ENG

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ჟურნალისტური კონკურსის შედეგებს აქვეყნებს

08 ივნისი, 2010
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” 20 აპრილს პროექტის „საპროცესო შეთანხმება საქართველოში” ფარგლებში გამოაცხადა ჟურნალისტური კონკურსი საუკეთესო სტატიის გამოსავლენად საპროცესო შეთანხმების თემაზე. სულ ორგანიზაციამ 13 სტატია მიიღო. სტატიები შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით: •ორიგინალობა – სტატიას მკითხველისთვის უნდა შეეთავაზებინა ახალი ინფორმაცია ან ახალი ხედვა; •სიზუსტე – სტატია დამყარებული უნდა ყოფილიყო ზუსტ ინფორმაციაზე; •არგუმენტაცია – სტატია უნდა ყოფილიყო არგუმენტირებული; •რელევანტურობა – კონკრეტული ფაქტების ასახვით სტატიას ზოგადი ტენდენციები უნდა გამოეკვეთა; •სტილი – სტატია გასაგები უნდა ყოფილიყო მკითხველის ფართო წრისათვის. გამარჯვებულისათვის დაწესებული იყო ფულადი ჯილდო 600 USD ოდენობით. საბოლოოდ შეირჩა ორი გამარჯვებული: ჟურნალისტი ნათია როყვა გაზეთ „ბათუმელებში” გამოქვეყნებული სტატიით „თავისუფლება, რომლის ფასსაც პროკურორი ადგენს” და ჟურნალისტი ნინო გოგუა ჟურნალ „ლიბერალში” გამოქვეყნებული სტატიით „საპროცესო მორიგებიდან გარიგებამდე”. ვულოცავთ ნათიას და ნინოს გამარჯვებას. გამარჯვებული სტატიები შეგიძლიათ ნახოთ მიმაგრებულ ფაილებში.