
გარემოებები მიუთითებენ იმაზე, რომ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამორთმევას და ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების შეგროვებას ქვეყანაში მასშტაბური და სისტემური ხასიათი აქვს. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნების საწინააღმდეგოდ ჩამორთმევა წარმოადგენს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევას [1]. ამასთან, სისხლის სამართლის წესით ისჯება პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა [2]. აქვე იკვეთება იმგვარი კანონდარღვევებიც, როგორებიცაა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედება, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. აღნიშნული ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ 2022 წელს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და „სამართლიანი არჩევნების” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში [3] აღწერილი ამომრჩევლის მოსყიდვისა და უკანონო მობილიზების მასშტაბური სქემა კვლავ მოქმედებს. აუცილებელია ყველა ასეთი ფაქტის სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება.
Links
[1] https://matsne.gov.ge/ka/document/view/5827307?publication=2
[2] https://matsne.gov.ge/ka/document/view/16426?publication=264
[3] https://www.transparency.ge/ge/post/saxelmcipo-resursebi-mmartveli-partiis-samsaxurshi-amomrchevlis-mosqidvisa-da-ukanono/?custom_searched_keyword=%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98