29 სექტემბერი: ადმინისტრაციული რესურსების უკანონო გამოყენება ონში - „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრობის კანდიდატმა გოჩა ენუქიძემ ახალი საჭიდაო დარბაზის გახსნას დაესწრო და ტურნირის გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცა
- 29 სექტემბერს, ონის მუნიციპალიტეტის ბეერ-შევას სახელობის პარკში სასპორტო სკოლის კომპლექსში, ახალი საჭიდაო დარბაზი გაიხსნა. გახსნას ესწრებოდა და ჭიდაობის ტურნირში გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცა „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრობის კანდიდატმა გოჩა ენუქიძემ.
ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიებაზე პარლამენტის წევრობის კანდიდატის დასწრება წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრებით წინასაარჩევნო აგიტაციას და აგრეთვე აჩენს აღქმას, რომ ღონისძიება არის მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებული.
ასეთი ქმედება საარჩევნო კოდექსის მიხედვით ითვლება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად და 4000 ლარამდე ჯარიმით ისჯება.