ENG

გია გვილავა

პროგრამის მენეჯერი
gia@transparency.ge

გია გვილავა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ 2011 წელს შეუერთდა, როგორც მთავარი იურისტი. 2011 წლის 15 თებერვლიდან 2012 წლის  23 ივლისამდე იგი ორგანიზაციის ადვოკატირებისა და სამართლებრივი დახმარების ცენტრს ხელმძღვანელობდა. 2012 წლის 23 ივლისიდან გია გვილავა პროექტის მენეჯერის პოზიციას იკავებს. დღეს იგი „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“, „საკუთრების უფლების დაცვის" და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერების პროგრამებს ხელმძღვანელობს.

გია 2006 წლიდან 3 წლის მანძილზე მუშაობდა „ბიზნესის საკონსულტაციო კომპანიაში“ დირექტორის მოადგილედ, სადაც იგი კომპანიის იურიდიულ განყოფილებას მართავდა. 2009 წლიდან გია ლაიდენის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე აგრძელებს სწავლას და საქართველოში დაბრუნებისთანავე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ თანამშრომელი ხდება.

გია გვილავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრისა და ლაიდენის უნივერსიტეტის საერთაშორისო და ევროპული ბიზნეს სამართლის მაგისტრის ხარისხებს ფლობს.