

ხელისუფლებამ არჩევნებამდე რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა უნდა მოაგვაროს
მომავალი არჩევნები არის უპრეცედენტო, რადგანაც ადგილობრივ დონეზე საკრებულოს წევრებისა და მერების/გამგებლების არჩევა ხდება, რაც დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. თუმცა, კვლავ რჩება რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევები სხვადასხვა მიმართულებით. ვრცლად... [1]
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება სამაუწყებლო კომპანია „ტელეარხ 25“-თან დაკავშირებით
ტელეკომპანიის მესაკუთრეთა განცხადებით, ზეწოლას დაახლოებით ათამდე პროკურორი ახორციელებდა, რომელთაც პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირი ხელმძღვანელობდა. ჯემალ ვერძაძისა და გიორგი სურმანიძის განმარტებით, ზეწოლა გამოიხატა მათთვის შეურაცხყოფის მიყენებასა და მათი და ოჯახის წევრების მისამართით მუქარაში. პროკურორები ტელეკომპანიის მფლობელებისგან აგრესიული ტონით მოითხოვდნენ, რომ მათ გამოძიებისთვის სასურველი ჩვენება მიეცათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაპატიმრებით დაემუქრნენ. ვრცლად... [2]
ფინანსური მონიტორინგის სამსახური აღმასრულებელ ხელისუფლებას არ უნდა გადაეცეს
ევროპის იმ ქვეყნების უმრავლესობაში, სადაც ფინანსური მონიტორინგის უწყებები აღმასრულებელ ხელისუფლებასთან არსებობს, ხელისუფლების შიგნით არსებობს ურთიერთკონტროლის მექანიზმები, რაც საქართველოში რიგ შემთხვევებში არ არსებობს, ხოლო რიგ შემთხვევებში კი საკმაოდ სუსტია, რის გამოც საბანკო საიდუმლოებაზე დაშვება, რასაც გულისხმობს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ღონისძიებები, არ შეიძლება ჰქონდეს აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო კონტროლს ქვეშ არსებულ სსიპ-ს. ვრცლად... [3]
პარლამენტის წევრზე თავდასხმა უმოკლეს ვადებში უნდა იქნეს გამოძიებული
პარლამენტის წევრის პირადი დაცვისა და უფლებამოსილების შეუფერხებლად განხოციელების უზრუნველყოფის კონსტიტუციური ვალდებულება სახელმწიფოს ეკისრება. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ მაქსიმალურად სწრაფად, ეფექტიანად და ობიექტურად გამოიძიოს პარლამენტარ ნუგზარ წიკლაურზე განხორციელებული თავდასხმა. მხოლოდ ასეთი გამოძიება გაფანტავს ყოველგვარ ეჭვს მომხდარი ფაქტის შესაძლო მოტივებთან დაკავშირებით. ვრცლად... [4]
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა: რა იცის საქართველოს მოსახლეობამ თავისი ჯანდაცვის უფლებების შესახებ
საზოგადოებრივი აზრის ჩვენი ბოლო მასშტაბური კვლევის მიხედვით, ქვეყანაში ჯანდაცვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად საყოველთაო ჯანდაცვის და სახელმწიფო დაზღვევის პროგრამების მიმართ ნდობა და მათ შესახებ მოსახლეობის გაუთვითცნობიერებლობა რჩება. საინტერესოა, რომ მიუხედავად ამისა, გამოკითხულთა მესამედზე მეტი ჯანდაცვაზე ფინანსურ პასუხისმგებლობას სახელმწიფოსთან ერთად საკუთარ თავსაც აკისრებს, რაც, მოსახლეობის ამ საკმაოდ დიდი ნაწილის აშკარად ჯანსაღი მიდგომაა. ვრცლად... [5]
ციფრული მაუწყებლობა – რა უნდა ვიცოდეთ მთავრობის სტრატეგიის შესახებ?
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ციფრული მიწისზედა მაუწყებლობის ქსელის აგებისა და ოპერირების მიზნით კომპანიებისა და კონსორციუმებისთვის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. ოპერატორი კომპანიების შერჩევა მორიგი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება 2015 წლის 17 ივნისს ანალოგური მიწისზედა მაუწყებლობის გათიშვისაკენ, რისი ვალდებულებაც საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნებს საერთაშორისო ხელშეკრულების ფარგლებში აქვთ აღებული. ვრცლად... [6]
|
მიადევნეთ თვალი
|
ჩვენი ვებგვერდები
|
|
Chemi Kucha [12] Beyond Tbilisi [13] Chemi Parlamenti [14] Property Rights [15] Tender Monitor [16] Company Info [17] |
Links
[1] http://transparency.ge/post/general-announcement/khelisuplebam-archevnebamde-ramdenime-mnishvnelovani-problema-unda-moagvar
[2] http://transparency.ge/post/general-announcement/arasamtavrobo-organizatsiebis-gantskhadeba-samautsqeblo-kompania-telearkh-25-dakavshirebit
[3] http://transparency.ge/blog/pinansuri-monitoringis-samsakhuri-aghmasrulebel-khelisuplebas-ar-unda-gadaetses
[4] http://transparency.ge/post/general-announcement/parlamentis-tsevrze-tavdaskhma-umokles-vadebshi-unda-iknes-gamodziebuli
[5] http://transparency.ge/blog/ra-itsis-sakartvelos-mosaklheobam-tavisi-jandacvis-uflebebis-shesakheb
[6] http://transparency.ge/blog/tsipruli-mautsqebloba-ra-unda-vitsodet-mtavrobis-strategiis-shesakheb
[7] https://twitter.com/TIGeorgiaEng
[8] https://twitter.com/TIGeorgiaGEO
[9] https://twitter.com/TIGLIVE
[10] https://www.facebook.com/TransparencyInternationalGeorgia
[11] http://transparency.ge/en/blog/feed
[12] http://www.chemikucha.ge/
[13] http://www.beyondtbilisi.ge/
[14] http://chemiparlamenti.ge/
[15] http://propertyrights.ge/
[16] http://tendermonitor.ge/
[17] http://www.companyinfo.ge/
[18] mailto:info@transparency.ge