ENG

სტელა აჰლინ მარჩეტა

ორმხრივი ასოცირების ექსპერტი
stella.ahlinmarceta@transparency.ge

 

სტელა აჰლინ მარსეტა “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მედიის გუნდს 2018 წლის ნოემბერში შემოუერთდა ორმხრივი ასოცირებული ექსპერტის პოზიციაზე. მას აქვს უფსალას უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების ბაკალავრის ხარისხი  და შვედეთის თავდაცვის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი ასევე პოლიტიკურ მეცნიერებებში, კრიზისის მართვისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით. 2015-2018 წლებში იგი მუშაობდა მკვლევარ-ასისტენტად უფსალას დემოკრატიის, მშვიდობისა და სამართლის ფორუმზე, უფსალას რუსული და ევრაზიული კვლევების ინსტიტუტში, შვედეთში.

სტელა მიმაგრებული იყო  მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელს და მუშაობდა სტაჟიორად ეუთოს შვედეთის დელეგაციაში, ვენაში. მას ასევე აქვს პრაქტიკული გამოცდილება მედია სფეროში, იგი მუშაობდა ახალი ამბების რეპორტიორად შვედეთის ერთ-ერთ უმსხვილეს მედია კომპანიაში “მიტმედია”.

იგი სრულყოფილად ფლობს შვედურ, ინგლისურ და ბოსნიურ ენებს. გარდა ამისა, იცის ფრანგული - მაღალ, ხოლო რუსული ენა სამუშაო დონეზე.