

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან – 492 390 ლარი დაიხარჯა. მუნიციპალიტეტმა შეიძინა
5 ავტომობილი, უშუალოდ ზუგდიდის მერიამ ტენდერით, თითო კი შპს “ანაკლია-განმუხურის ბულვარმა”, ა(ა)იპ “კეთილმოწყობის მართვის ცენტრმა” და ა(ა)იპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრმა” შესიყიდეს. აღსანიშნავია, რომ ტენდერში მონაწილე კომპანიებს კონკურენტები არ ჰყოლიათ.
ახალი ავტომობილებით ზუგდიდის მერი, მერის და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, ასევე ა(ა)იპ “კეთილმოწყობის მართვის ცენტრის” და შპს “ანაკლია-განმუხურის ბულვარის” დირექტორები სარგებლობენ.