23 აგვისტო: პრემიერ-მინისტრი ოპოზიციური პარტიების აკრძალვას და ამ პარტიების წევრების საპარლამენტო მანდატების გაუქმებას აანონსებს
- 23 აგვისტოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აიკრძალება ოპოზიციური პარტიები და მათ გაუუქმდებათ პარლამენტის წევრობის მანდატებიც. კობახიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებენ, ისინი აპირებენ აკრძალონ შემდეგი პარტიები: ენმ და მის ირგვლივ შექმნილი კოალიცია (“სტრატეგია აღმაშენებელი”, “ევროპული საქართველო”); ახალი, გირჩი, დროა – კოალიცია ცვლილებებისთვის; ლელოს ირგვლივ გაერთიანებული კოალიცია; გიორგი გახარიას პარტია.
პრემიერ-მინისტრი აკონკრეტებს მმართველი პარტიის საარჩევნო გზავნილს, რომ არჩევნების მოგების შემთხვევაში საქართველოში აღარ იქნებიან ოპოზიციური პარტიები და გაუქმდება არჩევნების შედეგები იმ ასობით ათასი ამომრჩევლისთვის, რომლებიც აპირებენ ხმა მისცენ ამ პარტიებს.