
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს 600-მდე ადგილობრივი დამკვირვებლით გაუწევს მონიტორინგს. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 400 საარჩევნო უბანზე იქნებიან გადანაწილებულნი. გარდა ამისა, საარჩევნო პროცესებს 100-მდე მობილური ჯგუფიც მიადევნებს თვალს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ არჩევნების დღეს საარჩევნო მედიაცენტრში სამ პრესკონფერენციას გამართავს 12:30-ზე, 17:00-სა და 20:00 საათზე, რომლებზეც წარმოდგენილი იქნება არჩევნების დღის დაკვირვების შუალედური შედეგები. 1 ნოემბერს 10:30 საათზე კი წარმოდგენილი იქნება საბოლოო შეფასება. საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლოა, გაკეთდეს დამატებითი განცხადებებიც.
გარდა ამისა, არჩევნების დღეს ჩვენს ვებგვერდზე იმუშავებს განახლებადი ბლოგი ქართულ [1]და ინგლისურ [2] ენებზე. ყველა მასალა, ასევე, დაიდება ორგანიზაციის Facebook-ისა [3] და Twitter-ის [4] გვერდებზე.
არჩევნების დღეს დარღვევების შესახებ ინფორმაციის მოსაწოდებლად დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე 2 92 14 03.
Links
[1] https://transparency.ge/ge/blog/ganaxlebadi-cnobebi-saarchevno-dargvevebi-da-matze-reagireba
[2] https://transparency.ge/en/blog/live-blog-election-violations-and-responses
[3] https://www.facebook.com/tigeorgia/
[4] https://twitter.com/TIGeorgiaGeo
[5] https://www.transparency.ge/ge/category/tags/archevnebi