
ბოლო 6 თვის მანძილზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით რამდენიმეწერილი გაუგზავნა. ორგანიზაციას არცერთ მათგანზე სათანადო პასუხი არ მიუღია. სამინისტროში გაგზავნილი წერილები შემდეგ საკითხებს ეხებოდა:
ამ საკითხების მიმართ ჩვენი ორგანიზაციის დაინტერესება განპირობებული იყო საზოგადოებაში გავრცელებული აზრით იმასთან დაკავშირებით, რომ ეკონომიკის სამინისტრო ნაკლებ ყურადღებას აქცევს ინვესტორების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ არცერთ წერილზე სათანადო პასუხი არ მიუღია. კერძოდ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, საქართველოს ეკონონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან ეცნობა, რომ “Park Hyatt Tbilisi -ის“, “Hotel Kempinski -ის“, “Likani Comlex -ის“ “Hotel Intercontinental -ის“ და “Willbrook Platinum Tbilisi Plaza -ს“ მშენებელ კომპანიებთან დადებული ხელშეკრულებები კონფიდენციალურია. ამის შემდეგ, ორგანიზაციამ მოითხოვა გამსაიდუმლოებელი მხარის ვინაობის დასახელება და ამ ინფორმაციის გასაიდუმლოების თარიღი. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნიშნული ინფორმაციის დაფარვა, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, დაუშვებელია, სამინისტრომ კვლავ უარი განაცხადა აღნიშნული მონაცემების მოწოდებაზე. გადაწყვეტილება გასაჩივრდა სასამართლოში, თუმცა სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ბოლო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის კუხით ყველაზე მეტი პრობლემა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ეკონომიკის სამინისტროსგან შეექმნა. მიგვაჩნია, რომ ასეთი სახის საჯარო ინფორმაციის გაუცემლობა ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მუშაობის გამჭვირვალობის საკითხს. ვფიქრობთ, რომ სამინისტროს ამგვარი პრაქტიკა ინფორმაციის გაცემის კუთხით საგანგაშოა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აპირებს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპელაციის წესით.
მოვუწოდებთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაიცვას საჯარო ინფორმაციის გაცემის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები და ვადები. უზრუნველყოს მისი საქმიანობის გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომი გახადოს სამინისტროში დაცული საჯარო ინფორმაცია. გასათვალისიწნებელია ის გარემოებაც, რომ საზოგადოების დაინტერესება აღნიშნული საკითხებით საკმაოდ დიდია, რაც თავის მხრივ განპირობებულია პროექტების საჯაროდ არაერთგზის გახმაურებითა და მათი ინტენსიური რეკლამირებით. ამ ვითარებაში განსაკუთრებით მიუღებელია სამინისტროს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის ამგვარი პრაქტიკის დამკვიდრება.