
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) და კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისათვის“ ეწინააღმდეგებიან 2011 წლის დეკემბერში განხორციელებული ცვლილებების შედეგად მიღებულ საკანონმდებლო რეალობას და პარლამენტს მისი შეცვლისკენ მოუწოდებენ. კანონმდებლობის შეცვლის მოთხოვნას 200-მდე მედია საშუალება და არასამთავრობო ორგანიზაცია და 400-მდე ინდივიდუალური ხელმომწერი ჰყავს.
საკანონმდებლო წინადადების მიზანს, წარმოადგენს უპასუხოს კანონით დადგენილი ფართო, დაუსაბუთებელ შეზღუდვებს და გონივრულ რეგულირებას დაუქვემდებაროს კანონის მოქმედების ქვეშ არსებული სუბიექტები სამართლიანი და თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით. ამასთან, მისი მიზანია საკანონმდებლო ხარვეზები და ბუნდოვანებები ნათელი რეგულაციებითა და პროცედურებით ჩაანაცვლოს. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი მოთხოვნებია:
მივიჩნევთ, რომ სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით მნიშვნელოვანია შეიცვალოს არაერთი სხვა დებულება, მათ შორის საარჩევნო კოდექსში არსებული რეგულაციები. თუმცა, ამჟამად ჩვენი ყურადღება მიმართულია სწორედ ზემოაღნიშნულ ყველაზე პრობლემატურ საკითხებზე, რისი შეცვლაც უნდა იყოს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის გადადმული პირველი ნაბიჯი.
Links
[1] https://www.transparency.ge/sites/default/files/post_attachments/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D%20%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90.doc
[2] https://www.transparency.ge/ge/category/tags/elections