

დაუყოვნებლივ გასავრცელებლად
თბილისი, 10 დეკემბერი, 2012 - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ დღეს ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ეხება ყველაზე დიდ სამშენებლო სკანდალს საქართველოში. ამ სკანდალში მონაწილეობდნენ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები და მათი კომპანია „ცენტრ პოინტი ჯგუფი“, რომელმაც 6, 200–მდე ოჯახის მიერ ბინების მშენებლობისთვის გადახდილი 310 მილიონი აშშ დოლარი არამიზნობრივად გამოიყენა. „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ დამფუძნებლების სტატუსი და კავშირები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაკომპლექტებულ მთავრობაში ბადებს ეჭვს, რომ ეს კავშირები მათ დაეხმარა თავიდან აეცილებინათ პირადი პასუხისმგებლობა კლიენტებისთვის მიყენებული ზარალისთვის.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ახალი მთავრობა დაინტერესდეს „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ საქმით და დაიწყოს ამ საქმის დეტალების სიღრმისეული გამოძიება. უზრუნველყოფილ უნდა იქნას ყველა დაზარალებული კლიენტის საქმის სრული და ობიექტური გამოძიება გონივრულ ვადაში. ამასთან, დაზარალებულებმა უნდა შეძლონ ბინებზე საკუთრების რეგისტრაცია და მიყენებული ზარალის შესაბამისი კომპენსაციის მიღება.
ანგარიში მომზადებულია მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსდა აშშ-ს განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მეშვეობით. ანგარიშის შინაარსზე პასუხისმგებელია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“. ის შესაძლოა არ ასახავს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან EWMI-ის შეხედულებებს.














Links
[1] https://www.transparency.ge/sites/default/files/post_attachments/TIGnewlogo_0.jpg
[2] https://www.transparency.ge/sites/default/files/post_attachments/usaidpresslogo_1.jpg
[3] https://www.transparency.ge/sites/default/files/post_attachments/eastwestpresslogo.jpg
[4] https://www.transparency.ge/sites/default/files/post_attachments/Center%20Point%20Report%20Press%20Release%20ENG.pdf
[5] https://www.transparency.ge/sites/default/files/post_attachments/Center%20Point%20Report%20Press%20Release%20GEO.pdf
[6] https://www.transparency.ge/sites/default/files/post_attachments/%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A0%20%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98%20%E1%83%AF%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%98%20-%20%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94%20%E1%83%93%E1%83%98%E1%83%93%E1%83%98%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D%20%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98.pdf
[7] https://www.transparency.ge/sites/default/files/post_attachments/transparencylogogeo.jpg
[8] https://www.transparency.ge/sites/default/files/post_attachments/centr-point-1.jpg
[9] https://www.transparency.ge/sites/default/files/post_attachments/Dexus%20letter%20to%20TI%20Georgia%20%28Dec%202012%29_0.pdf
[10] https://www.transparency.ge/sites/default/files/post_attachments/TI%20Georgia%27s%20response%20to%20Dexus%20%28Jan%202013%29_0.pdf
[11] https://www.transparency.ge/ge/category/tags/propertyrights