროს აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.