ENG

ლევან ნატროშვილი

პროგრამის მენეჯერი
<p>levan@transparency.ge</p>

ლევანი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ 2012 წლის იანვარში შეუერთდა და ამჟამად პროგრამის მენეჯერია.

ლევანი ფლობს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხებს. 2010 წელს ლევანი გახდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული ე. მასკის პროგრამის სტიპენდიანტი და სწავლობდა კენტუკის უნივერსიტეტის პატერსონის დიპლომატიისა და საერთაშორისო ვაჭრობის სკოლაში, რომლის წარჩინებით დასრულების შემდეგაც მას მიენიჭა მაგისტრის ხარისხი.

ლევანი ასევე კითხულობს ლექციებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. წარსულში იგი მუშაობდა საქართველოს პარლამენტში, ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტში (NDI), ასევე კითხულობდა ლექციებს და წერდა ანალიტიკურ სტატიებს სხვადასხვა ჟურნალისთვის.