
ამ დროისთვის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ქვეყნის მასშტაბით 20-მდე სერიოზული და 15 შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი დარღვევა დააფიქსირა. ჩვენმა დამკვირვებლებმა 16:00 საათისთვის 11 საჩივარი დაწერეს. პრობლემები კვლავაც შედარებით მეტია მარტვილის საარჩევნო ოლქში. ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია უკეთ არის მომზადებული, ვიდრე 2013 საპრეზიდენტო არჩევნებისას, თუმცა საუბნო საარჩევნო კომისიის კვალიფიკაცია კიდევ უნდა დაიხვეწოს. ამ მხრივ განსაკუთრებით ბევრი პრობლემა სოფლებში განთავსებულ უბნებში გვხვდება. ამასთანავე, წინა წლების არჩევნების მსგავსად, ბევრი უბნის გარეთ კვლავ შეინიშნება აგიტაცია და უბანზე მისულ ამომრჩეველთა არაფორმალური აღრიცხვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქმედებები კანონის დარღვევას არ წარმოადგენს, ამომრჩეველზე გარკვეული ზეწოლის მოხდება შეუძლია.
ამ დროის შუალედში შემდეგი დარღვევებია აღსანიშნავი:
გაფუჭებული მარკირების შესამოწმებელი მოწყობილებები
მარტვილის საარჩევნო ოლქის #14, #15 და #18 უბანზე მარკირების შესამოწმებელი ფარანი გაფუჭდა და გარკვეული დროის განმავლობაში შემოწმების გარეშე მიმდინარეობდა ხმის მიცემა;
ხმის მიცემა წესების დარღვევით
სხვა დარღვევები
გარდაბნის საარჩევნო ოლქის #25 უბანზე კომისიის მხოლოდ ორი წევრი იყო ადგილზე. უცხო პირები დაუბრკოლებლად მოძრაობდნენ უბანზე, არ ხდებოდა მარკირების შემოწმება. კომისიის წევრების განმარტებით ისინი გვერდზე ოთახში სადილზე იყვნენ გასულები.
არჩევნებისას მიმდინარე მოვლენების შეფასებებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ არჩევნების დღის განმავლობაში კიდევ ერთხელ წარმოადგენს: პრესკონფერენცია გაიმართება 20 საათზე. ამასთანავე, არჩევნების დღის საერთო შეფასება გაკეთდება 16 ივნისს 13 საათზე.