
„ქართული ოცნების” დეპუტატის, გიორგი ჭყონიას კომპანია „გზამ” [1] 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 5 სახელმწიფო შესყიდვიდან 37,095,628 ლარი მიიღო. ამ თანხის 91,7% (34,017,338 ლარი) ბათუმის მუნიციპალური ა(ა)იპ-ის “საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს” მიერ გამოცხადებულ 4 ტენდერზე მოდის, ხოლო 3,078,290 ლარი აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტენდერიდან მიიღო.
ჯამურად, გიორგი ჭყონიას კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 2011-2025 წლებში 392 მილიონ ლარამდე მიიღო. მისი წარსული ბიზნეს საქმიანობა და სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებული სარგებელი ადრეც გამოვიკვლიეთ [2].
გიორგი ჭყონია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა “ქართული ოცნების” საარჩევნო სიით და იყო ქობულეთის დელეგატი. ჭყონიამ 2016 წლიდან დღემდე „ქართულ ოცნებას” 400,000 ლარი შესწირა, მისმა ბიზნესპარტნიორებმა და კომპანიების დირექტორებმა - 1,000,000 ლარზე მეტი.

Links
[1] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFIJG12tiRzRHg8eAO4PbQyF4UDwyhifzqAF5e4mHG%5DvC
[2] https://transparency.ge/ge/blog/biznesmen-giorgi-chqonias-335-milioniani-shemosavali-saxelmcipo-shesqidvebidan-da-shecirulobebi
[3] https://www.transparency.ge/ge/category/tags/koruptsia