
9 დეკემბერი კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. საქართველო ერთ დროს აღიარებული იყო, როგორც კორუფციასთან წარმატებით მებრძოლი ქვეყანა. მაგალითად, მექრთამეობასთან – ე.წ. წვრილმან კორუფციასთან ბრძოლაში მოპოვებული მიღწევები დღესაც ნარჩუნდება, რაც ცალსახად მისასალმებელია. თუმცა, ამავე დროს, ქვეყანაში საგანგაშოდ ძლიერდება კორუფციის უფრო კომპლექსური გამოვლინებები, როგორიცაა, მაგალითად:
ბოლო წლებში სულ უფრო აშკარა ხდება, რომ ქვეყანაში არსებული კორუფციის შემაკავებელი მექანიზმები ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ უწევს კორუფციის ამ გამოვლინებებს. მეტიც, საქართველოს მთავრობა საერთოდ არ აღიარებს კორუფციის პრობლემის არსებობას და, შესაბამისად, არ არსებობს პოლიტიკური ნება ქმედითი ანტიკორუფციული რეფორმების გასატარებლად.
შედეგად, წინა წლების მსგავსად, საქართველოს ხელისუფლებას არც 2021 წელს გადაუდგამს სათანადო ნაბიჯები ქვეყნის ანტიკორუფციული სისტემის, კანონმდებლობისა და პოლიტიკის ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
ასე გაგრძელების შემთხვევაში, კორუფციის დონის მატებას უნდა ველოდოთ, რაც ნიშნავს იმას, რომ სულ უფრო დიდი ფინანსური ზარალი მიადგება ქვეყანას, სულ უფრო მეტად შეილახება ადამიანის უფლებები და სულ უფრო მეტი წინაღობა შეექმნება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებას.
ვფიქრობთ, რომ ამ სცენარის თავიდან აცილება შესაძლებელია და ამისთვის ხელისუფლებამ შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგას:
მაღალი დონის კორუფციის გამოწვევის დაძლევა საქართველოში დემოკრატიული მმართველობის და კანონის უზენაესობის განმტკიცების და ევროპული ინტეგრაციის წარმატებით გაგრძელების აუცილებელი პირობაა. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ აღიაროს პრობლემის არსებობა და გამოავლინოს გაბედული რეფორმების განხორციელების პოლიტიკური ნება.
კორუფციის მოთოკვა ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა დემოკრატიული სახელმწიფოს წარმატებით მშენებლობის პროცესში. შემთხვევითი სულაც არ არის, რომ კორუფციის დონე სწორედ იმ ქვეყნებშია დაბალი, სადაც დემოკრატიის დონე მაღალია – სადაც სახელმწიფო ინსტიტუციები ძლიერი და ერთმანეთისგან დამოუკიდებელია, რის შედეგადაც მათ შეუძლიათ დააბალანსონ და გააწონასწორონ ნებისმიერი რომელიმე ჯგუფის სურვილი, გამოიყენოს ძალაუფლება ქვეყნისა და მოქალაქეების ხარჯზე პირადი მიზნების მისაღწევად.
Links
[1] https://transparency.ge/ge/blog/magali-donis-savaraudo-korupciis-gamouziebeli-shemtxvevebi-ganaxlebadi-sia
[2] https://www.transparency.ge/ge/blog/aris-tu-ara-sakartvelo-mitacebuli-saxelmcipo
[3] https://transparency.ge/ge/post/antikorupciul-repormaze-axali-sakanonmdeblo-iniciativis-mxardachera-mnishvnelovnad-gazrdis
[4] https://www.transparency.ge/ge/post/generaluri-prokuroris-archevis-axal-cesze-uaris-tkmit-kartuli-ocneba-martlmsajulebis-sistemaze?fbclid=IwAR2taoAvJ5OIb4QkKM8rXMOj2vl3-krm3zVihOVBFu-Jl9iHoT2FqMnSz8w
[5] https://www.transparency.ge/ge/post/sasamartlo-repormis-axali-perspektiva?fbclid=IwAR350hg0wXxVcDLUbpzllSzC2IJle2CuoiK6zkI4R8sGiVBZir4IU5ZjXNU
[6] https://www.transparency.ge/ge/category/tags/koruptsia