2014 წლის 25 ივლისი, თბილისი – ანგარიშში წარმოდგენელია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 4 საარჩევნო სუბიექტის/პოლიტიკური გაერთიანების თბილისისა და გორის მერობის კანდიდატების ზოგიერთი ხარჯის პარალელური მონიტორინგის შედეგები.
1. კვლევის სუბიექტები
თბილისი
გორი
2. კვლევის შედეგები
1 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ დაახლოებით გამოითვალა რამდენი უნდა ყოფილიყო ამ კანდიდატების საარჩევნო კამპანიის ყველაზე მსხვილ კატეგორიაზე - ფასიანი სატელევიზიო რეკლამა და გარე რეკლამა (ბილბორდი) - გაწეული ხარჯები. როგორც მონიტორინგმა აჩვენა, მხოლოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების კანდიდატებმა გაიღეს ასეთი ხარჯები.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ქართული ოცნება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მომავალ არჩევნებზეც აპირებს მსგავსი მონიტორინგის განხორციელებას, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ის პრობლემური საკითხებიც, რაც ამ პროექტის მიმდინარეობისას გამოიკვეთა.
ამ ანგარიშის გამოცემა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“, USAID-ის მეშვეობით. გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის მხოლოდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და შესაძლოა, არ გამოხატავდეს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES), USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
Links
[1] https://www.transparency.ge/sites/default/files/post_attachments/USAID%20IFES_2.png
[2] https://www.transparency.ge/sites/default/files/post_attachments/Tbilisis%20da%20goris%20merobis%20kandidatebis%20saarchevno%20kharjebis%20paraleluri%20monitoringis%20shedegebi_0.pdf
[3] https://www.transparency.ge/sites/default/files/post_attachments/Tbilisis%20da%20goris%20merobis%20kandidatebis%20saarchevno%20kharjebis%20paraleluri%20monitoringis%20shedegebi%20-%20Prezentacia.pdf
[4] https://www.transparency.ge/ge/category/tags/elections
[5] https://www.transparency.ge/ge/category/tags/gvote
[6] https://www.transparency.ge/ge/category/tags/archevnebi