
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” გააანალიზა 2013-2021 წლებში ცენტრალური ხელისუფლების მიერ სახელმწიფო უძრავი ქონების გაყიდვასთან დაკავშირებული ოფიციალური მონაცემები და დაადგინა, რომ პრივატიზების პროცესი მნიშვნელოვან კორუფციულ რისკებს შეიცავს. უკიდურესად დაბალი კონკურენცია, არასაკმარისი გამჭვირვალობა, კეთილსინდისიერების მექანიზმების არარსებობა და არასათანადო რეაგირება სავარაუდო დარღვევებზე – ეს არის ის ძირითადი გამოწვევები, რაც პრივატიზაციის პროცესში კორუფციის რისკს წარმოშობს.
საქართველოში მიწის რესურსის მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ სახელმწიფოს საკუთრებაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ პრივატიზების პროცესი, დიდი ალბათობით, კიდევ მრავალი წელი გაგრძელდება. ზემოთ ნახსენები გამოწვევების პირობებში, და ასევე იმის გამო, რომ ქვეყანაში არ არსებობს მაღალი დონის კორუფციის [1] შემაკავებელი მექანიზმები, არსებობს იმის მაღალი ალბათობა, რომ სახელმწიფო ქონების განკარგვა მოხდეს კონკრეტული ადამიანების პირადი ინტერესების სასარგებლოდ, ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების ხარჯზე, რისი არაერთი სავარაუდო მაგალითიც ამ კვლევაშია მოყვანილი.
მთავარი მიგნებები:
პრივატიზაციის მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა მრავალ საეჭვო შემთხვევას, რაც კორუფციულ გარიგებაზე შეიძლება მიანიშნებდეს:
შედეგად, 13,374,167 ლარად 454,627 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო, 225,666 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 45 შენობა-ნაგებობა გაიყიდა. მყიდველებმა სხვადასხვა დროს ქართული ოცნების სასარგებლოდ 2,097,000 ლარის შემოწირულება გაიღეს.
შენიშვნა მეთოდოლოგიის შესახებ:
კვლევის ფარგლებში შესწავლილია მხოლოდ სსიპ “სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” მიერ ცენტრალური ხელისუფლების ბალანსზე არსებული უძრავი ქონების (მიწა და შენობა-ნაგებობები) გასხვისება, როგორც საჯარო აუქციონის, ისე პირდაპირი პრივატიზების პროცედურით.
შესაბამისად, კვლევა არ მოიცავს იჯარას, უძრავი ქონების გარდა სხვა სახის სახელმწიფო ქონების განკარგვას (მაგ: ტყის ფონდი, მოძრავი ქონება ან სახელმწიფო საწარმოები). კვლევა ასევე არ მოიცავს, მუნიციპალიტეტების, მათ შორის არც თბილისის, მერიების მიერ განხორციელებულ პრივატიზაციას, რომლებიც თავად განკარგავენ მათ ბალანსზე არსებულ უძრავ ქონებას.
კვლევაში ახლადრეგისტრირებული კომპანია გულისხმობს კომპანიას, რომელიც აუქციონის გამოცხადებამდე / პირდაპირი პრივატიზაციის განკარგულებამდე არაუგვიანეს 6 თვისა დარეგისტრირდა.
ზოგადი მონაცემები
საქართველოში მიწის რესურსის მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ სახელმწიფოს საკუთრებაშია. მაგალითად, სხვადასხვა დათვლებით, სახელმწიფოს ბალანსზეა ქვეყანაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის 67.5%.[1] ეს სტატისტიკა მიანიშნებს იმაზე, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია, რაც ამჟამად ძირითადად სახელმწიფო ბიუჯეტის შესავსებად გამოიყენება, კიდევ მრავალი წელი გაგრძელდება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ პრივატიზაციის დროს მინიმუმამდე შემცირდეს ის რისკები, რაც აზარალებს სახელმწიფოსა და მის მოსახლეობას.
ცენტრალური ხელისუფლების ბალანზე არსებული უძრავი ქონების პრივატიზაცია ორი მეთოდით ხდება:
ორივე შემთხვევაში ქონებას საპრივატიზაციოდ ამზადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში არსებული სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“, რომელიც 2012 წელს შეიქმნა.
პრივატიზაცია აუქციონის წესით
პრივატიზაციის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფისთვის საუკეთესო საშუალება ღია აუქციონის მეთოდის გამოყენებაა. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი იყო 2010 წელს აუქციონის ელექტრონული პლატფორის www.eAuction.ge ამოქმედება, რომელმაც ყველა სახის სახელმწიფო ქონების რეალიზაცია/პრივატიზაცია ერთ სივრცეში გააერთიანა.
2013-2021 წლებში წარმატებით ჩატარდა 5,105 საჯარო აუქციონი, რომელთა საწყისი ღირებულება 656.9 მლნ ლარი იყო. შედეგად, სახელმწიფო ქონება (მიწა და შენობა-ნაგებობა) მთლიანობაში 872.8 მლნ ლარად, საწყის ფასზე თითქმის 216 მლნ ლარით მეტად გაიყიდა. ყველაზე მეტი აუქციონი (859) 2021 წელს ჩატარდა, რის შედეგადაც სახელმწიფო ქონება 304.9 მლნ ლარად გაიყიდა.

პრივატიზაცია პირდაპირი წესით
2013-2020 წლებში გაფორმდა პირდაპირი პრივატიზაციის 429-ზე მეტი კონტრაქტი (რაოდენობაში არ შედის 2015 წლის მონაცემი, რადგან ინფორმაცია ხარვეზიანად იქნა მოწოდებული), საიდანაც 43%-ს სიმბოლური ფასი (1 ლარი) ჰქონდა. პირდაპირი პრივატიზაციიდან სახელმწიფომ მთლიანობაში 236.6 მლნ ლარი მიიღო (2015 წლის მონაცემის გამოკლებით), საიდანაც უმეტესობა – 157 მლნ ლარი გაზსადენის გაყვანის მიზნით შპს “სოკარ ჯორჯია გაზისთვის” გადაცემულ უძრავ ქონებას უკავშირდება.
პირდაპირი პრივატიზაციის შესახებ მონაცემები სსიპ “სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან” არასტრუქტურირებული და ხარვეზიანი ფორმით მივიღეთ, რის გამოც კვლევაში მოცემული რიცხვებს, შესაძლოა, გარკვეული ცდომილება ახასიათებდეთ. ასევე, კონტრაქტების რაოდენობაში არ შედის საქართველოს საპატრიარქოსთვის და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სიმბოლურ ფასად გადაცემული ქონება.

*გრაფიკი არ ასახავს 2015 წლის მონაცემებს.
პრივატიზაცია ერთ-ერთი იმ სფეროთაგანია, სადაც კორუფციის თანდაყოლილი რისკი არსებობს, რადგან საქმე გვაქვს საჯარო რესურსების განკარგვასთან. რაც უფრო სუსტია კორუფციის შემაკავებელი მექანიზმები (მაგ: კონკურენცია, გამჭვირვალობა, ზედამხედველობა, დარღვევებზე რეაგირება), მით უფრო მკაფიოდ იქნება გამოხატული ეს თანდაყოლილი რისკი. კვლევის მომდევნო ნაწილებში განხილულია სწორედ ამ შემაკავებელი მექანიზმების მდგომარეობა.
დაბალი კონკურენცია
სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის კონტექსტში კორუფციული რისკების შემცირების მთავარი მექანიზმი მაქსიმალურად კონკურენტული გარემოს შექმნაა. კონკურენცია ამცირებს ფარული გარიგებებისა და თანამდებობის პირების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში პრივატიზაციის აუქციონები ელექტრონულად ტარდება, კონკურენციის დონე უკიდურესად დაბალია, რაც ხელსაყრელ გარემოს ქმნის კორუფციული შინაარსის დარღვევებისთვის. 2013-2021 წლებში ჩატარებული პრივატიზაციის ყოველი 3 აუქციონიდან 2 (68%) უკონკურენტოდ (მხოლოდ ერთი ბიჯით) იქნა მოგებული. ამასთან, უკონკურენტო აუქციონების წილი წლების განმავლობაში ერთსა და იმავე მაღალ მაჩვენებლზე რჩება.

ასევე დიდია არშემდგარი აუქციონების რაოდენობა: 2013-2021 წლებში სახელმწიფო უძრავი ქონების გაყიდვის მიზნით სულ 9,976 აუქციონი გამოცხადდა, რომელთა 46.7% (4,656) ჩაიშალა, რადგან მონაწილეობის სურვილი არავინ გამოთქვა. ჩაშლილი აუქციონების ასეთი დიდი რაოდენობა, შესაძლოა, გამოწვეული იყოს პრივატიზაციის მიმართ ნდობის ან მის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობით. ნებისმიერ შემთხვევაში, მეტი ძალისხმევაა საჭირო, რომ რაც შეიძლება მეტმა დაინტერესებულმა პირმა მიიღოს მონაწილეობა აუქციონში.
კორუფციის რისკის შემცირების გარდა, კონკურენცია მნიშვნელოვანი ფინანსური სარგებლის მომტანია. მიუხედავად იმისა, რომ კონკურენციით ჩატარებული აუქციონები რაოდენობით ერთ მესამედზე ნაკლები იყო (32%), მათი საშუალებით პრივატიზაციის საწყისი თანხა საშუალოდ გაორმაგდა (99.2%-იანი ზრდა) – 214.1 მლნ ლარიდან 426.4 მლნ ლარამდე, რაც პრივატიზაციის გზით შემოსული მთლიანი თანხის 50% იყო.

ქონების ეროვნული სააგენტო მისი საქმიანობის წლიურ ანგარიშებში აღნიშნავს, რომ მისი ერთ-ერთი მიზანია მოახდინოს გაყიდვების სტიმულირება, პოტენციურ ინვესტორებს მიაწოდოს ინფორმაცია საპრივატიზებო ობიექტების შესახებ და აუქციონზე შექმნას კონკურენტული გარემო, რაც წინაპირობაა იმისთვის, რომ მოხდეს პრივატიზაციის შედეგად მიღებული სახელმწიფო შემოსავლების გაზრდა. ის ფაქტი, რომ კონკურენციის მაჩვენებელი წლების განმავლობაში ასეთი დაბალია, მიანიშნებს, რომ სააგენტოს ძალისხმევა არ არის საკმარისი და საჭიროა ამ მიმართულებით უფრო აქტიური მუშაობა.
აუქციონისგან განსხვავებით, პირდაპირი პრივატიზაციის შემთხვევაში კონკურენციის უზრუნველყოფა რთულია. თუმცა, კანონი ითვალისწინებს პირდაპირი მიყიდვის პროცედურას კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, რომლის დროსაც მინიმუმ 1 თვის ვადით საჯაროდ ცხადდება ინფორმაცია სახელმწიფო ქონების პირდაპირი წესით გაყიდვასთან დაკავშირებით, რაც სწორედ კონკურენციის გაზრდას ისახავს მიზნად. სამწუხაროდ, ეს პროცედურა მხოლოდ ქაღალდზე არსებობს და 2012-2021 წლებში კონკურენტული შერჩევის ეს წესი არცერთხელ არ გამოყენებულა.
სავარაუდო კორუფციული შემთხვევები
კვლევის ფარგლებში შევეცადეთ გაგვერკვია, აქვს თუ არა ქონების ეროვნულ სააგენტოს კორუფციისა და ინტერესთა შეუთავსებლობის პრევენციის რაიმე სახის მექანიზმები. სამწუხაროდ, სააგენტოსგან ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ასეთი მექანიზმები დანერგილი არ არის. სააგენტომ ასევე უპასუხოდ დატოვა კითხვა, გამოვლენილა თუ არა 2012-2021 წლებში კორუფციული შინაარსის დარღვევა პრივატიზაციის სფეროში.
კორუფციის პრევენციის მექანიმზების არარსებობის და, ასევე, დაბალი კონკურენციისა და გამჭვირვალობის პირობებში სახელმწიფო ქონების არაკეთილსინდისიერი განკარგვის ან მითვისების მომეტებული რისკი არსებობს.
პრობლემის საილუსტრაციო მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ 2020 წლის დასაწყისში აუქციონზე გაყიდული ბაღდათის რაიონის, სოფელ ვარციხეში მდებარე, ე.წ. “ანანოვების სასახლე” (7,500 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ისტორიული ნაგებობა). მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად პრივატიზების პროცედურა დარღვევების გარეშე წარიმართა, არსებობდა რამდენიმე საეჭვო გარემოება, რომელთა ერთობლიობა მიანიშნებდა, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდა წინასწარ არაფორმალურ შეთანხმებას, თუ ვის უნდა მოეგო აუქციონი. ეს გარემოებები იყო:
მეტიც, აუქციონით პოტენციურად დაინტერესებული პირები ინფორმირებულებიც არ იყვნენ ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან.[2] სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პრივატიზების დეპარტამენტმა/გაყიდვების სამსახურმა პოტენციურ მყიდველებს არცერთი შესაძლო ფორმით არ შეატყობინა აუქციონის შესახებ და არც სააგენტოს Facebook გვერდზე იძებნება შესაბამისი განცხადება.[3] ერთ-ერთმა კომპანიამ BM.GE-ს მიაწოდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან 10 იანვარს, პარასკევ დღეს გაგზავნილი შეტყობინება იმის თაობაზე, რომ იმ ქონების აუქციონი, რომლითაც ის წლების წინ იყო დაინტერესებული, 13 იანვარს, 17:00 საათზე სრულდებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ 10 იანვარი პარასკევი იყო, აღნიშნულ პირს „საქართველოს ფოსტამ“ წერილი 15 იანვარს ჩააბარა ანუ აუქციონის ჩატარებიდან ორი დღის შემდეგ. BM.GE-მ კიდევ 2 დაინტერესებულ პირთან გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ სააგენტოდან წერილები მათაც დაგვიანებით მიიღეს.[4]
კორუფციის ამ სავარადო შემთხვევას არ მოჰყოლია სათანადო რეაგირება საგამოძიებო ორგანოების მხრიდან. ისიც კი უცნობია, დაიწყო თუ არა გამოძიება, რადგან საჯარო ინფორმაციის ოფიციალურად მოთხოვნის წერილებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ პასუხობს, ხოლო გენერალური პროკურატურა ინფორმაციას არ გასცემს [1].
კვლევის ფარგლებში გამოვლინდა საეჭვო გარემოებების შემცველი პრივატიზაციის მრავალი ათეული შემთხვევა:
თანამდებობის პირები ან მათი ოჯახის წევრები იგებენ პრივატიზაციის აუქციონებს
თანამდებობის პირების ან მათი ოჯახის წევრების კომპანიები იგებენ პრივატიზაციის აუქციონებს
თანამდებობის პირები ან მათი ოჯახის წევრები იღებენ პირდაპირი პრივატიზაციის კონტრაქტებს
თანამდებობის პირების ან მათი ოჯახის წევრების კომპანიები იღებენ პირდაპირი პრივატიზაციის კონტრაქტებს
მმართველი პარტიის შემომწირველები იგებენ პრივატიზაციის აუქციონებს
მმართველი პარტიის შემომწირველები იღებენ პირდაპირი პრივატიზაციის კონტრაქტებს
ახლად დარეგისტრირებული კომპანიები იგებენ პრივატიზაციის აუქციონებს
ახლად დარეგისტრირებული კომპანიები იღებენ პირდაპირი პრივატიზაციის კონტრაქტებს
ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემა
კვლევის განმავლობაში გამოიკვეთა პრივატიზაციის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული რამდენიმე პრობლემა. გამჭვირვალობის დონის გაზრდა ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ცვლილებაა, რასაც ფართო და გრძელვადიანი შედეგის მოტანა შეუძლია, როგორც კორუფციული რისკების შემცირების, ისე კონკურენციის გაზრდისა და სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მეტი ფინანსური სარგებლის მოტანის მხრივ.
ინფორმაცია არ ქვეყნდება პროაქტიულად
აუქციონის გზით პრივატიზების შესახებ ინფორმაცია (ქონების აღწერა, აუქციონის თარიღები, საწყისი და საბოლოო ღირებულება, ბიჯის ოდენობა, საპრივატიზებო პირობები) ხელმისავდომია ვებგვერდზე eauction.ge, რომლის გამოყენებითაც ტარდება სახელმწიფო ქონების განკარგვის ელექტრონული აუქციონები. თუმცა ამ ვებგვერდზე არ ქვეყნდება ინფორმაცია აუქციონში გამარჯვებული პირის შესახებ – ეს ინფორმაცია სხვა ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი (privatization.ge), თუმცა მხოლოდ შეზღუდული დროით - დაახლოებით 2 თვის შემდეგ გამარჯვებულის ვინაობა საიტიდან იშლება.
პირდაპირი პრივატიზაციის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ ქვეყნდება მისი ოფიციალური მოთხოვნის გარეშე. მოთხოვნის შემთხვევაშიც კი, სსიპ “სახელმიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” მიერ გაცემული ინფორმაცია არასტუქტურირებული და, ზოგჯერ, არასრულია, რაც ამცირებს მის სანდოობასა და ართულებს მის გამოყენებას.
პრივატიზაციის შესახებ ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულება კანონითაც არის დადგენილი.[7] ამ ეტაპზე ეს ვალდებულება სათანადოდ არ სრულდება.
აუქციონში მონაწილეთა ვინაობა კონფიდენციალურია
არსებული რეგულაციების მიხედვით,[8] აუქციონის დასრულების შემდეგ მხოლოდ გამარჯვებულის ვინაობა ხდება საჯარო, ხოლო სხვა მონაწილეების ვინაობა კონფიდენციალურად რჩება. ამგვარი გაუმჭვირვალობა ავნებს პრივატიზაციისადმი ნდობას და ართულებს გარე ზედამხედველობას.
მთავრობის განკარგულებები არ არის ხელმისაწვდომი
პირდაპირი პრივატიზაციის შემთხვევაში მნიშვნელოვანი პრობლემაა მთავრობის შესაბამისი განკარგულებების ხელმისაწვდომობა. სახელმწიფო ქონების პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განკარგულების სახით გამოიცემა, თუმცა, მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე განკარგულებები აღარ გვხვდება 2020 წლის მარტის შემდეგ.[9] მთავრობის ადმინისტრაცია ასევე არ გასცემს ამ დოკუმენტებს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაშიც კი, რითიც არღვევს კანონს. ეს გარემოება შეუძლებელს ხდის პირდაპირ პრივატიზაციაზე ეფექტურ გარე ზედამხედველობას.
ინფორმაციის ხელმიუწვდომლობა მუნიციპალურ დონეზე
ეს კვლევა თავდაპირველად მუნიციპალური პრივატიზაციის შესწავლასაც ისახავდა მიზნად, თუმცა ეს ვერ მოხერხდა სწორედ ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სირთულეების გამო. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წერილზე 64 მუნიციპალიტეტიდან 15-მა პასუხი არ გაგვცა, მათ შორის არც თბილისისა და ბათუმის მერიებმა. თბილისის მერიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, შესაბამისი მონაცემები დამუშავებული არ არის, რაც უცნაურია, რადგან თბილისის მერია პრივატიზაციის აუქციონებს ელექტრონულად, სპეციალური ვებგვერდის საშუალებით ატარებს, რაც, წესით, ინფორმაციის მარტივად ამოღებისა და დამუშავების შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს.
რეკომენდაციები
სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესში არსებული კორუფციული რისკების შესამცირებლად აუცილებელია:
[1] “ეკონომიკური ტრანსფომაციის ცენტრი” (ETC), სახელმწიფო საკუთრებაშიარსებული აქტივები, 2021, ხელმისაწვდომია აქ: https://www.freiheit.org/sites/default/files/2021-08/cigni-sakhelmcipo-aktivebis-kvleva.pdf [146]
[3] BM.ge-ის ერთ-ერთმა ყოფილმა დაინტერესებულმა პირმა უთხრა, რომ სააგენტოზე „ანანოვების სასახლის“ აუქციონის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის განმავლობაში იდო და შემდეგ „გაქრა“
[4] BM.GE, "ანანოვების სასახლის" პრივატიზაციის ამბავი - რა კითხვებია ქონების ეროვნულ სააგენტოსთან? [148] იხ.წყარო [148]
[5] ფოთის მერის ბიზნესპარტნიორის გამარტივებული შესყიდვები, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”, იხ.ლინკი [149]
[6] ხმაურისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემა ფოთის დევნილთა დასახლებაში, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”, იხ.ლინკი [150]
[7] საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №219 “საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ”
[8] საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის ბრძანება №1-1/172 “სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ”, მუხლი 1, პუნქტი 14.
Links
[1] https://transparency.ge/ge/blog/magali-donis-savaraudo-korupciis-gamouziebeli-shemtxvevebi-ganaxlebadi-sia
[2] https://eauction.ge/Home/EntityView/643669
[3] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=7c9JthgWNnAMXazKP2jf0IRihoniMlMFk83oedV3MQDWvmG7Dc7Nio7uQCZ3ulSv
[4] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFIyjtI8OwH8uuH90YGIyNq%5DO%5BkmgxW5FuzgLwwmlnZAe
[5] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFDyWZoQaeT6yNuZDsmIwtrmIdFSVJr7VlDrgqwi2WONf
[6] https://www.eauction.ge/Home/EntityView/181865
[7] https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/23185
[8] https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/16193
[9] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFAG3v2CttfUDjbQ9KtMeoGgImmZaowlp6YkMbOSKX5vp
[10] https://www.eauction.ge/Home/EntityView/144405
[11] https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/18714
[12] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFFY42HUFrex2efa9uiGsYjgKLiA1C4J1SDpJr8CLE%5DtD
[13] https://www.eauction.ge/Home/EntityView/325457
[14] https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/106982
[15] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFCDtM6RxeiSJ64eSn1VyYYTaVvZ0D%5B2OqxrIoJfm67M8
[16] https://www.eauction.ge/Home/EntityView/470587
[17] https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/114851
[18] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFHCAkUvBrub1OdaWvL2yuAKrcxmwKxjEMfiwmKwWdJ04
[19] https://www.eauction.ge/Home/EntityView/581259
[20] https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/124459
[21] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFGv41W%5DKJbd5ZoGS%5DrvMv3TSOW%5BM8q0o%5BVwvT%5B7gszNI
[22] https://www.eauction.ge/Home/EntityView/463100
[23] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFNYDCQPGoQ1tW6a7nZNapyHJpcGqaePY%5BYFXOqHrr2fZ
[24] https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/113042?title=%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%20%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%20%E1%83%93%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%2024.08.2018.pdf
[25] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFEFwkPy%5DAqUwvnqCJdBfCnVtSGg271PaIvnyyZXJYkPs
[26] https://www.eauction.ge/Home/EntityView/494648
[27] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFPiv%5Bp8Zt66%5B%5BuWARHbMvpis7M12CjODcCPm%5DZY%5DgulP
[28] https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/122059
[29] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFNyY%5DcG9dElzohzCCz7mefMG5FzVlGyux%5DRdAJCtx8Lf
[30] https://www.eauction.ge/Home/EntityView/530893
[31] https://www.eauction.ge/Home/EntityView/530908
[32] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFIpDzO%5BGm90hNhWwmtcs1erirFgD%5BG2O8JVyO5%5BNaE8w
[33] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFOgZsVcNCFDA40eJURP2MJ4l4wsjF%5BCr0fBvX8voW3Jv
[34] https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/116348
[35] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFMCpZzcq659g9DWTbWDo3dKihi8F8uqF8lchUOOO1g85
[36] https://www.eauction.ge/Home/EntityView/573786
[37] https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/129184?title=%E1%83%98%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%20%E1%83%AC%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%98%E1%83%90%20%E1%83%93%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%2031.12.2020.pdf
[38] https://www.transparency.ge/politicaldonations/ge/donations/5606
[39] https://www.transparency.ge/politicaldonations/ge/donations/5595
[40] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFDNCk%5BcMmNlXxuJr2W0%5D9%5DmPnCji6P%5DSy6hLWBsw3Pns
[41] https://www.eauction.ge/Home/EntityView/686138
[42] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFIDmcSi16%5D07DIVZTx6XwBHjnoS7refV8tzdyvPFJ0Yy
[43] https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/129665
[44] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFCmVEy25EEj4%5BFuO7W9Dc2g2zRYCE2flDR1YNJhvQg8I
[45] https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/106729
[46] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFPvYcfMxa0oMxeDtU%5Bs6tacdAJ%5Df3D51V9CMtWUenQl4
[47] https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/109893?title=%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98%20%E1%83%91%E1%83%98%E1%83%AD%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%93%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%2022.02.2018.pdf
[48] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFAc9ZjV8uMqQHvflUprSRtSzy%5BXm4BanqcEwTREBuE8g
[49] https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/126550
[50] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFBmjk%5DeNa8IledUJ1AQRI00Se%5B0eodkHs5NHA7SpFGNk
[51] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFFIIMBSz%5DH5vZM0tNXlZwHShnNnIYbk7FuKfHW8LiK74
[52] https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/27662
[53] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFLoFqqw04lQRCos5FmMHCYZe3d1cHvX9ZMCU3RyDz0M1
[54] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFDcs7gpUCv7lMSGNaWLdXNmTpS14yxZXRiSM9KCIWw35
[55] https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/109388
[56] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFHUYaBCBJRKU22f7XPmhh0FdR6GNoPQwzYJDralU18B1
[57] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFJk48EyxkuqGBhkO6be7RY2j1F3dXDwIc1r8HECzVXc2
[58] https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/116174
[59] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFAVdPZr%5Dy2rHqNkpsG8vpRZWJl%5B34aUFXbnqlgxtwvGa
[60] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFAKRYliYxiDNWQ61soDvz7VGdi%5DwRVCUSpwC1JMklg2M
[61] https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/119825
[62] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFJ%5DZ11XzfRhHkpSPOgPsZUVik1NkSAhfsDgaWEroJcIt
[63] https://www.eauction.ge/Home/EntityView/317066
[64] https://www.transparency.ge/politicaldonations/ge/donations/5038
[65] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFKqtgK%5DD%5Do3V9lWFSwYPpr%5B1zG4Ek%5BRNVXkTtZNKKdsy
[66] https://www.eauction.ge/Home/EntityView/324167
[67] https://www.transparency.ge/politicaldonations/ge/donations/6022
[68] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFAI2vPdCA%5D9QQ5j6YXbNtU8UmW%5DFWbpr2iIVHTN87dIa
[69] https://www.eauction.ge/Home/EntityView/472218
[70] https://www.transparency.ge/politicaldonations/ge/donations/7486
[71] https://www.transparency.ge/politicaldonations/ge/donations/7487
[72] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFBIX4cSCU2Gi62IKBSurNGRXWkof3fXVFLsHpyBAf1jE
[73] https://www.eauction.ge/Home/EntityView/475030
[74] https://www.transparency.ge/politicaldonations/ge/donations/7340
[75] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFNdICvi5Ih864IMk8VQn0N673MfJXXXaIP58MZkuhxhe
[76] https://www.eauction.ge/Home/EntityView/565536
[77] https://www.transparency.ge/politicaldonations/ge/donations/2100
[78] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFFUbSpY4kZhqhsauXlcxKTbFitv8c6%5DxisqphDKIo%5DDe
[79] https://www.eauction.ge/Home/EntityView/662951
[80] https://www.transparency.ge/politicaldonations/ge/donations/5749
[81] https://www.transparency.ge/politicaldonations/ge/donations/5747
[82] https://www.transparency.ge/politicaldonations/ge/donations/5750
[83] https://www.transparency.ge/politicaldonations/ge/donations/5748
[84] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFHO4EImEnnKOoyP4Nrxr31Ehf%5BT3p8%5D4X%5BAHO2mxw8CR
[85] https://www.eauction.ge/Home/EntityView/676539
[86] https://www.transparency.ge/politicaldonations/ge/donations/5364
[87] https://www.transparency.ge/politicaldonations/ge/donations/11080
[88] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFNwqD8Z%5DnoDjdYgCmNprsdh3V6lulP%5DPvt8ehxNy9CgS
[89] https://www.transparency.ge/politicaldonations/ge/donations/4961
[90] https://www.transparency.ge/politicaldonations/ge/donations/4959
[91] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFInGKVnnBERAGqc8Y915es1suOas2ApFTPfI84Oeybc0
[92] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFGrdVUBD12nXXgjanlDnzgj12wID6iY0ersnMvCaPz48
[93] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFDrvxV2Qe9LH6rBcietrJKzjUNAu3gqyDa%5DloUrQc5pd
[94] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFDLs%5DPZ%5DsIQZtcQNP59%5BCcMKTUtWWdiGr%5Bxl1Ps7Cj3e
[95] https://www.transparency.ge/politicaldonations/ge/donations/7164
[96] https://www.transparency.ge/politicaldonations/ge/donations/7147
[97] https://www.transparency.ge/politicaldonations/ge/donations/7121
[98] https://www.transparency.ge/politicaldonations/ge/donations/7100
[99] https://www.transparency.ge/politicaldonations/ge/donations/7148
[100] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFKeGLGHpP8oRn9cqSMG7ic2888wkcgjxZMtgJPo9A%5DLT
[101] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFKLgSxGowbKWEL3VQNQqFe41ThaXIp822P3gWeZgXHGB
[102] https://www.transparency.ge/politicaldonations/ge/donations/2142
[103] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFNX8p5QbLbawtC0q16wkabha92DXJ4YVsQUaWioNzpEr
[104] https://www.transparency.ge/politicaldonations/ge/donations/5664
[105] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFFFOnNZ2m2apHonQnc3r0QMzBof0zEElANp99id9HA7Z
[106] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFCkZGFWmoJ9PbRQWj5djRcJoouVl6Ti%5BNhxIiV%5DBO6NA
[107] https://www.transparency.ge/politicaldonations/ge/donations/7915
[108] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFNseSGxHTIJ3FNO73ByQ5tRy7cOTagSDakwVL4Z09wqg
[109] https://www.transparency.ge/politicaldonations/ge/donations/7913
[110] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFJc88RzUBkyKZzLQVkIU9c7KVJAIb%5BhLjcTZEvG0sq%5Dv
[111] https://www.transparency.ge/politicaldonations/ge/donations/2284
[112] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFG1Gc5HmWXaf4DfTqQbH4Jxa%5DaHZO4zxe5VxxnJDYgOc
[113] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFN%5Dr4AjBtr2%5BWAiPhcB%5Bux5j6hNwl3eWOKxkVMJmZoDO
[114] https://www.transparency.ge/politicaldonations/ge/donations/504
[115] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFGQbmkzMEAQIQB02ZW25lLXPJTxnYeICSvfGyow2Poa1
[116] https://www.transparency.ge/politicaldonations/ge/donations/9322
[117] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFGVC6MEDD9ZVtSVHUsFZKVb6rTEcz%5DzfLpUDf4L%5BJ59c
[118] https://www.transparency.ge/politicaldonations/ge/donations/6224
[119] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFJGg3kcqVP5HypEIdumITiHdCxAfra25AwywSmSpkVRD
[120] https://www.eauction.ge/Home/EntityView/128898
[121] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFPTZuXG6mNkFgGV5JMsyebfDYs9l7HrRJE5NBQhKZMiQ
[122] https://www.eauction.ge/Home/EntityView/153706
[123] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFAQNUykkeES3UJIO%5B9QErNLn1hJ2ybvkEhhE9CtRQ%5Bpl
[124] https://www.eauction.ge/Home/EntityView/248761
[125] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFJdRkC4lRyFStx4vjOlc6mOgjT9%5D7PHy97pzocCIyolA
[126] https://www.eauction.ge/Home/EntityView/549394
[127] https://www.eauction.ge/Home/EntityView/549400
[128] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFL6KOnGrqI%5DhwT4k5KLqTQ02s5QtDGtuHWNQTQKHQrwS
[129] https://www.eauction.ge/Home/EntityView/617281
[130] https://www.eauction.ge/Home/EntityView/617288
[131] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=7c9JthgWNnAMXazKP2jf0FkzD9DjPsG42%5BDRL1Zx1HkPq8Cm67qNuOswYjoOTcBT
[132] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFMezZdTfzyeF9gMkdwzaH47z2KGOVmGiLfH%5BH%5Bje%5Bi14
[133] https://www.eauction.ge/Home/EntityView/662659
[134] https://www.transparency.ge/politicaldonations/ge/donations/940
[135] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFMMRKGxGenuMhTZA%5BYQUryFd2i1VpQAb8pTw6CUmdPHJ
[136] https://www.eauction.ge/Home/EntityView/671604
[137] https://www.eauction.ge/Home/EntityView/673698
[138] https://www.eauction.ge/Home/EntityView/684056
[139] https://www.transparency.ge/politicaldonations/ge/donations/1728
[140] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFPc5yZGDHKDUJnwZtV7VxK9SkXm5409x7GoCWPzwwQ%5Dt
[141] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFJxm1VClBbNvJ9CJEWqxi1U8yOj7LzBcYNCAzd%5D1NJZK
[142] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFNLqP80XlDNSevtZpJOluGxX2JsIIuhMHSyRjaa1lQya
[143] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFG0TcyX%5BPhxQUOZNa7cnGLmIiucf1g9X280fjj%5B2V%5Bnj
[144] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFDGGMFmXfHAM8UY9jgFh0WV9gd%5DXbpz%5DDcHvnO9TVCef
[145] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFJWhrB7%5D4GvMWADxXPBqDULMIaXBSDTYQ%5DYNj4DiWCM5
[146] https://www.freiheit.org/sites/default/files/2021-08/cigni-sakhelmcipo-aktivebis-kvleva.pdf
[147] https://www.youtube.com/watch?v=xJYMLrd1udk&t=63s
[148] https://bm.ge/ka/article/ananovebis-sasaxlis-privatizaciis-ambavi---ra-kitxvebia-qonebis-erovnul-saagentostan-/47639
[149] https://transparency.ge/ge/blog/potis-meris-biznespartnioris-gamartivebuli-shesqidvebi
[150] https://transparency.ge/ge/blog/xmaurisa-da-haeris-dabinzurebis-problema-potis-devnilta-dasaxlebashi
[151] https://www.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=545&mod_id=0&info_id=0&new_year=0&limit=0&date=&new_month=&entrant=1
[152] https://www.transparency.ge/ge/category/tags/koruptsia