ENG

ტრეინინგი - ღია მონაცემების მოპოვება და დამუშავება

ჩვენ შესახებ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საერთაშორისო გამჭვირვალობის გლობალური  ანტიკორუფციული მოძრაობის ეროვნული ბიუროა საქართველოში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საქმიანობის მიზანია საჯარო ინსტიტუტების განვითარების, კარგი მმართველობისა  და კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვა. ჩვენი საქმიანობისა და პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს http://transparency.ge

ტრენინგის შესახებ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აცხადებს მიღებას სამცხე-ჯავახეთში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებისთვის, ასევე სხვა დაინტერესებული პირებისთვის ტრენინგში მონაწილეობაზე. 

ტრენინგი შეეხება ღია მონაცემების მოპოვებას და დამუშავებას (მეწარმეთა რეესტრი, პოლიტიკური შემოწირულებები, სახელმწიფო შესყიდვები, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ონლაინრესრუსების მიმოხილვა და გამოყენება).

ტრენინგი ჩატარდება 26 ივლისს, ქალაქ ახალციხეში. 

განცხადის წარდგენის პროცესი:

დაინტერესებულმა პირმა ელექტრონულ მისამართზე jobs@transparency.ge უნდა გამოგზავნოს CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე. 

გთხოვთ, განაცხადის სახელწოდებაში მიუთითოთ „ახალციხის ტრენინგში მონაწილეობა”. 

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 22 ივლისი. 

ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი. 

 

Job Duration: 09 July, 2019 - 22 July, 2019
Job Type: Other