ENG

ლაშა სენაშვილი

უფროსი ანალიტიკოსი
lasha.senashvili@transparency.ge

ლაშა სენაშვილი “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” უფროსი ანალიტიკოსია. 2014 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. ამავე წლის სექტემბრიდან, სწავლობს ამავე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე კავკასიისა და ევრაზიის კვლევების მიმართულებით.

აქვს არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება. სხვადასხვა დროს გავლილი აქვს ტრენინგები თემებზე: საერთაშორისო ურთიერთობები, საჯარო პოლიტიკის ანალიზი და ა.შ. მონაწილეობა აქვს მიღებული ადგილობრივ, თუ საერთაშორისო მოდელირებებში, როგორც დელეგატის, ისე კომიტეტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.  ლაშა ამჟამად „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ გუნდის წევრია.