
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარემ ვასილ ხახულაშვილმა 2024 წელს შევსებულ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში [1] სამეწარმეო საქმიანობის შესახებ არ მიუთითა და სრულად არ ასახა უძრავი ქონება.

დარღვევა I: ხახულაშვილი ბიზნეს წილებს ოთხ კომპანიაში ფლობს, რომელთაგან არც ერთი არ არის ასახული დეკლარაციაში. საყურადღებოა, რომ სამეწარმეო საქმიანობის შესახებ მან არც 2022 [2] და 2023 [3] წლის დეკლარაციებში არ მიუთითა:
დარღვევა II: ვასილ ხახულაშვილმა მის მფლობელობაში არსებული ბიზნესწილები მართვის უფლებით არ გადასცა მესამე პირს, რაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის პირდაპირი დარღვევაა.
დარღვევა III: ვასილ ხახულაშვილმა დეკლარაციაში სრულად არ ასახა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. კერძოდ, მან არ მიუთითა ქალაქ მარნეულში მის საკუთრებაში არსებული 1400 [8] და 1460 [9] კვ.მ მიწის ნაკვეთები.
საინტერესოა ისიც, რომ 2016 წელს ხახულაშვილმა [10] და მისმა ბიზნეს პარტნიორმა გიორგი ქოიავამ [11] პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” 20-20,000 ლარი შესწირეს.
საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის თანახმად, ვასილ ხახულაშვილი, როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, ვალდებულია ეს ინფორმაცია სრულად ასახოს მისი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიმართავს სსიპ ანტიკორუფციულ ბიუროს შეისწავლოს ვასილ ხახულაშვილის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს კანონის შესაბამისი რეაგირება.
Links
[1] https://declaration.acb.gov.ge/Home/DownloadPdf/152169
[2] https://declaration.acb.gov.ge/Home/DownloadPdf/138678
[3] https://declaration.acb.gov.ge/Home/DownloadPdf/144582
[4] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFFDcLSg3bfjiXSxWcOy8bBJhObTmcwH6kSYJutkdlxmk
[5] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFB72uODLZ7xES9AeTQDs2JauAvziFL5HjaRU8WoIGRyY
[6] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=7c9JthgWNnAMXazKP2jf0OupMoAiXrXz8XF6nSC38plDyhgz132pvDuo2SZjwb2K
[7] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFFYEAC248e6PSh50dZXu8%5DKWEtY08Gzom9akFcIVTJI2
[8] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFNxU87OQW6oaJTPak37KDcgzB6E8wBDTos1YGC8LTjGp
[9] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFHjiTnk4LNPS1cabCcfO9wpzRYvvxvg8VIXJ3Q%5BYinJB
[10] https://monitoring.acb.gov.ge/ka/donations?af=&at=&from=&to=&l=0&n=&i=28001004179
[11] https://monitoring.acb.gov.ge/ka/donations?af=&at=&from=&to=&l=0&n=&i=01008002173
[12] https://www.transparency.ge/sites/default/files/vasil_khakulashvili_.png
[13] https://www.transparency.ge/ge/tags/%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98