"საერთაშორისო გაჭვირვალობა - საქართველომ" შეისწავლა ქვეკონტრაქტორებთან დაკავშირებული რისკები სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემა გამჭვირვალობის მაღალი დონით გამოირჩევა, ქვეკონტრაქტორები რჩება იმ გამონაკლისად, რომელზეც თითქმის არანაირი ინფორმაცია არ ქვეყნდება. ინფორმაციის გაუმჭვირვალობის გამო, რთულია მსჯელობა, თუ რა სიხშირით ვლინდება პრობლემები ქვეკონტრაქტორების მიერ განხორციელებულ საქონლისა და მომსახურების მიწოდებაში. ასევე, რთულია ინტერსთა კონფლიქტის, კორუფციული გარიგებების და პოლიტიკოსების მხრიდან ლობირებული სახელმწიფო შესყიდვების გამოვლენა.
ფაქტობრივად, ქვეკონტრაქტორების გამოყენება რჩება სახელმწიფო შესყიდვების პროცესის დაფარულ მხარედ, სადაც მაღალია ყველა იმ მავნე პრაქტიკის არსებობის ალბათობა, რომელთა თავიდან აცილებასაც ემსახურება შესყიდვის გამჭვირვალე ტენდერები.
ევროკავშირის დირექტივა, რომლის შესრულება საქართველოსთვის სავალდებულოა ევროკავშირთან ასოცირების პროცესიდან გამომდინარე, საქართველოს ავალდებულებს ქვეკონტრაქტორების შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალე გახადოს.
OECD-ის ანგარიშები აჩვენებს, რომ ქვეკონტრაქტორები შესაძლოა გამოყენებულ იქნან კონკურენტული უპირატესობის მისაღწევად, როდესაც რეალურად კონტრაქტორი და ქვეკონტრაქტორი შეთანხმებულად მოქმედებენ. ამ პრაქტიკის გამორიცხვის ყველაზე ეფექტური გზა შემსყიდველისთვის ქვეკონტრაქტორის ვინაობის წინასწარ ცნობაა.
რეკომენდაციები