

ქვეყანაში აქტიური მოქალაქეობის წახალისების მიზნით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს კონკურსს მოტივირებული სტუდენტებისთვის, ვისაც მოსწონთ აქტუალურ პრობლემებზე წერა და სურთ განივითარონ ხელისუფლების კონტროლის უნარ-ჩვევები.
კონკურსის ფარგლებში სტუდენტებს მოეთხოვებათ დაწერონ მცირე კვლევის ანგარიში, რომელშიც ისინი წარმოაჩენენ ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებულ პრობლემას. კონკურსში მონაწილე სტუდენტებმა თავად უნდა აირჩიონ საკვლევი საკითხი და ადგილობრივი ან ცენტრალური ხელისუფლების რომელიმე ინსტიტუტი. შერჩეული საჯარო დაწესებულებიდან სტუდენტებმა უნდა მოიპოვონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია, რომელიც უნდა ამყარებდეს კვლევის მიგნებებს. შესაძლო საკითხებს შორისაა: შესაბამის სახელისუფლებო უწყებაში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობის ნაკლებობა, ინფორმაციის მიუწვდომლობა, სადავო საბიუჯეტო პრიორიტეტები, თანხების არამიზნობრივად განკარგვა და სხვა.
ტრენინგი:
კონკურსში მონაწილე სტუდენტთათვის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ექსპერტები გამართავენ ტრენინგს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა, კვლევის მიზნებისათვის საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზების გამოყენება და ბლოგის წერა. ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად, შეავსეთ განაცხადი [1] 25 აპრილამდე. ტრენინგამდე რამდენიმე დღით ადრე მონაწილეები ელფოსტით მიიღებენ შეტყობინებას დეტალებით ადგილისა და დროის შესახებ. ტრენინგში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.
ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება დასრულებულია. დაინტერესებულ სტუდენტებს შეგვიძლია შევთავაზოთ ტრენინგში გამოყენებული მასალების ელექტრონულად გაგზავნა და/ან დამატებითი კონსულტაცია.
მოთხოვნები:
საუკეთესო ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
მონაწილეობა:
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მასშტაბით მოქმედი ყველა უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.
კვლევის ანგარიში უნდა გამოგზავნოთ მისამართზე: anticorruption@transparency.ge [2], წერილის subject-ის ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული შემდეგი ტექსტი: აქტიური მოქალაქე – ანგარიშვალდებული მთავრობა. ანგარიშების მიღების ბოლო ვადაა 31 მაისი 10 ივნისი, 18:00 საათი.
გამოგზავნილი დოკუმენტის პირველი გვერდი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
დაჯილდოება:
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან შემდეგი პრიზებით:
საუკეთესო კვლევები, ავტორების ნებართვით, გამოქვეყნდება ჩვენს ვებგვერდზე.
შესაძლო დამატებითი რესურსები:
შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: anticorruption@transparency.ge [2] ან დაგვირეკეთ: (32) 292 14 03.
Links
[1] http://transparency.ge/studenturi-konkursi-treningi
[2] mailto:anticorruption@transparency.ge
[3] http://transparency.ge/post/corruption-perception-index-cpi/koruptsiis-aghkmis-indeksi
[4] http://transparency.ge/nis/
[5] http://transparency.ge/BLOG/
[6] http://transparency.ge/post/report/tig-aqveynebs-kvlevas-konkurenciaze-sakartveloshi
[7] http://transparency.ge/post/report/tsignis-%E2%80%9Evis-ekutvnoda-sakartvelo-2003-2012%E2%80%9C-prezentatsia
[8] http://transparency.ge/our-research
[9] https://www.transparency.ge/sites/default/files/post_attachments/Student%20competition%202013.jpg