
ქ. თბილისის მერს, ბატონ გიგი უგულავას
ქ. თბილისის საკრებულოს
გვსურს გამოვხატოთ ჩვენი უკიდურესი შეშფოთება იმ მძიმე და სახიფათო მდგომარეობის გამო, რომელიც თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების სფეროში შეიქმნა. არსებული პრობლემები რამდენიმე ძირითად კატეგორიად შეიძლება დაიყოს:
ჩვენი აზრით, ზემოხსენებული პრობლემების ძირითადი მიზეზი ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ კანონმდებლობით მასზე დაკისრებული ფუნქციების არაჯეროვნად შესრულებაა, კერძოდ:
ეკოლოგიის და გამწვანების სამსახურის დებულება 2009 წელს დამტკიცდა. დღეს აშკარაა ამ სამსახურის სამეურნეო პოლიტიკის სრული ჩავარდნა: 2009 წლიდან დღემდე არ ჩატარებულა ნარგავების პასპორტიზაცია, არ არის დამტკიცებული პარკების საზღვრები, არც ერთ პარკს არ ყავს ადმინისტრაცია და მათი მოვლა მხოლოდ ტენდერების საფუძველზე ხორციელდება. დაგეგმილი სამუშაოები არ ეფუძნება აგროსტანდარტების განმსაზღვრელ დოკუმენტს (ასეთი დოკუმენტის არარსებობის გამო), რაც იწვევს ტენდერების არსწორ დაგეგმვას და, მეორეს მხრივ, შეუძლებელს ხდის სამუშაოს მონიტორინგს. ქალაქში შექმნილია უმძიმესი ფიტოსანიტარული მდგომარეობა, თუმცა არ ტარდება ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად საჭირო ღონისძიებები.
ამასთან, გამწვანების სფეროში ჩატარებულ ტენდერებთან დაკავშირებული პრობლემები ასევე მიუთითებს ხარვეზებზე მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის საქმიანობაში. ამის მაგალითად გამოდგება, თუნდაც, გასულ წელს ბარათაშვილის ქუჩის გამწვანებასთან დაკავშირებული სკანდალი და ის გარემოება, რომ კომპანია, რომელსაც ხსენებული სკანდალის შემდეგ თბილისის მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა (და რომელიც მოგვიანებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში იქნა შეყვანილი), ამჟამადაც განაგრძობს ასობით ათასი ლარის მიღებას ქალაქის ბიუჯეტიდან.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ხელმომწერი ორაგნიზაციები რეკომენდაციით მივმართავთ ქალაქის მერსა და საკრებულოს, განიხილონ ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურისა და მუნიციპალური შესყიდვების საქალქო სამსახურის ხელმძღვანელობის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ვფიქრობთ, რომ ხსენებული სამსახურების ხელმძღვანელობაში ცვლილებების განხორციელება ეკოლოგიისა და გამწვანების სფეროში არსებული პრობლემების აუცილებელი პირობაა. საჭიროა აგრეთვე ფართო დისკუსიის დაყწება ქალაქის ეკოლოგიური პრობლემების შესახებ, რაც შესაბამისი საკანომდებლო ნორმებისა და ერთიანი კონცეფციის მიღებით უნდა დასრულდეს.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
მწვანე ალტერნატივა
უსაფრთხო სივრცე