

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიშის #4
პრეზენტაცია
პრეს-რელიზი
თბილისი - ნინო გვენეტაძემ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და დევიდ სთოუნჰილმა, დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) გახსნეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია 2016 წლის 25 აპრილს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ წარადგინეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის მეოთხე ანგარიში. ანგარიშში შეფასებულია საბჭოს საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა და საბჭოს საქმიანობა მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის, გადაყვანის, საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის და სხვა მიმართულებით.
მონიტორინგმა გამოავლინა შემდეგი მნიშვნელოვანი შედეგები:
საანგარიშო პერიოდში საბჭოს საქმიანობაში გამოვლინდა არაერთი ხარვეზი - მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის და გადაყვანის პროცესი არ იყო გამჭვირვალე, წარმოშობდა ეჭვებს აღნიშნულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების ობიექტურობისა და ნეიტრალობის თვალსაზრისით; საბჭოში აღარ იყო ისეთი პლურალისტური გარემო, როგორიც წინა საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა; მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების სისტემა კვლავ არაეფექტურია; არ იყო უზრუნველყოფილი გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეების შეფასების პროცესის მინიმალური გამჭვირვალობა.
მეორეს მხრივ, პოზიტიურად უნდა აღინიშნოს შემდეგი:
მნიშვნელოვანი ხარვეზები, რაც დაფიქსირდა საბჭოს საქმიანობაში, გამოწვეული იყო როგორც არასათანადო, ბუნდოვანი საკანონმდებლო მოწესრიგებით, ისე საბჭოს მიერ კარგი პრაქტიკის დაუდგენლობით. კერძოდ:
მონიტორინგის შედეგად არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს შესაბამისი რეკომენდაციები.
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” კვლავაც გააგრძელებს საბჭოს მონიტორინგს.
საკონტაქტო პირები:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
ლევან ქათამაძე ნანა ლობჟანიძე
მობ.: 577 07 05 00 მობ.: 595 210 309
ელ-ფოსტა: pr@gyla.ge [1] ელ-ფოსტა: nana@transparency.ge [2]

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფარგლებში.
Links
[1] mailto:pr@gyla.ge
[2] mailto:nana@transparency.ge
[3] https://www.scribd.com/doc/310465879/%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%AD%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%94-%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%98
[4] https://www.transparency.ge/sites/default/files/post_attachments/dff.png
[5] https://www.transparency.ge/sites/default/files/post_attachments/xvc.png
[6] https://www.transparency.ge/sites/default/files/post_attachments/iusticiis_umaglesi_sabchos_monitoringis_meotxe_angarishi.pdf
[7] https://www.transparency.ge/ge/category/tags/iustitsiis-umaghlesi-sabcho