შპს არალი - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG
შპს არალი
22 მაისი, 2021

აბასთუმანში ბიძინა ივანიშვილის დაგეგმილ პროექტებში ჩართული კომპანია „არალი” მილიონიან ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს

 „ქართული ოცნების“ შემწირველმა სამშენებლო კომპანია „არალმა“ 2011-2021 წლებში 181, 923, 427 ლარის ოდენობის ტენდერები   მოიგო,  აქედან 25,816,009 ლარი  (ტენდერებიდან მიღებული საერთო თანხის 14,1%) უკონკურენტოდ, ხოლო 17,447,628  ლარი (9,5 %)  - მისი კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე.