ENG

სალომე ცეცხლაძე

უფროსი ანალიტიკოსი

სალომე ცეცხლაძე 2011 წლიდან მუშაობდა სტუდია „მონიტორში“ გამომძიებელ ჟურნალისტად. წერდა გამოცემა “ლიბერალისთვის”, იყო მედიაკრიტიკის პლატფორმა mediachecker.ge-ს ჟურნალისტი, სხვადასხვა დროს მონაწილეობდა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის არაერთ პროექტში და როგორც მედიამონიტორი აკვირდებოდა მედიის მუშაობას

2010 წელს მან დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ჟურნალისტიკის მიმართულებით, ხოლო 2012 წელს  მიიღო მედიისა და კომუნიკაციის სოციოლოგიის მაგისტრის ხარისხი ამავე უნივერსიტეტში.

მიღებული აქვს ევროკავშირისა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრიზები ჟურნალისტიკაში.

ამჟამად სალომე “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” უფროსი ანალიტიკოსია.