ENG

ვიდეო რგოლის დამზადება

ჩვენს შესახებ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საერთაშორისო გამჭვირვალობის გლობალური  ანტიკორუფციული მოძრაობის ეროვნული ბიუროა საქართველოში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საქმიანობის მიზანია საჯარო ინსტიტუტების განვითარების, კარგი მმართველობისა  და კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვა. ჩვენი საქმიანობისა და პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://transparency.ge

აღწერილობა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აცხადებს კონკურსს ვიდეო რგოლების დასამზადებლად, ქვემოთ მოცემული მოთხოვნების და ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით.

გრაფიკული / ინფოგრაფიკული ვიდეო რგოლები

  • გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს  გრაფიკული / ინფოგრაფიკული ვიდეოების მომზადება დამკვეთის მიერ მიწოდებული რესურსების და კვლევებზე დაყრდნობით;
  • მნიშნვნელოვანია კრეატიული მიგომების წარმოჩენა და ინფორმაციის გადმოცემის ეფექტიანი გადაწყვეტა;
  • დამკვეთთან უნდა შეთანხმდეს ვიდეო რგოლის ვიზუალი;
  • Ვიდეო რგოლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2-3 წუთს;
  • Ვიდეო რგოლი შესაბამისი უნდა იყოს სოციალური ქსელის ფორმატთან;
  • Ვიდეო რგოლის ჩაბარების თარიღები და რაოდენობა განისაზღვრება სამუშაო პროცესში (2020 წლის განმავლობაში).

დოკუმენტური ვიდეო რგოლი (თბილისი)

  • Ვიდეო რგოლი  უნდა ასახავდეს ორგანიზაციის მუშაობის შეჯამებას;
  • მნიშნვნელოვანია კრეატიული მიგომების წარმოჩენა და ინფორმაციის გადმოცემის ეფექტიანი გადაწყვეტა;
  • Ვიდეო რგოლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს;
  • Ვიდეო რგოლის ჩაბარების თარიღი განისაზღვრება სამუშაო პროცესში (2020 წლის განმავლობაში).

Დოკუმენტური ვიდეო რგოლები (რეგიონი)

  • Ვიდეო რგოლი უნდა ასახავდეს ორგანიზაციის მიერ შესრულებული სხვადასხვა სამუშაოს შესახებ ინფორმაციას;
  • Ვიდეო რგოლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2-3 წთ.
  • Გადაღებები უნდა განხორციელდეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.

ინფორმაცია კონკურსანტის შესახებ:

  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირს;
  • Კონკურსანტს უფლება აქვს განაცხადი გააკეთოს როგორც ერთი ისე სამივე სახის ვიდეო რგოლის დამზადებაზე;
  • კონკურსანტს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ვიდეო რგოლის დამზადების გამოცდილება, რის დასადასტურებლად უნდა გამოგზავნოს მის მიერ შექმნილი ვიდეო რგოლები (ბმულის სახით).

Აპლიკაციის პროცესი

  • წინადადება (განაცხადი) წარმოდგენილი უნდა იყოს 2020 წლის 8 აპრილამდე მისამართზე jobs@transparency.ge გთხოვთ, დასახელებაში მიუთითეთ “ვიდე რგოლი” და თანდარულ ტექსტში მიუთითეთ თუ რომელი სახის ვიდეო რგოლზე აკეთებთ განაცხადს.
  • განაცხადი უნდა მოიცავდეს 1 ვიდეო რგოლის ღირებულებას. ღირებულება უნდა მოიცავდეს გაწეული სამუშაოების სრულ ხარჯს (ლარში, დღგ-ს ჩათვლით).
  • განაცხადს თან დაურთეთ უკვე შესრულებული ვიდეო რგოლების ბმულები
  • ინდივიდუალური პირის შემთხვევაში წარმოადგინეთ CV და განაცხადში მიუთითეთ საკონტაქტო ინფორმაცია

გამარჯვებული შეირჩევა შეთავაზებული ფასისა და საკონკურსო პირობებთან შესაბამისობის შეფასების შედეგად. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”  იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს საცდელი ვიდეოს შექმნა.

Job Duration: 26 February, 2020 - 30 March, 2020
Job Type: Other