საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარება: ინტერნეტი, როგორც საქართველოს მოქალაქეთა გაძლიერების საშუალება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარება: ინტერნეტი, როგორც საქართველოს მოქალაქეთა გაძლიერების საშუალება

19 თებერვალი, 2010

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 38 ქვეყანამ და 15 საერთაშორისო ინსტიტუტმა საქართველოს დახმარების სახით დაახლოებით 4,55 მლრდ. აშშ დოლარი აღუთქვა, რაც საქართველოს თითოეულ მაცხოვრებელზე დაახლოებით 1000 აშშ დოლარს უდრის. დახმარების 95% 12 დონორზე მოდის. "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" მიზანია, უზრუნველყოს დახმარების პროცესის გამჭვირვალობა და თავად დონორების ანგარიშვალდებულება, რათა საქართველოს მოქალაქეებმა მართლაც ისარგებლონ გამოყოფილი დახმარებით. საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი დიდი არ არის, მაგრამ დონორები, რომლებიც საქართველოსთვის გაწეული დახმარების შესახებ ინფორმაციას ინტერნეტში განათავსებენ, ძალზედ სასარგებლო ინსტრუმენტს აძლევენ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და თვით მთავრობის წარმომადგენლებსაც კი, რადგანაც მათ საშუალება ეძლევათ, რომ გაავრცელონ ეს ინფორმაცია და აუხსნან საზოგადოებას, თუ როგორ უნდა გააუმჯობესოს დონორების მიერ გამოყოფილმა თანხებმა დახმარების მიმღებთა ცხოვრება.

 

print