ENG

რუსუდან მაჩაიძე

უფროსი მკვლევარი
rusa.machaidze@transparency.ge

რუსუდან მაჩაიძე არის პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, მედიასფეროში ხანგრძლივი მუშაობის გამოცდილებით. წლების განმავლობაში მუშაობდა ყოველდღიურ გაზეთ „რეზონანსში“, ინგლისურენოვან ვებგვერდზე dfwatch.net, factcheck.ge-ზე  და სამაუწყებლო კომპანია„რუსთავი2“-ში.  არის საავტორო რადიოგადაცემების  წამყვანი. ასევე თანამშრომლობდა  ქართულ გამოცემებთან და საერთაშორისო  ორგანიზაციებთან, სადაც ძირითადად ქვეყნდება მისი ანალიტიკური სტატიები პოლიტიკურ  საკითხებზე. 

მას აქვს პოლიტიკის მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი (თსუ) და მაგისტრის ხარისხი პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებში (GIPA). ამჟამად მუშაობს დემოკრატიზაციის საკითხებზე და იკვლევს ე.წ. განსხვავებულ დემოკრატიებს. კითხულობს  ლექციებს  პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობების  და მედიასაკითხების მიმართულებით.