ENG

უფროსი ანალიტიკოსი

 

ჩვენ შესახებ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საქმიანობის მიზანია საჯარო ინსტიტუტების განვითარების, კარგი მმართველობისა  და კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვა. ჩვენი საქმიანობისა და პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს http://transparency.ge

ვაკანსიის შესახებ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აცხადებს ვაკანსიას სრულ განაკვეთზე მომუშავე უფროსი ანალიტიკოსის პოზიციაზე. შერჩეული კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება კვლევების ჩატარებასა და ანგარიშების, ანალიტიკური დოკუმენტებისა და სტატიების მომზადებაზე ანტიკორუფციული პოლიტიკისა და კარგი მმართველობის კუთხით.

სახელფასო განაკვეთი:  800 აშშ დოლარიდან, ხელზე ასაღები თანხა (განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად)

ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, მობილური ტელეფონის ბალანსი

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)

ხელმძღვანელი: პროგრამის მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები:

  1. კვლევითი ანგარიშების, განცხადებებისა და პოლიტიკის დოკუმენტების მომზადება ანტიკორუფციული პოლიტიკისა და კარგი მმართველობის მიმართულებით;
  2. ახალი საკითხებისა და საკვლევი მასალის მოძიება/ინიცირება;
  3. კომუნიკაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებთან, უცხო ქვეყნების წარმომადგენლობებთან, საერთაშორისო და არასამთავობო ორგანიზაციებთან და სხვა.;
  4. ისეთი ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებაში დახმარება, როგორიცაა სემინარების, ტრენინგების, პრეზენტაციებისა და სხვა ორგანიზაციული საქმიანობის ჩატარება;
  5. საჭიროების შემთხვევაში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” სხვა პროექტების დახმარება ანალიზისა და კვლევის კუთხით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  1. მაგისტრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებების, სამართლის ან სხვა შესაბამის დარგში;
  2. მინიმუმ ხუთი წლის სამუშაო გამოცდილება კვლევისა და ანალიზის გნახრით;
  3. საქართველოს მმართველობის სისტემის, მისი ძირითადი სუბიექტებისა და ინსტიტუტების საფუძვლიანი ცოდნა;
  4. ღია მონაცემებთან მუშაობის გამოცდილება;
  5. ქართული და ინგლისური ენების საფუძვლიანი ცოდნა (როგორც წერითი, ასევე ზეპირი);
  6. დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  7. შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი.

განცხადების წარდგენის პროცესი:

დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  jobs@transparency.ge

1. CV (ქართულ ან ინგლისურ ენაზე)

2. სამოტივაციო წერილი ქართულ ან ინგლისურ ენაზე;

3. აპლიკანტის მიერ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მომზადებული ანალიტიკური დოკუმენტის ნიმუში.

განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 1 სექტემბერი. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები. ორგანიზაცია შესაფერის კანდიდატს დაჩქარებული წესით ეძებს, ამიტომ განაცხადები მიღებისთანავე განიხილება. გასაუბრება შესაძლებელია შედგეს Skype-ის საშუალებით. სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „უფროსი ანალიტიკოსი“ .

Job Duration: 05 August, 2019 - 01 September, 2019
Job Type: Permanent staff