

შეშფოთებას გამოვთქვამთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ქმედებების გამო და მოვუწოდებთ პოლიტიკურ პროცესში ჩართულ ყველა პირს უარი თქვას ძალადობაზე.
მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 10 აპრილს, ქვეყნის სხვადასხვა ადგილას: ბათუმში, ანაკლიაში, თელავში, წყალტუბოსა და თბილისში ადგილი ჰქონდა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა მიერ ორგანიზებული შეხვედრების ჩაშლის მცდელობას.
ინციდენტებისას ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა მანქანებისათვის კვერცხების სროლას. მედია იუწყება [1], რომ ადგილზე შეკრებილმა „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს საშუალება არ მისცეს დაგეგმილი შეხვედრა ჩაეტარებინათ. აღსანიშნავია, რომ 7 აპრილს ინციდენტის ფონზე წარიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდა პარტიული შეხვედრა [2] ახალციხეშიც.
წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლებას, როგორც კონსტიტუციით გარანტირებულ და დაცულ სიკეთეს. თუმცა, ამ უფლებათა განხორციელება აუცილებლად კანონის ჩარჩოებში უნდა ჩაჯდეს და ძალადობრივი ხასიათი არ უნდა მიიღოს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პერიოდში ხელისუფლებამ უზრუნველყოს წინასაარჩევნო შეხვედრებისა და ღონისძიებების მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩატარება, არ დაუშვას ძალადობა და გამოვლენის შემთხვევაში აღკვეთოს ის.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ძალადობისაგან თავისუფალ და ცივილიზებულ გარემოში ჩატარება ხელისუფლების პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. შესაბამისად, თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს საკუთარი ხედვებისა და საარჩევნო პროგრამის ამომრჩევლისთვის შეუფერხებლად გაცნობის შესაძლებლობა უნდა მიეცეს. აღნიშნულის უზრუნველყოფის მიზნით ჩვენ მოუწოდებთ:
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
სამართლიანი არჩევნები (ISFED)
Links
[1] http://www.interpressnews.ge/ge/;http://www.interpressnews.ge/ge/;http://info9.ge/?l=G&m=1000&id=34720;%20http://info9.ge/?l=G&m=1000&id=34723
[2] http://sknews.ge/index.php?newsid=3482#.U0Q-mPmSxqU
[3] https://www.transparency.ge/sites/default/files/post_attachments/TIG%20GYLA%20ISFED%20logos.png
[4] https://www.transparency.ge/ge/category/tags/elections
[5] https://www.transparency.ge/ge/category/tags/gvote
[6] https://www.transparency.ge/ge/category/tags/archevnebi