
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნოს მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის [1]“ (CPI) მიხედვით, საქართველოს 55 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით ერთი ქულით გაუარესებული შედეგია. რეიტინგში შემავალ 180 ქვეყანას შორის საქართველო 45-ე ადგილს და რეგიონში [აღმოსავლეთ ევროპა და შუა აზია] პირველობას ინარჩუნებს.
თავად „კორუფციის აღქმის ინდექსის“ ავტორები საქართველოში კორუფციის მხრივ არსებულ კონტექსტს შემდეგნაირად ახასიათებენ:
„სახელმწიფოს მიტაცება და ძალაუფლების კონცენტრაცია ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა საქართველოში, რომელიც, 55 ქულით, რეგიონში ლიდერობს. მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გავლენა ძირითად ინსტიტუციებზე სახელმწიფოს მიტაცების [2] განმარტებაში ჯდება, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა ფორმალურად დატოვა პოლიტიკა. მისმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, ბოლო წლებში საბოლოოდ ხელში ჩაიგდო სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოები, რითაც, ფაქტობრივად, შეაჩერა [3] კორუფციასთან საბრძოლველად საჭირო პოლიტიკური იმპულსი.“
„კორუფციის აღქმის ინდექსი“ მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გამოყენებული კორუფციის გლობალური რეიტინგია. ის ზომავს თითოეული ქვეყნის საჯარო სექტორის კორუმპირებულობის დონეს ექსპერტებისა და ბიზნეს სექტორის მოსაზრებებზე დაყრდნობით.
არის თუ არა 55 ქულა კარგი შედეგი?
იმის გათვალისწინებით, რომ რეიტინგში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა – ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს, 55 ქულა საშუალო მაჩვენებელია. მაგალითისთვის, საუკეთესო შედეგის მქონე 10 ქვეყნის ქულები 80-ს აღემატება.
უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველოს ქულა საგრძნობლად არ გაუმჯობესებულა 2012 წლის შემდეგ,[1] რაც ქვეყანაში ანტიკორუფციული რეფორმების სტაგნაციაზე მიუთითებს. სახელმწიფოს ინსტიტუტების მიტაცების ტენდენციის პარალელურად, საქართველოს მთავრობისთვის კორუფციასთან ბრძოლა არ წარმოადგენს პრიორიტეტს და ბოლო წლებში არ განხორციელებულა იმგვარი მასშტაბის ან ამბიციის რეფორმა, რომელიც ანტიკორუფციულ გარემოს გააუმჯობესებდა.
კორუფციასთან ამგვარი დამოკიდებულება უკიდურესად სახიფათოა, რადგან მუდმივი და აქტიური წინააღმდეგობის გარეშე, კორუფციის პრობლემის მხოლოდ დამძიმებას უნდა ველოდოთ.

საქართველოს ქულა მეტწილად განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ქვეყანაში დაბალია წვრილმანი მექრთამეობა. თუმცა, ამავე დროს, ის პრობლემები და გამოწვევები, რომლებიც არსებობს, ქმნის იდეალურ გარემოს კორუფციის გაღრმავებისთვის. ეს გამოწვევებია:
რეკომენდაციები
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ ოფიციალურად აღიაროს ქვეყანაში კორუფციის და კონკრეტულად, მაღალი დონის კორუფციის პრობლემის არსებობა და პრიორიტეტულ რეჟიმში დაიწყოს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, როგორიცაა:
კორუფციის აღქმის ინდექსის შესახებ
კორუფციის აღქმის ინდექსი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების საფუძველზე მზადდება, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებული მდგომარეობის შეფასებას შეიცავს.
2021 წლის ინდექსში საქართველოს ქულა შემდეგ კვლევებს ემყარება: ბერტელსმანის ფონდის ტრანსფორმაციის ინდექსი, მსოფლიო სამართლის პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსი, „გლობალ ინსაითის“ ქვეყნების რისკის რეიტინგი, „ფრიდომ ჰაუსის“ ტრანზიციული ქვეყნების კვლევა, პროექტი „დემოკრატიის ვარიაციები“, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ბიზნესის ხელმძღვანელ პირთა აზრის გამოკითხვა.

[1] კორუფციის აღქმის ინდექსი 1995 წლიდან ქვეყნდება, თუმცა, მონაცემების შედარება მხოლოდ 2012-დან მოყოლებული არის შესაძლებელი მეთოდოლოგიის ცვლილების გამო.
Links
[1] https://www.transparency.org/en/cpi/2021
[2] https://www.transparency.ge/ge/blog/aris-tu-ara-sakartvelo-mitacebuli-saxelmcipo
[3] https://transparency.ge/ge/post/korupcia-da-antikorupciuli-politika-sakartveloshi-2016-2020-clebi
[4] https://transparency.ge/ge/post/saparlamento-kontroli-2019-2020-clebis-shepaseba
[5] https://transparency.ge/ge/blog/magali-donis-savaraudo-korupciis-gamouziebeli-shemtxvevebi-ganaxlebadi-sia
[6] https://transparency.ge/ge/post/sakartvelos-mtavrobis-shecherebuli-antikorupciuli-politika
[7] https://transparency.ge/ge/blog/konebrivi-deklaraciebis-sistema-ganaxlebis-molodinshi
[8] https://transparency.ge/ge/post/sajaro-dacesebulebashi-interesta-sheutavseblobisa-da-korupciis-shesaxeb-kanonis-agsrulebis
[9] https://transparency.ge/ge/blog/tanamdebobis-pirebis-ojaxis-cevrebi-sajaro-samsaxurshi
[10] https://transparency.ge/ge/blog/sakartvelos-sajaro-samsaxurshi-mokmedi-mxilebis-mekanizmi-didcilad-upunkcioa
[11] https://transparency.ge/ge/blog/korupciis-riskis-shemcveli-mbrunavi-karis-shemtxvevebis-regulacia-praktikashi-ar-mushaobs
[12] https://transparency.ge/ge/post/antikorupciul-repormaze-axali-sakanonmdeblo-iniciativis-mxardachera-mnishvnelovnad-gazrdis
[13] https://www.transparency.ge/ge/post/generaluri-prokuroris-archevis-axal-cesze-uaris-tkmit-kartuli-ocneba-martlmsajulebis-sistemaze?fbclid=IwAR2taoAvJ5OIb4QkKM8rXMOj2vl3-krm3zVihOVBFu-Jl9iHoT2FqMnSz8w
[14] https://www.transparency.ge/ge/post/sasamartlo-repormis-axali-perspektiva?fbclid=IwAR350hg0wXxVcDLUbpzllSzC2IJle2CuoiK6zkI4R8sGiVBZir4IU5ZjXNU
[15] https://www.transparency.ge/ge/category/tags/koruptsia