ENG

ვაკანსია: უფროსი ანალიტიკოსი

 

ჩვენ შესახებ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საქმიანობის მიზანია საჯარო ინსტიტუტების განვითარების, კარგი მმართველობისა  და კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვა. ჩვენი საქმიანობისა და პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს http://transparency.ge

ვაკანსიის შესახებ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აცხადებს ვაკანსიას სრულ განაკვეთზე მომუშავე უფროსი ანალიტიკოსის პოზიციაზე. შერჩეული კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება კვლევების ჩატარებასა და ანგარიშების, ანალიტიკური დოკუმენტებისა და სტატიების მომზადებაზე ანტიკორუფციული პოლიტიკისა და კარგი მმართველობის კუთხით.

სახელფასო განაკვეთი:  700 – 1000 აშშ დოლარი, ხელზე ასაღები თანხა (განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად)

ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, მობილური ტელეფონის ბალანსი

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)

ხელმძღვანელი: პროგრამის მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები:

  1. კვლევითი ანგარიშების, განცხადებებისა და პოლიტიკის დოკუმენტების მომზადება ანტიკორუფციული პოლიტიკისა და კარგი მმართველობის მიმართულებით;
  2. ახალი საკითხებისა და საკვლევი მასალის მოძიება/ინიცირება;
  3. კომუნიკაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებთან, უცხო ქვეყნების წარმომადგენლობებთან, საერთაშორისო და არასამთავობო ორგანიზაციებთან და სხვა;
  4. ისეთი ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებაში დახმარება, როგორიცაა სემინარების, ტრენინგების, პრეზენტაციებისა და სხვა ორგანიზაციული საქმიანობის განხორციელება;
  5. საჭიროების შემთხვევაში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” სხვა პროექტების დახმარება ანალიზისა და კვლევის კუთხით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მაგისტრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებებში, ეკონომიკაში, სახელმწიფო მართვის, საერთაშორისო ურთიერთობების, სამართლის ან სხვა შესაბამის დარგში;
  • მინიმუმ ორი წლის შესაბამისი სამუშაო გამოცდილება;
  • საქართველოს მმართველობის სისტემის, მისი ძირითადი სუბიექტებისა და ინსტიტუტების საფუძვლიანი ცოდნა;
  • სასურველია მთავრობის ღია მონაცემების ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ქართულად და ინგლისურად მაღალ დონეზე საუბრის, წერისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • კვლევის ჩატარების უნარი და გამოცდილება;
  • შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი;
  • დამოუკიდებლად და პატარა ჯგუფებში, ხანდახან შეზღუდული ზედამხედველობის პირობებში მუშაობის უნარი.

განცხადების წარდგენის პროცესი:

დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  jobs@transparency.ge

1. CV (ინგლისურ ენაზე)

2. სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე, რომელშიც მითითებული იქნება, თუ რატომ ხართ დაინტერესებული აღნიშნული სამუშაოთი და რატომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს

განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 30 დეკემბერი. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები (2019 წლის იანვარი). სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „უფროსი ანალიტიკოსი“ .

Job Duration: 03 December, 2018 - 30 December, 2018
Job Type: Permanent staff