ENG

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სასამართლო მონიტორინგისა და იურიდიული დახმარების პროგრამა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სასამართლო მონიტორინგისა და იურიდიული დახმარების პროგრამა წარმოადგენს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული და „აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის“ (EWMI) მიერ განხორციელების პროცესში მყოფი მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების (JILEP) ოთხწლიანი პროგრამის ქვეპროგრამას.

სასამართლო მონიტორინგისა და იურიდიული დახმარების პროგრამა ეფუძნება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ადვოკატირებისა და სამართლებრივი დახმარების ცენტრის (ALAC) მანამდე არსებულ პროექტს. ALAC -ის ახალი ოფისები თბილისსა და ბათუმში იფუნქციონირებს და საზოგადოებას უფასო იურიდიულ კონსულტაციებს გაუწევს. ALAC იმუშავებს მხოლოდ ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე, რომლებიც სახელმწიფო ორგანოების წინააღმდეგ მოქალაქეთა საჩივრებს შეეხება. საკუთრების უფლების დარღვევები და საგადასახადო დავები ჩვენი იურიდიული კონსულტაციების ძირითადი ინტერესი იქნება, თუმცა, შესაძლოა აღებული იყოს სხვა საინტერესო საქმეებიც. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საქმეებზე ინტერესებს სასამართლოს ყველა ინსტანციაში დაიცავს. როდესაც ჩვენს მომსახურებაზე მოთხოვნა დახმარების ჩვენს შესაძლებლობებს გადააჭარბებს, ჩვენ საქმეებს გადავამისამართებთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა ვუზრუნველვყოთ ლეგიტიმური უფლებების მაქსიმალური დაცვა.

ამას გარდა, შემუშავდება და პოპულარიზაცია გაეწევა სასამართლოებიდან ინფორმაციის მოპოვების სტანდარტებს. მონიტორინგი განხორციელდება ასევე სტანდარტებთან სასამართლო ქმედებების შესაბამისობაზე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ JILEP-ის სხვა პარტნიორებთან ერთად ჩაატარებს ადვოკატირების აქტიურ კამპანიას. სასამართლო მონიტორინგის მიგნებებისა და ALAC-ის მუშაობის შედეგად გამოვლენილი ტენდენციებისა და სისტემური პრობლემების საფუძველზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ შეიმუშავებს ადმინისტრაციულ და საკანონმდებლო რეკომენდაციებს. ჩვენ ხელს შევუწყობთ მიზნობრივი კანონმდებლობის შემუშავებას, გავამახვილებთ რა ყურადღებას გამოვლენილ მნიშვნელოვან ნაკლოვანებებზე. რეკომენდაციები გამოქვეყნდება განცხადებების, ანგარიშებისა და ბლოგ-პოსტების სახით და ხელმისაწვდომი იქნება ქართულად და ინგლისურად „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ვებ გვერდზე.